საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №69 |
|
2015 წლის 13 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ტ.თ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებს“ (სსმ III, 31.08.2006 წ., №117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
|
1.
მე-13 მუხლის 53 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
2.
მე-13 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის მე-4, მე-5, 51 და 52 პუნქტების საფუძველზე შესყიდული, ასევე ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგია ელექტროენერგიის მყიდველ კვალიფიციურ საწარმოებზე იყიდება პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით.“. |
3.
მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მფლობელ კვალიფიციურ საწარმოსთან, მისი მოთხოვნის საფუძველზე, ტესტირების დროს გამომუშავებულ (სალტეზე მიწოდებულ) ელექტროენერგიაზე – შესაბამის საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შესყიდული (გარდა ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიისა), 11, 12 და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რომლის ფორმირებაშიც არ მონაწილეობს ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა და ღირებულება, მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი გარანტირებული სიმძლავრის წყაროსათვის კომისიის მიერ დადგენილი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის ზედა ზღვრისა;“. |
4.
მე-14 მუხლის „13“ პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
5.
მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი მე-13 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ კვალიფიციურ საწარმოებზე საბალანსო ელექტროენერგიას ყიდის საანგარიშო პერიოდში ამ მუხლის პირველი, 11 და 12 პუნქტების საფუძველზე შესყიდული და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რომლის ფორმირებაშიც არ მონაწილეობს ამ მუხლის მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის რაოდენობა და ღირებულება.“. |
6.
მე-20 მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით (გარდა „ე” ქვეპუნქტისა) გათვალისწინებულ შემთხვევებში გარანტირებული სიმძლავრის წყაროებს გარანტირებული სიმძლავრის საფასური არ აუნაზღაურდებათ ტესტირების გზით მზადყოფნის დადასტურებამდე, ხოლო „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენამდე. 7. ამ მუხლის მიზნებისათვის, გარანტირებული სიმძლავრის საფასური არ ანაზღაურდება იმ დღიდან, როდესაც დადგა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, იმ დღის ჩათვლით, როდესაც დადასტურდა გარანტირებული სიმძლავრის წყაროს მზადყოფნა ტესტირების გზით. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტი ვალდებულია ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გაცემული ყველა განკარგულება დაარეგისტრიროს ცენტრალური სადისპეტჩეროს ოპერატიულ ჟურნალში. 8. გარანტირებული სიმძლავრის წყარო ვალდებულია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს დაუყოვნებლივ აცნობოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით (გარდა „ე” ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული შემთხვევების გამომწვევი გარემოებების თაობაზე, ასევე წარადგინოს მზადყოფნის განაცხადი და მოითხოვოს ტესტირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტესტირება უკვე მოთხოვნილია დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მიერ.“;
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|