საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№82
სარეგისტრაციო კოდი
300300000.22.025.016183
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №82

2015 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ


მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (სსმ, III, 31.08.2006 წ., 117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) პირდაპირი მომხმარებელი - პირი, რომელიც საკუთარი საჭიროებისათვის მოიხმარს ამ წესებით განსაზღვრულ მინიმალური რაოდენობის ელექტროენერგიას;“.

2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პირდაპირი მომხმარებლის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა”, „ბ” და „დ” ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, მაძიებელმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს ასევე უნდა წარუდგინოს განაცხადის წარდგენის თარიღამდე გასული 12 თვის განმავლობაში 31 მუხლით განსაზღვრული მინიმალური რაოდენობის ელექტროენერგიის მოხმარების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო თუ მაძიებელი განაცხადის წარდგენის თარიღამდე გასული 12 თვის განმავლობაში არ მოიხმარდა 31 მუხლით განსაზღვრული მინიმალური რაოდენობის ელექტროენერგიას – მიწოდების პუნქტებში 31 მუხლით განსაზღვრული მინიმალური რაოდენობის შესატყვისი სიმძლავრის ელექტრული ქსელის არსებობისა და მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; პირდაპირი მომხმარებელი საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირდება იმ მიწოდების პუნქტების მიხედვით, საიდანაც მან უნდა განახორციელოს ელექტროენერგიის მიღება. პირდაპირ მომხმარებელს ეკრძალება აღნიშნული მიწოდების პუნქტებიდან ელექტროენერგიის შესყიდვა როგორც საცალო მომხმარებელს.“.

3. მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „31“ მუხლი:

„მუხლი 31. პირდაპირი მომხმარებლის ელექტროენერგიის მოხმარების მინიმალური რაოდენობა

1. ელექტროენერგიის მყიდველს უფლება აქვს გახდეს პირდაპირი მომხმარებელი და ელექტროენერგია შეისყიდოს ელექტროენერგიის ნებისმიერი გამყიდველისგან, თუ მისი წლიური მოხმარება შეადგენს:

ა) 2015 წლისთვის - არანაკლებ 3 000 000 კვტ.სთ ელექტროენერგიას;

ბ) 2016 წლისთვის - არანაკლებ 1 000 000 კვტ.სთ ელექტროენერგიას;

გ) 2017 წლის 1 იანვრიდან - არანაკლებ 1 კვტ.სთ ელექტროენერგიას.“.

4. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) პირდაპირი მომხმარებლის წლიური მოხმარება არ შეესაბამება ამ წესებით დადგენილ მინიმალურ რაოდენობას – შესაბამისი კალენდარული წლის მომდევნო წლის 1 თებერვლიდან;“.

5. 251 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაინტერესებული მხარის მიმართვის მიღებისთანავე დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია აცნობოს შესაბამის კვალიფიციურ საწარმოს ელექტროენერგიის შეწყვეტის (შეზღუდვის) შესახებ 72 საათით ადრე. თუ ამ დროში დაინტერესებული მხარის მიერ არ მოხდა დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის გაგზავნილი მიმართვის ან დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ახორციელებს კვალიფიციური საწარმოსათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას (შეზღუდვას). ყველა კვალიფიციური საწარმო ვალდებულია შეასრულოს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნა ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის (შეზღუდვის) შესახებ. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მოთხოვნა შესაბამისი კვალიფიციური საწარმოსთვის ელექტროენერგიის შეწყვეტაზე (შეზღუდვაზე) ვრცელდება მიწოდების იმ პუნქტებზეც, რომლიდანაც კვალიფიციური საწარმო ელექტროენერგიას იღებს, როგორც საცალო მომხმარებელი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 4 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე