საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №13 |
|
2014 წლის 11 თებერვალი ქ. თბილისი |
„1. ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურება ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ხელშეკრულებით ელექტროენერგიის გადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და გატარების მომსახურების ნასყიდობაზე, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში - დადგენილი წესით რეგისტრირებული ელექტროენერგიის გადაცემის/დისპეტჩერიზაციის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით.
2. კვალიფიციური საწარმოების (განაწილების ლიცენზიანტი, პირდაპირი მომხმარებელი, ექსპორტიორი, აგრეთვე ელექტროენერგიის მწარმოებელი - საერთო სასადგურო დანახარჯის უზრუნველსაყოფად ელექტროენერგიის შესყიდვის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ მის კუთვნილ სალტეზე/ქსელზე მიერთებულ საცალო მომხმარებელზე ელექტროენერგიის გაყიდვის შემთხვევაში) მიერ ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტის მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება მიწოდების პუნქტებში მოხმარებული (აღრიცხული) ყოველი კილოვატსაათი ელექტროენერგიისთვის, კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის მიხედვით.“
„21. გადაცემის ლიცენზიანტების მომსახურების ანაზღაურება განაწილების ლიცენზიატის, პირდაპირი მომხმარებელის, აგრეთვე ელექტროენერგიის მწარმოებელის (საერთო სასადგურო დანახარჯის უზრუნველსაყოფად ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში) მიერ ხორციელდება გადამცემი ქსელის საშუალებით მიწოდების პუნქტებში გადაცემული (მათ შორის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) ელექტროენერგიის მთელ მოცულობაზე კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების (გარდა სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფისა) მიხედვით.
„22. გარდა ამ მუხლის 23 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, გადაცემის ლიცენზიანტების მომსახურების ანაზღაურება ექსპორტიორის მიერ ხორციელდება სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით (მიუხედავად გადამცემი ხაზის კუთვნილებისა) ექსპორტირებული ელექტროენერგიის მთელ მოცულობაზე კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების (გარდა სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფისა) მიხედვით.
23. სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროენერგიის ექსპორტის შემთხვევაში შესაბამისი ექსპორტიორის მიერ გადაცემის ლიცენზიანტების მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით ექსპორტირებული ელექტროენერგიის მთელ მოცულობაზე, კომისიის მიერ გადაცემის ლიცენზიანტებისთვის დადგენილი ყველა ტარიფის (მათ შორის, სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფის) მიხედვით.“.
|