საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№114
სარეგისტრაციო კოდი
300300000.22.025.016189
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №114

2015 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (სსმ, III, 31.08.2006 წ., №117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს ცვლილება და 142 მუხლს (ელექტროენერგიის იმპორტი და ექსპორტი ავარიულ სიტუაციაში) დაემატოს  შემდეგი შინაარსის მე-10, მე-11, მე-12, მე-13, მე-14 და მე-15 პუნქტები:

„10. იმ შემთხვევებში, როდესაც მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემაში შექმნილია ავარიული სიტუაცია და არ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეკრულება, ავარიული სიტუაციის აღმოფხვრის, ენერგოსისტემის სტაბილიზაციისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი უფლებამოსილია ექსპორტის ხელშეკრულების გარეშე განახორციელოს ელექტროენერგიის გატანა მეზობელ ქვეყნაში, მეზობელი ქვეყნის შესაბამისი სუბიექტის (ელექტროენერგეტიკული სისტემის ტექნიკური ოპერატორის ან ელექტროენერგეტიკული დარგის სახელმწიფო მართვის უწყების) შესატყვისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამ პუნქტის ფარგლებში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ საქართველოს ენერგოსისტემიდან გატანილი ელექტროენერგიის ანაზღაურება ხორციელდება იმავე რაოდენობის ელექტროენერგიის შესაბამისი მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემიდან იმავე საანგარიშო პერიოდში იმპორტის ხელშეკრულების გარეშე დაბრუნებით (შემოტანით).

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის მიზნებისათვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემაში გატანილი და იმავე საანგარიშო პერიოდში საქართველოს ენერგოსისტემაში მეზობელი ქვეყნიდან დაბრუნებული ელექტროენერგიის აღრიცხვა ხორციელდება შესაბამის ,,სისტემათაშორისი ხაზით (ხაზებით) მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის შემაჯამებელ აღრიცხვის აქტში" გაანგარიშებული გატანილი და დაბრუნებული ელექტროენერგიების სალდირებული რაოდენობით (გატანილ და დაბრუნებულ (შემოტანილ) ელექტროენერგიებს შორის სხვაობა). ,,სისტემათაშორისი ხაზით (ხაზებით) მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის შემაჯამებელ აღრიცხვის აქტში" აისახება გატანილი და დაბრუნებული ელექტროენერგიების სალდირებული რაოდენობა. იმ შემთხვევაში, თუ ,,სისტემათაშორისი ხაზით (ხაზებით) მიწოდებული და მიღებული ელექტროენერგიის შემაჯამებელ აღრიცხვის აქტში" გატანილი და დაბრუნებული ელექტროენერგიების სალდირებული რაოდენობა არ იქნება ასახული, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია გატანილი და დაბრუნებული ელექტროენერგიების სალდირებული რაოდენობის შესახებ ინფორმაცია წერილობით აცნობოს  სისტემის კომერციულ ოპერატორს.

12. ამ მუხლის მე-10 პუნქტის ფარგლებში მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემაში გატანილი და იმავე საანგარიშო პერიოდში საქართველოს ენერგოსისტემაში დაბრუნებული (შემოტანილი) ელექტროენერგია სისტემის კომერციული ოპერატორის მიერ ამ წესების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტისა და 27-ე მუხლით გათვალისწინებულ საბითუმო ყიდვა-გაყიდვის ერთიან ბაზაში აისახება მხოლოდ სალდო მაჩვენებლით (გატანილ და დაბრუნებულ (შემოტანილ) ელექტროენერგიებს შორის სხვაობა).

13. ამ მუხლის მე-10 პუნქტის ფარგლებში მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემაში გატანილი და იმავე საანგარიშო პერიოდში საქართველოს ენერგოსისტემაში დაბრუნებულ (შემოტანილ) ელექტროენერგიას დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი მიღებისა და მიწოდების პუნქტებში აღრიცხული ელექტროენერგიის ჯამურ რაოდენობებში, ამ წესების 23-ე მუხლის მიზნებისთვის, ითვალისწინებს მხოლოდ სალდო მაჩვენებლით (გატანილ და დაბრუნებულ (შემოტანილ) ელექტროენერგიებს შორის სხვაობა).

14. ამ მუხლის მე-11 პუნქტში მითითებულ დადებით სალდო (თუ გატანილი ელექტროენერგია ჭარბობს დაბრუნებულ ელექტროენერგიას) ელექტროენერგიაზე  სისტემის კომერციულ ოპერატორთან ანგარიშსწორებას ახორციელებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი.

15. ამ მუხლის მე-11 პუნქტში მითითებულ უარყოფით სალდო (თუ დაბრუნებული ელექტროენერგია ჭარბობს გატანილ ელექტროენერგიას) ელექტროენერგიაზე მეზობელი ქვეყნის შესაბამის სუბიექტთან ანგარიშსწორებას ახორციელებს დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე