საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/4
სარეგისტრაციო კოდი
300300000.22.024.016685
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/01/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/4

2021 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, №117, 31/08/2006 წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22.025.009.162) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 41 მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-10  – მე-14 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„10. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული პირი, მისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზ(ებ)ის გამო, ამ მუხლის შესაბამისად დადგენილი წესით რეგისტრაციიდან 90 კალენდარული დღის ვადაში ვერ დაასრულებს ელექტროსადგურის საცდელ გაშვებას ან/და კომპლექსურ გასინჯვას, აღნიშნულ პირს შეუძლია, მხოლოდ ერთხელ, გამოიყენოს ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი უფლება:

ა) მოითხოვოს რეგისტრაციის პერიოდის გაგრძელება, რის თაობაზეც დასაბუთებული წერილით მიმართავს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული 90 კალენდარული დღის გასვლამდე არანაკლებ 1 სამუშაო დღით ადრე;

ბ) ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული 90 კალენდარული დღის გასვლის საფუძველზე რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ, ნებისმიერ დროს წარუდგინოს განაცხადი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

11. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული პირი, გამოიყენებს :

ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ელექტროსადგურის საცდელი გაშვების ან/და კომპლექსურ გასინჯვისთვის დადგენილ სარეგისტრაციო პერიოდს გააგრძელებს არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ოდენოებით.

ბ) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისობას ამ წესების მოთხოვნებთან. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წერილობითი ფორმით აცნობებს უარს საბითუმო ვაჭრობაში მოანწილედ რეგისტრაციის თაობაზე, ხოლო შესაბამისობის შემთხვევაში განახორციელებს პირის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციას არაუმეტეს 60 კალენდარული დღის ოდენობით;

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებულ პირს რეგისტრაცია გაუუქმდება ამ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვადის გასვლის ან პირის იმავე ელექტროსადგურის ნაწილში წარმოების ლიცენზიატად ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურად – კვალიფიციურ საწარმოდ რეგისტრაციის შემთხვევაში, ამ გარემოებებიდან რომელიმეს დადგომის დღიდან.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, პირის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების ჩანაწერის გაკეთებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა აცნობოს ამის შესახებ პირს, რომელსაც გაუუქმდა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილის რეგისტრაცია და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს, ასევე იმ კვალიფიციურ საწარმოს ან გადაცემის ლიცენზიატს, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელზეც არის მიერთებული პირი, რომელსაც გაუუქმდა საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაცია.

14. საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია, ამ  მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებებიდან ერთჯერადად ისარგებლოს მხოლოდ ერთ-ერთი უფლებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს იმ ელექტროსადგურებზეც, რომლებიც 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით იმყოფებიან ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით საცდელი გაშვებისა ან/და კომპლექსური გასინჯვის პროცესში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.01.2021.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 13.01.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/4. სარეგისტრაციო კოდი — 300300000.22.024.016685.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.01.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №1-1/4, 13.01.2021, სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.024.016685 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.01.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5081052/