„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/76 |
|
2021 წლის 9 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 168-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
|
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ (www.matsne.gov.ge, №117, 31/08/2006 წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22.025.009.162) 47-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 48-ე მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 48. გამონაკლის შემთხვევებში ავარიული სიტუაციის აღმოფხვრის, საქართველოს ენერგოსისტემის სტაბილიზაციისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის იმპორტის ხელშეკრულების გარეშე მეზობელი ქვეყნიდან შემოტანილი ელექტროენერგიის დაბრუნების დროებითი წესი
1. ავარიული სიტუაციის აღმოფხვრის, ენერგოსისტემის სტაბილიზაციისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, ამ წესების მე-142 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ ელექტროენერგიის იმპორტის ხელშეკრულების გარეშე საქართველოს ენერგოსისტემაში შემოტანილი ელექტროენერგიის ის მოცულობა, რომლის დაბრუნება შესაბამისი მეზობელი ქვეყნის (თურქეთი) ენერგოსისტემისთვის იმავე საანგარიშო პერიოდში ვერ განხორციელდა, წარმოადგენს საბალანსო ელექტროენერგიას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ელექტროენერგია ამ წესების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირებაში მონაწილეობს იმ ჰიდროელექტროსადგურის ტარიფის ზედა ზღვრით, რომელსაც კომისიამ დაუდგინა ყველაზე მაღალი ტარიფი.
3. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ელექტროენერგიაზე ანგარიშსწორებას ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ტარიფით.
4. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატს უფლება აქვს, სამინისტროსთან შეთანხმებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მოცულობის ანაზღაურება მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემისთვის უზრუნველყოს მომდევნო უახლოეს საანგარიშო პერიოდში, მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემის ტექნიკურ ოპერატორთან შეთანხმების საფუძველზე, იმავე მოცულობის ელექტროენერგიის მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემისთვის ექსპორტის ხელშეკრულების გარეშე დაბრუნების (გატანის) გზით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მეზობელი ქვეყნის ენერგოსისტემაში გასული ელექტროენერგიის ექსპორტის ხელშეკრულების გარეშე დაბრუნების (გატანისას) უზრუნველყოფისთვის, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორისგან საბალანსო ელექტროენერგიას შეისყიდის ამ წესების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფასით.
|
| მუხლი 2 |
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ეს ბრძანება გავრცელდეს 2021 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|