„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/46
სარეგისტრაციო კოდი
300300000.22.024.016623
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/01/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/46

2020 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


მუხლი 1
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ ((www.matsne.gov.ge, სსმ №117, 31/08/2006 წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22.025.009.162):

1. 45-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 46-ე და 47-ე მუხლები:

„მუხლი 46. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ელექტროენერგიის იმპორტის სატარიფო რეგულირების გაუქმებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიერ ელექტროენერგიის იმპორტის სატარიფო რეგულირების გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ამოქმედების შემდეგ:

ა) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ იმპორტირებული ელექტროენერგია, რომელიც არ არის გაყიდული კვალიფიციურ საწარმოსთან იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე, ამ წესების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირებაში მონაწილეობს ამ ელექტროენერგიის თვითღირებულებით (შესაბამისი იმპორტის ხელშეკრულებაში მითითებული ფასის გათვალისწინებით);

ბ) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის ზემოხსენებული გადაწყვეტილების ამოქმედებამდე გაფორმებული და მოქმედი იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე შესყიდული ელექტროენერგია, ამ წესების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ფორმირებაში მონაწილეობს შესაბამისი იმპორტის პირდაპირ ხელშეკრულებაში მითითებული ფიქსირებული/ზღვრული ფასით.

2. დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ამ წესების მე-144 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შესრულების მიზნით ხელმძღვანელობს:

ა) ელექტროენერგიის იმპორტის პირდაპირი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში  – ელექტროენერგიის იმპორტზე პირდაპირი ხელშეკრულების შესაბამისი საანგარიშსწორებო პერიოდისათვის განსაზღვრული გასაყიდი ფიქსირებული/ზღვრული ფასებით;

ბ) თუ ელექტროენერგიის იმპორტიორს წარმოადგენს სისტემის კომერციული ოპერატორი –ელექტროენერგიის იმპორტზე ხელშეკრულების ფიქსირებული/ზღვრული ფასებით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის პირობების გათვალისწინებით.

მუხლი 47. თბო ელექტროსად გურის მიერ საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალიზაციის დროებითი წესი

1. იმ თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტრონერგიის რეალიზაცია, რომელიც 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით დარეგისტრირებულია საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე  კვალიფიციურ საწარმოდ, როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის რეჟიმში, ხორციელდება:

ა) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორზე საბალანსო ელექტროენერგიის ნასყიდობის პირდაპირი ხელშეკრულების სტანდარტული პირობების საფუძველზე;

ბ) განაწილების ლიცენზიატი კვალიფიციურ საწარმოებთან გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე;

გ) ენგურჰესთან გაფორმებული პირდაპირი ხელშეკრულების საფუძველზე, ამ წესების 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის.

2. ამ მუხლის პირველის პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი თბოელექტროსადგურის მფლობელი პირი წარმოადგენს ამ წესების მე-8 მუხლით გათვალიწინებული პირდაპირი ხელშეკრულების მხარეს, როგორც საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე   კვალიფიციური საწარმო, რეგისტრირებული  საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის რეჟიმის მიზნებისთვის და მასზე ვრცელდება ამ წესების მე-9 მუხლის მოთხოვნები.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის პირდაპირი ხელშეკრულების ფარგლებში რეალიზებული ელექტროენერგიის ფასზე ვრცელდება ამ წესების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნტით გათვალისწინებული წესი.“.

 

მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრინათელა თურნავა