„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №35 |
|
2017 წლის 3 ივლისი ქ. თბილისი |
ა) 28-ე მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. გადაცემის ლიცენზიატების მომსახურების ანაზღაურება განაწილების ლიცენზიატის, პირდაპირი მომხმარებელის, აგრეთვე ელექტროენერგიის მწარმოებელის (საერთო სასადგურო დანახარჯის უზრუნველსაყოფად ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში) მიერ ხორციელდება მიწოდების პუნქტებში მოხმარებული (აღრიცხული) ყოველი კილოვატსაათი ელექტროენერგიის მთელ მოცულობაზე კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების (გარდა სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფისა) მიხედვით.”;
ბ) 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) „ბაზრის წესებს” დაემატოს შემდეგი შინაარსის 44-ე მუხლი:
„მუხლი 44. გადაცემის ლიცენზიატების მიერ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-სთვის „დარიალი-ჟინვალის კონტურში“ გაწეული გადაცემის მომსახურების ოდენობის განსაზღვრის სპეციალური მეთოდი
1. წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის „დარიალი-ჟინვალის კონტური“ განისაზღვრება როგორც საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მოქმედი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის (ტექსტში შემდგომ – სს „ენერგო-პრო ჯორჯია“) კუთვნილი გამანაწილებელი ქსელის 110, 35, 10, 6 და 0,4 კვ-იანი მონაკვეთი შემოსაზღვრული მიწოდების და მიღების იმ პუნქტებით, რომელთა საშუალებითაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიას:
ა) იღებს:
ა.ა) გადაცემის ლიცენზიატის კუთვნილი ქვესადგურ(ებ)ის მიწოდების პუნქტებიდან და აგრეთვე 110 კვ-ის ელექტროგადამ ცემი ხაზი „დარიალის“ მიწოდების პუნქტიდან სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ 110 კვ-ის კუთვნილ ქვესადგურ „ყაზბეგში“;
ა.ბ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებლების ელექტროსადგურების სალტეებზე განთავსებული მიწოდების პუნქტებიდან;
ბ) გასცემს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მიწოდების პუნქტებში და მცხეთა-მთიანეთის მონაკვეთში მიღების იმ პუნქტებში, რომლებიდანაც სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი გამანაწილებელი ქსელიდან, მათ კუთვნილ ელექტრულ ქსელებში, ელექტროენერგიას იღებს სხვა განაწილების ლიცენზიატი და პირდაპირი მომხმარებლები.
2. გადაცემის ლიცენზიატების მიერ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-თვის „დარიალი-ჟინვალის კონტურში“ გაწეული გადაცემის მომსახურების რაოდენობა (E“დ-ჟ“.კონტ) განისაზღვროს შემდეგი ფორმულის მიხედვით:
E“დ-ჟ“.კონტ = [Eგად.მიღ / (Eგად.მიღ + Eგენ.მიღ)] x Eეპჯ.მოხ, (კვტსთ),
სადაც:
ა) Eგად.მიღ – წარმოადგენს „დარიალი-ჟინვალის კონტურში“ გადამცემი ქსელის მიწოდების პუნქტებით მიღებული ელექტროენერგიის ჯამური მოცულობას, რომელსაც ემატება ქ/ს „გლდანი-220“-ის და ქ/ს „დიდუბე-220“-ის გადაცემის ქსელის მიწოდების შესაბამისი პუნქტებიდან ამავე კონტურის არეალში მოქცეული ეგხ-ებით (,,ავჭალა-35“ და „წევა-35“) სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიაზე“ გადაცემული ელექტროენერგიის რაოდენობა (ტექსტში შემდგომ – „ზაჰესიდან გადაცემული ელექტროენერგიის რაოდენობა“), დაანგარიშებული იგივე განაწილების ლიცენზიატის მიერ დასახელებული ეგხ-ებით (,,ავჭალა-35“ და ,,წევა-35“) შექმნილ ზაჰესის მოქმედ კვანძში მოხმარებული ელექტროენერგიის პროპორციულად.
ბ) Eგენ.მიღ – წარმოადგენს სხვაობას ერთი მხრივ „დარიალი-ჟინვალის კონტურში“ მოქცეული ელექტროსადგურების მიწოდების პუნქტებიდან სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში მიღებული ელექტროენერგიის მოცულობასა (კვტ.სთ.) და მეორე მხრივ ზაჰესიდან გადაცემული ელექტროენერგიის რაოდენობას შორის;
გ) Eეპჯ.მოხ – წარმოადგენს: „დარიალი-ჟინვალის კონტურში“ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად განსაზღვრული ელექტროენერგიის რაოდენობებს შორის სხვაობას .”.
|