„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10-51 |
|
2022 წლის 6 მაისი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი – რუკა (დანართი №1)“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (თან ერთვის ცვლილების საინფორმაციო მასალა);
2. პირველი მუხლის „ა“ პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკა (დანართი №1.8)“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
3. პირველი მუხლის „ბ“ პუნქტით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის“ (დანართი №2) 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია:
დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ არეალზე სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია:
ა) თემატურ რუკაზე მონიშნულ „A1“ ტერიტორიაზე განვითარება დასაშვებია ერთიანი ხედვის ფარგლებში დამუშავებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად;
ბ) თემატურ რუკაზე მონიშნულ „A“ ტერიტორიაზე განვითარება დასაშვებია მხოლოდ განაშენიანების რეგულირების გეგმების შესაბამისად; ასევე, დასაშვებია დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში დემონტაჟის განხორციელების პირობით;
გ) გარდა „A1“ (ერთიანი განაშენიანების რეგულირების გეგმის) და „A“ (განაშენიანების რეგულირების გეგმების) ტერიტორიებისა სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით განსაზღვრული ფუნქციური ზონირების ან/და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის შესაბამისად.
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია:
დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ არეალზე:
ა) „A“ არეალზე სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია განაშენიანების რეგულირების გეგმებით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა.ა) ტერიტორიის სამშენებლო განვითარება განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრული არეალების ფარგლებში, სარეკრეაციო ზონა 2-ისა (რზ-2) ან/და სარეკრეაციო ზონა 3-ის (რზ-3) რეგლამენტების შესაბამისად;
ა.ბ) ლისის ტბის გარემოსდაცვითი და ქალაქმშენებლობითი კვლევით დადგენილ ხევის არეალში, სამშენებლოდ შეზღუდული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა დაკმაყოფილება განხორციელდება საპროექტო არეალში არსებული სხვა მიწის ნაკვეთების გადაგეგმარების საშუალებით; ხოლო, წარმოქმნილი დაურეგისტრირებელი ტერიტორია გამოიყოფა ცალკე საკადასტრო ერთეულად, შემდეგში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაციის მიზნით;
ა.გ) საპროექტო მიწის ნაკვეთების დაყოფისას მინიმალურ ფართობად განისაზღვრება 1000 კვ.მ;
ა.დ) მშენებლობის ნებართვის ეტაპზე უნდა მოეწყოს წყალარინების საინჟინრო ქსელი და დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილ იქნეს შესაბამის უწყებასთან შეთანხმებული, საყოფაცხოვრებო წყალარინების (კანალიზაციის) ცენტრალურ ქსელზე დაერთებისა და ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი; ასევე, ყველა სახის შენობა-ნაგებობის განთავსება ან/და ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მიერთებული იყოს ცენტრალურ სანიაღვრე სისტემასთან;
ა.ე) ღობის მოწყობა უნდა მოხდეს იმგვარად, რომ მისი ყრუ ნაწილი არ აღემატებოდეს გრუნტის ზედაპირიდან 0.4 მეტრს;
ა.ვ) ტერიტორიაზე დაუშვებელია წყლის ჭაბურღილების მოწყობა, რათა დაცულ იქნეს წყლის ბალანსი ლისის ტბის წყალშემკრები აუზის ფარგლებს შიგნით;
ბ) გარდა „A“ არეალისა, სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების, ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების შესაბამისად. აგრეთვე დასაშვებია მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილების შეტანა.“.
|