„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №87-83 |
|
2021 წლის 7 სექტემბერი ქ. თბილისი |
ა) პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი – რუკა (დანართი №1)“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (თან ერთვის ცვლილების საინფორმაციო მასალა);
ბ) პირველი მუხლის „ა“ პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკა (დანართი №1.8)“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
გ) პირველი მუხლის „ა“ პუნქტის „ა.ლ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული ,,თბილისის შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა“ (დანართი №1.11) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
დ) პირველი მუხლის „ბ“ პუნქტით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილი“ (დანართი №2)“-ის 72-ე მუხლის:
1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დანართი 1.11-ით (თბილისის შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულია შემდეგი ტერიტორიები:
„A“ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განსაზღვრული არეალის ფარგლებში დასამუშავებელი განაშენიანების რეგულირების გეგმა“;
„A1“ – ერთიანი განაშენიანების რეგულირების გეგმა“ ;
„B“ – დროებით სამშენებლოდ შეზღუდული არეალი“;
2. მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ვარკეთილის მასივი:
დანართი 1.11-ით (შემდეგი რიგის ქალაქგეგმარებითი არეალების რუკა) განსაზღვრულ „A“ არეალზე – სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია განაშენიანების რეგულირების გეგმების შესაბამისად.
დანართი 1.11-ით განსაზღვრულ არეალზე სამშენებლო განვითარება დასაშვებია შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) განისაზღვრება კ-2=5.0;
ბ) ტერიტორიის სამშენებლო განვითარებისას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, პრიორიტეტი ენიჭება შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხს ან/და ტერიტორიის სტრუქტურული გეგმარებას;
გ) კ-2 საანგარიშო ფართობის 18% (შემდგომში – სამშენებლო მოცულობის პროცენტულობა) გამოყენებულ უნდა იქნეს განაშენიანების რეგულირების გეგმის არეალში ან მის გარეთ მესაკუთრეთა (მფლობელთა) დაკმაყოფილების ან/და მათ საკუთრებაში არსებული ფართების გამოსყიდვის მიზნით. სამშენებლო მოცულობის პროცენტულობიდან (18%) დარჩენილი ფართები, რომელიც არ იქნა გამოყენებული განაშენიანების რეგულირების გეგმის არეალში ან მის გარეთ მესაკუთრეთა (მფლობელთა) დაკმაყოფილების ან/და მათ საკუთრებაში არსებული ფართების გამოსყიდვის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს გადაეცემა საკუთრებაში.
დ) სამშენებლო მოცულობის პროცენტულობიდან დარჩენილი ფართები იანგარიშება შემდეგი დანახარჯების მიხედვით: ბინების მესაკუთრეთა შემთხვევაში – საკუთრებაში რეგისტრირებული დაზუსტებული ფართების ოდენობით, ხოლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის ფართობის 35%, რომელიც გამოისახება შესაბამის ბინის ფართში.
ე) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემდგომ, განაშენიანების რეგულირების გეგმის არეალის გარეთ გამოსასყიდი მიწის ნაკვეთების დათმობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მითითებით, ხდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ან/და სახელმწიფოს სასარგებლოდ.
|