„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №43-73 |
|
2024 წლის 16 აგვისტო ქ. თბილისი |
ა) პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი – რუკა (დანართი №1)” ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (თან ერთვის ცვლილების საინფორმაციო მასალა);
ბ) პირველი მუხლის „ა“ პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „თბილისის გამწვანებული ტერიტორიების რუკა (დანართი №1.8)” ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
გ) პირველი მუხლის „ბ“ პუნქტით დამტკიცებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ტექსტური ნაწილის“ (დანართი №2) 72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“, „გ2“ და „გ3“ ქვეპუნქტები:
„გ1. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათალისწინებული სამშენებლო მოცულობის პროცენტულობა (18%) მოიცავს მხოლოდ საცხოვრებელ ფართებს და არ მოიცავს გადასაცემი ფართების აივნების ფართობს.“
გ2. იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო განვითარება ხორციელდება კერძო პირის საკუთრებაში არსებულ იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია არანკლებ IV კატეგორიის ავარიულობის ხარისხის შენობა-ნაგებობა/შენობა-ნაგებობები, რაც დასტურდება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან ა(ა)იპ – თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული შესაბამისი დასკვნის საფუძველზე და აღნიშნულ შენობა-ნაგებობაში/შენობა-ნაგებობეში არსებული ფართები ფიზიკურ პირთა მიერ საცხოვრებელი მიზნით ფაქტობრივად დაკავებულია თვითნებურად/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე 2020 წლამდე (შემდგომში – „მფლობელები“), რაც დასტურდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის გამგეობის მიერ, არ გავრცელდეს ამ პუნქტის „ბ“, „გ“ „გ1“ და „ე“ ქვეპუნქტები.
გ3. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის სხვა ისეთ მიწის ნაკვეთთან (შენობა-ნაგებობის გარეშე) გაერთიანების შემთხვევაში, რომლის ფართობიც არ აღემატება გაერთიანების შედეგად მიღებული მიწის ნაკვეთის საერთო ფართობის 30%-ს, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რეგულირება ვრცელდება გაერთიანებულ მიწის ნაკვეთზე სრულად.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.08.2024.
- როდის იქნა მიღებული „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.08.2024. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №43-73. სარეგისტრაციო კოდი — 330090020.35.101.017252.
- რამდენი მუხლისგან შედგება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.08.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №43-73, 16.08.2024, სარეგისტრაციო კოდი 330090020.35.101.017252 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.08.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6250108/