„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქა რთველოს განათლების, მეც ნიერებ ისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №11/ნ |
|
2026 წლის 27 იანვარი ქ. თბილისი |
„20. 2026 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღების გამოცხადებისა და მაგისტრანტობის კანდიდატთა დარეგისტრირების მიზნით:
ა) ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ნაცვლად, 2026 წლის 16 მარტიდან 2026 წლის 20 მარტის ჩათვლით, სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ელექტრონული ფორმით ასახავს ანკეტას და ანოტაციას;
ბ) მართვის სისტემა ამოწმებს ამ დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის: „ზ“ ქვეპუნქტში ასახული ინფორმაციის სისწორეს, „ე1“ ქვეპუნქტში მითითებული რაოდენობის შესაბამისობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა ზღვრულ რაოდენობასთან მიმართებით და 2026 წლის 30 მარტამდე სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ამოწმებს ანკეტას;
გ) სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამოწმებს ამ დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებში ასახული ინფორმაციის სისწორეს, ანოტაციაში მოცემული სამაგისტრო პროგრამების შესაბამისობას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან და 2026 წლის 30 მარტამდე სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში ამოწმებს ანკეტას;
დ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ამ დებულების მე-10 მუხლის 41 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის ნაცვლად, 2026 წლის 16 მარტამდე ანკეტაში ასახავს მართვის სისტემის მიერ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებიდან (უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა; პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა და ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) მოწოდებული მონაცემების საფუძველზე – ამ დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას.“.
|