„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №117/ნ |
|
2024 წლის 5 ივლისი ქ. თბილისი |
„52. 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიზნებისათვის:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია 2024 წლის 15 ივლისამდე მიმართოს ცენტრს ანკეტაში ისეთი ცვლილების შეტანის მოთხოვნით, რომელიც შეეხება:
ა.ა) ამ დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში ანკეტის შევსებისას პროგრამაზე/პროგრამების გაერთიანებაზე ერთი საგნისათვის გამოცხადებული მისაღები ადგილების კვოტის სხვა საგნისათვის განსაზღვრას;
ა.ბ) პროგრამაზე/პროგრამების გაერთიანებაზე გამოცხადებული მისაღები ადგილების რაოდენობის გაზრდას - იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომელთაც ამ დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით გაეზარდა სტუდენტთა ადგილების რაოდენობა;
ა.გ) პროგრამაზე დაშვების დამატებით მოთხოვნას (გარდა კონკურსის გავლისა) ან შენიშვნის სახით მისათითებელ ინფორმაციას;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ანკეტაში ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილების მოთხოვნის შემთხვევაში ცენტრი, მომართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, მიმართავს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი ცვლილების დადასტურების მოთხოვნით;
გ) სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, ცენტრის მიმართვის საფუძველზე, ადასტურებს/არ ადასტურებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მოთხოვნილ ცვლილებას. აღნიშნული ცვლილების დადასტურებისას სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის თავისუფალი ადგილების გაანგარიშებას უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში 2024 წლის 15 ივლისის მდგომარეობით ასახულ მონაცემებზე დაყრდნობით და აწვდის ინფორმაციას ცენტრს 2 სამუშაო დღის ვადაში;
დ) ცენტრი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი ცვლილების სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დადასტურებიდან, ხოლო ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ა.გ“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებული ცვლილების მოთხოვნის შემთხვევაში – ცენტრში განცხადების წარმოდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, ასახავს შესაბამის ინფორმაციას სპეციალურ ელექტრონულ ბაზაში.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.07.2024.
- როდის იქნა მიღებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.07.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №117/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430010000.22.022.018535.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.07.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №117/ნ, 05.07.2024, სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.018535 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.07.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6218509/