„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№07/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430010000.22.022.017631
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №07/ნ

2019 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 210211, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“:

ა) მე-6 მუხლის 41 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4​1.   დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის და ფარმაციის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით, უნდა დააწესოს გამოცდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანში ან/და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფიდან, ხოლო ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით, უნდა დააწესოს გამოცდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანში ან/და „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფიდან.“;

ბ) მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 33-ე და 34-ე პუნქტები:

„33. 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტთა მიღების გამოცხადებისა და ამ პროგრამაზე აბიტურიენტების დარეგისტრირების მიზნით:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2018 წლის 15  დეკემბრამდე წარდგენილ ანკეტაში მითითებულ ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის დაწესებული საგნის/საგნების ნაწილში და აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის დააწესოს გამოცდა/გამოცდები ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანში ან/და „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფიდან;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ, თუ აღნიშნულით არ იცვლება ანკეტაში მითითებული, შესაბამის პროგრამაზე მისაღები აბიტურიენტების ადგილების რაოდენობა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ცვლილების თაობაზე ცენტრს წერილობით მიმართავს არაუგვიანეს 2019 წლის 5 თებერვლისა;

გ) ცენტრი ვალდებულია ამ პუნქტით გათვალისწინებული, კომპიუტერულად დამუშავებული ინფორმაცია, ასახოს ელექტრონულ ბაზაში და განათავსოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.

34. 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, აბიტურიენტთა მიღების გამოცხადებისა და აბიტურიენტების დარეგისტრირების მიზნით:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2018 წლის 15  დეკემბრამდე წარდგენილ ანკეტაში, ამავე ანკეტაში მითითებული ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილში და აღნიშნულ პროგრამაზე აბიტურიენტთა მიღება გამოაცხადოს სხვა აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამასთან/პროგრამებთან გაერთიანებულად, ერთიანი მიღების ფარგლებში;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია შეცვალოს ჩარიცხვისთვის დაწესებული საგანი/საგნები და გაერთიანებულ აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისთვის დააწესოს გამოცდა/გამოცდები მხოლოდ ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანში ან/და „ბ“ ან/და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგნობრივი ჯგუფიდან;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ, თუ აღნიშნულით არ იზრდება ანკეტაში მითითებული, გაერთიანებულ პროგრამებზე მისაღები აბიტურიენტების ადგილების ჯამი;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების თაობაზე ცენტრს წერილობით მიმართოს არაუგვიანეს 2019 წლის 5 თებერვლისა, ხოლო ცენტრი ვალდებულია აღნიშნული, კომპიუტერულად დამუშავებული ინფორმაცია, ასახოს ელექტრონულ ბაზაში და განათავსოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ბატიაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.02.2019.
როდის იქნა მიღებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.02.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №07/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430010000.22.022.017631.
რამდენი მუხლისგან შედგება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.02.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №07/ნ, 01.02.2019, სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017631 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.02.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4468727/