„პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№16/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430030000.22.022.017270
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №16/ნ

2017 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 05/09/2016; ს/კ: 430030000.22.022.017184) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2016 და სპეციალური პროგრამის შექმნამდე ყოველ მომდევნო წელს აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგენს სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა);

ბ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 7 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორეს;

გ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ანკეტის ფორმას, რომელიც განთავსდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე და რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

გ.ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების:

გ.ა.ა) სამართლებრივი ფორმა და სრული სახელწოდება;

გ.ა.ბ) იურიდიული მისამართი და პროგრამის განხორციელების ადგილი;

გ.ა.გ) ტელეფონი (ფაქსი) და ელექტრონული ფოსტის მისამართი;

გ.ა.დ) ხელმძღვანელი პირ(ებ)ის ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონების მითითებით;

გ.ბ)  მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება, მიზანი და სწავლის შედეგი;

გ.გ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა კრედიტებში;

გ.დ) ინფორმაცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დამტკიცების შესახებ;

გ.ე) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ადგილების ჯამური რაოდენობა და ადგილების რაოდენობა საგნის გამოცდის ჩატარების წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული თითოეული საგნის მიხედვით ცალ-ცალკე;

გ.ვ) სწავლის საფასური;

გ.ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული საგნის გამოცდა;

გ.თ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა;

გ.ი) სწავლების ენა საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით;

გ.კ) აპლიკანტისათვის განსაზღვრული სპეციალური პირობები;

გ.ლ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია;

დ) საგნის გამოცდის ჩატარების წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული თითოეული საგნის მიხედვით განსაზღვრული ადგილების შეუვსებლობის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  უფლებამოსილია შეცვალოს საგნის გამოცდის ჩატარების წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული თითოეული საგნის მიხედვით განსაზღვრული ადგილების რაოდენობა, ისე რომ არ შეიცვალოს ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ადგილების ჯამური რაოდენობა;

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შესაბამის წელს ვერ ჩარიცხავს აპლიკანტებს, თუ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში არ წარადგენს ანკეტას;

ვ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ანკეტას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე;

ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 14 ოქტომბრის ჩათვლით წარადგენს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამის ინფორმაციას ჩარიცხული პირების შესახებ ელექტრონული ფორმით.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.02.2017.
როდის იქნა მიღებული „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 02.02.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №16/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430030000.22.022.017270.
რამდენი მუხლისგან შედგება „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.02.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №16/ნ, 02.02.2017, სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017270 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.02.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3566567/