„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №42 |
|
2016 წლის 11 ნოემბერი ქ. გორი |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/08/2014, 010250040.35.148.016198) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 31-ე მუხლის ამოღებულ იქნეს. ბ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებს და მის თავმჯდომარეს, სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საკრებულო. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფში მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შეყვანილი უნდა იქნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში. დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრად სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით, სათაბირო ხმის უფლებით შეიძლება დროებითი სამუშაო ჯგუფის სრული შემადგენლობის 20%-ის ოდენობით სხვა პირთა მოწვევაც.“. გ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 51-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადებით“; დ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 81-ე მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ)“ ქვეპუნქტი: „გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია – საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება.“; ე) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 94-ე მუხლი ამოღებულ იქნეს; ვ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის XVI თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1181 – 11811 მუხლები: „მუხლი 1181. მუნიციპალიტეტის ორგანოების ვალდებულებები და უფლებამოსილებები დასახლების საერთო კრებასთან მიმართებაში 1. მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საერთო კრების უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების განხილვისათვის აუცილებელი პროექტებისა და ინფორმაციის წარდგენა საერთო კრებისთვის, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „გორის მუნიციპალიტეტის – თვითმმართველი თემის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე“ საკრებულოს 2015 წლის 8 იანვრის №3 დადგენილებით და მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად. 2. მუნიციპალიტეტის ორგანოები და თანამდებობის პირები, უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებული არიან: ა) განიხილონ საერთო კრების გადაწყვეტილება და განხილვის შედეგების შესახებ დასაბუთებული პასუხი გონივრულ ვადებში აცნობონ საერთო კრების წარმართვაზე (თავმჯდომარეობაზე) უფლებამოსილ პირს; ბ) დასახლების საერთო კრებას დამტკიცებამდე ორი კვირით ადრე მაინც გადაუგზავნონ ინფორმაცია დასახლების ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტების და მუნიციპალური პროგრამების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, დასახლებათა საზღვრების ცვლილების თაობაზე; გ) უზრუნველყონ დასახლებათა საერთო კრების ჩატარების ორგანიზაციული, მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა; დ) საერთო კრების მიერ შეთავაზებული საკითხის განხილვამდე 3 სამუშაო დღით ადრე მაინც, უზრუნველყონ შესაბამისი დასახლების რჩეულის წინასწარი ინფორმირება, იმ შემთხვევაში, თუკი საერთო კრებას ჰყავს რჩეული. მუხლი 1182. დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცება; ბ) მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ დასახლების საერთო კრების მოწვევის პროცედურის განსაზღვრა; გ) საერთო კრების მიერ წარდგენილი პეტიციის განხილვა. მუხლი 1183 . პეტიციის ცნება 1. პეტიცია წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა წერილობით ან ელექტრონულ მიმართვას. 2. პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილ იქნეს: ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი; ბ) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები; გ) მუნიციპალიტეტისთვის ან/და დასახლებისთვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა. 3. პეტიცია იწერება და შეიტანება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე. მუხლი 1184. პეტიციის წარდგენის უფლება პეტიციის წარდგენის უფლება აქვთ შემდეგ სუბიექტებს: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს. ბ) დასახლების საერთო კრებას (შემდგომში – საერთო კრება). მუხლი 1185 . პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეკვიზიტები 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მიერ წარდგენილი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) შესაბამის განცხადების ტექსტს; ბ) პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების (არაუმეტეს 3 პირისა) სახელს, გვარს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს; გ) პეტიციის წარდგენის თარიღს; დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, ამ თავის 1183 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ე) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს, ამ თავის 1183 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ვ) კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას, ამ თავის 1183 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 2. ამ თავის 1184 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიას, რომელიც უნდა შეიცავდეს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირად ნომერს, რეგისტრაციის ადგილს და ხელმოწერას. 3. საერთო კრების მიერ წარდგენილი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) შესაბამისი განცხადების ტექსტს; ბ) პეტიციის წარდგენის თარიღს; გ) დასახლების საერთო კრების რჩეულის (შემდგომში – რჩეულის) ან საერთო კრების უფლებამოსილი პირის ხელმოწერას; დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, ამ თავის 1183 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ე) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს, ამ თავის 1183 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ვ) კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას, ამ თავის 1183-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მუხლი 1186. პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარდგენის პროცედურა 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლები ან საერთო კრების უფლებამოსილი პირი, ამ რეგლამენტით განსაზღვრულ საკითხებზე, პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადებას თანდართულ მასალებთან ერთად წარადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოში. პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადებას არეგისტრირებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. 2. ამ თავის 1184 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარდგენისას: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი პეტიციის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში პეტიციის წარმდგენ სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს გადასცემს პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობას. რეგისტრაციაში გატარებაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ თავით დადგენილი მოთხოვნები ან/და პეტიციით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტს გადასცემს მხარდამჭერთა სიის ბლანკებს, რომელიც უნდა შეიცავდეს მხარდამჭერის სახელის და გვარის, დაბადების თარიღის (რიცხვი, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომრის, რეგისტრაციის ადგილის, ხელმოწერის თარიღს და ხელმოწერას; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ გაცემულ თითოეულ ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის (მომხსენებლის/მომხსენებლების) სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი, რეგისტრაციის ადგილი (პირადობის მოწმობის მიხედვით), ხელმოწერით დადასტურების თარიღი და ხელმოწერა და შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ გაცემული ბლანკი დამოწმებული უნდა იყოს აპარატის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ და თითოეულ ბლანკზე შესაძლებელია არაუმეტეს 50 ხელმოწერის განხორციელება; ე) პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტი ვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაცემული რეგისტრაციის მოწმობის და შესაბამისი ბლანკების გადაცემიდან 45 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების ამ თავის 1184 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობის ხელმოწერათა შეგროვება და მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა; ვ) პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოში შესაბამისი ოდენობის ხელმოწერათა წარდგენის შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი რეგისტრაციაში ატარებს პეტიციას და 7 კალენდარული დღის ვადაში, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, ამოწმებს წარდგენილი სიის 20%-ის ნამდვილობას; ზ) ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ: ზ.ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი; ზ.ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ზ.გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომრები); ზ.დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა ამ კანონით განსაზღვრულ ამომრჩეველთა სიის შედგენის ვადას; ზ.ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა; ზ.ვ) ამომრჩეველთა სიაში შეყვანილია სხვა დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი; ზ.ზ) ხელმომწერი პირი წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით; ზ.თ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ზ.ი) ხელმოწერა შესრულებულია იმ ფურცელზე, რომელიც არ შეესაბამება ამომრჩეველთა სიის დადგენილ და დამოწმებულ ფორმას; თ) თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა აღმოჩნდა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, ან შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა 10%-ზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება საინიციატივო ჯგუფს და ეძლევა 10 კალენდარული დღის ვადა ხარვეზის შესავსებად; ი) ამ მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამომრჩეველთა სიის შესწორებულ ნაწილს კვლავ ამოწმებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ზემოაღნიშნული წესით, 5 კალენდარული დღის ვადაში. თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სია მთლიანად ბათილდება და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმება პეტიციის წარდგენის შესახებ განცხადების რეგისტრაციაზე. 3. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს უფლება აქვს/აქვთ რეგისტრაციაში გატარებაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უარი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გაასაჩივროს/გაასაჩივრონ სასამართლოში. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება 1184 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ შემთხვევაში და საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი მხოლოდ საერთო კრების ოქმის ნამდვილობას ამოწმებს. მუხლი 1187. პეტიციის გამოქვეყნება 1. საკრებულოს აპარატი უზურუნველყოფს პეტიციის გამოქვეყნებას პროაქტიულად, როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდური ფორმით, მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში. 2. პეტიცია ქვეყნდება ბეჭდური ფორმით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გამოყოფილ განცხადებების დაფაზე და დასახლებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ელექტრონული ფორმით პეტიცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით ან/და მის მართვაში არსებულ სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 1188. პეტიციის განხილვისთვის მომზადება 1. ამ თავის 1183 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პეტიციას მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღებისათვის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. ამ თავის 1183 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პეტიციის წარდგენის შემთხვევაში, საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, პეტიცია შესასწავლად გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით, ან აღნიშნული პეტიცია უფლებამოსილების შესაბამისად, განსახილველად ეგზავნება მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუხლი 1189. პეტიციის განხილვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისია ან სამუშაო ჯგუფი პეტიციას ამ თავის 1185 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით მიღებიდან 15 დღის ვადაში განიხილავს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) პეტიციის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის პროექტის მომზადების მიზანშეწონილად მიჩნევის თაობაზე; ბ) ამ თავის 1183 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიციის შესწავლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომისთვის განსახილველად წარდგენის თაობაზე; გ) პეტიციის განხილვის მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე. 2. მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის პეტიციის გაგზავნის შემთხვევაში, საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის გამგებელს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა. 3. ამ თავის 1188 მუხლის და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა ეცნობოს პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტს. 4. პეტიციის ინიციატორებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომების გამართვის თარიღი, დრო და მდებარეობა 1 კვირით ადრე მაინც უნდა ეცნობოთ. მუხლი 11810. პეტიციის განხილვა 1. ამ თავის 1189 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, 1 თვის ვადაში, საკრებულოს სხდომას განსახილველად წარედგინება შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელსაც საკრებულო განიხილავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. ამ თავის 1189 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში მზადდება პეტიციის შესახებ დასკვნა და პეტიცია დასკვნასთან ერთად განსახილველად წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას. საკრებულო პეტიციასთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს 1 თვის ვადაში. 3. ამ თავის 1189 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რასაც იგი ცნობად იღებს ან არ ეთანხმება შესაბამისი კომისიის/სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას და იღებს განსხვავებულ გადაწყვეტილებას. 4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვადები მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს. 5. მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია განიხილოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ, უფლებამოსილების შესაბამისად, გადაგზავნილი პეტიცია და განხილვის შედეგების შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და პეტიციის წარმდგენ სუბიექტს, პეტიციის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში. ეს ვადა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს თანხმობით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს. 6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაზე პეტიციას წარადგენს/წარადგენენ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს/საკრებულოს კომისიის/სამუშაო ჯგუფის სხდომაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს/მონაწილეობენ პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელი/მომხსენებლები, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 87-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის გამგებელს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა. მუხლი 11811. პეტიციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება 1. პეტიციის განხილვის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამის გადაწყვეტილებას მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს პეტიციის განხილვასთან დაკავშირებულ განცხადების წარმდგენ სუბიექტს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. თუ პეტიცია საერთო კრების მიერ არის წარდგენილი, პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების შესაბამისმა მოსამსახურეებმა საერთო კრებას უნდა წარუდგინონ უშუალოდ – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში ან/და უნდა წარუდგინონ საერთო კრების რჩეულს – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.“ ზ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 119-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. თ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის თავი XVII1: „თავი XVII1 დასახლების შექმნისა და გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებისა და შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის წესები“. ი) დადგენილებით დამტკიცებული დებულების დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის XVII1 თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1361 – 1367 მუხლები: „მუხლი 1361 . რეგულირების სფერო და დასახლების კატეგორიები 1. დასახლების შექმნის/გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის წესები განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასახლების შექმნის/გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის პირობებსა და პროცედურას. 2. დასახლების შექმნა/გაუქმება ან მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლა, რაც იწვევს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლას, მუნიციპალიტეტის შექმნას/გაუქმებას, ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით. 3. დასახლების კატეგორიებს წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასახლებები – სოფელი, დაბა, ქალაქი. მუხლი 1362. დასახლების შექმნის/გაუქმების, დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის ინიციატორი სუბიექტები 1. დასახლების შექმნის/გაუქმების, დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ საქართველოს მთავრობისათვის მიმართვის უფლება აქვს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკუთარი ან მუნიციპალიტეტის ინიციატივით. 2. დასახლების შექმნის/გაუქმების, დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ საქართველოს მოქალაქეების წინადადება, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის ინიციატივის შემუშავების მიზნით, წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს. მუხლი 1363 . დასახლების შექმნის/გაუქმების საფუძვლები 1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასახლების შექმნის საფუძველია: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე 2 ან მეტი ურთიერთმოსაზღვრე დასახლების გაერთიანება; ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე დასახლების 2 ან მეტ დასახლებად გაყოფა; გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე დასახლების შექმნისა და შესაბამისი კატეგორიის მინიჭების შესახებ ინიციატივა. 2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასახლების გაუქმების საფუძველია: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე 2 ან მეტი ურთიერთმოსაზღვრე დასახლების გაერთიანება; ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე დასახლების 2 ან მეტ დასახლებად გაყოფა; გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე დასახლების გაუქმების შესახებ ინიციატივა; დ) სამინისტროს საკუთარი ან მუნიციპალიტეტის ინიციატივა იმ დასახლების გაუქმების თაობაზე, რომელშიც საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის #307 დადგენილების „დასახლების შექმნისა და გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებისა და შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის წესები“ ამოქმედებიდან 4 წელი არავინ არ არის რეგისტრირებული; ე) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევა. 3. საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრის იმგვარი ცვლილება, რომლის შედეგადაც მუნიციპალიტეტის დასახლება სრულად ექცევა თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში, იწვევს შესაბამისი დასახლების გაუქმებას. აღნიშნულ შემთხვევაზე არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის #307 დადგენილებით „დასახლების შექმნისა და გაუქმების, დასახლებისთვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებისა და შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის წესები“ დადგენილი დასახლების გაუქმების პროცედურა. მუხლი 1364 . დასახლების შექმნის/გაუქმების წესი 1. დასახლების შექმნის/გაუქმების თაობაზე წინადადების მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენის უფლება აქვს: ა) არანაკლებ საქართველოს 5 მოქალაქეს; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს; გ) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 1363 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასახლების საერთო კრებას; დ) მუნიციპალიტეტის გამგებელს; ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილ სხვა სუბიექტს. 2. დასახლების შექმნის/გაუქმების თაობაზე წინადადებას უნდა დაერთოს: ა) დასახლების შექმნის/გაუქმების მოტივაცია და დასაბუთება; ბ) ახალი დასახლებ(ებ)ის სავარაუდო სახელწოდება; გ) დასახლებ(ებ)ის სავარაუდო კატეგორიის შესახებ წინადადება და შესაბამისი დასაბუთება, კატეგორიის საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისობის თაობაზე; დ) დასახლების შექმნის შემთხვევაში, არანაკლებ საქართველოს 5 მოქალაქის თანხმობა იმის შესახებ, რომ გამოხატავენ თანხმობას, დასახლებაში რეგისტრაციის თაობაზე; ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასახლების საერთო კრების ოქმი; ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სხვა დამატებითი ინფორმაცია. 3. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 1363 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია წინადადების განხილვამდე, შესაბამის დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციის გამართვის მიზნით, საკითხი გადაუგზავნოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამის დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციების გამართვას უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-6-მე-8 პუნქტების შესაბამისად ან/და იწვევს დასახლების/დასახლებების საერთო კრებას. თუ საკითხი ინიციირებულია დასახლების საერთო კრების მიერ, კონსულტაცია იმართება მხოლოდ იმ დასახლებაში/დასახლებებში, რომელსაც/რომელთაც შექმნა/გაუქმება ეხება. მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსულტაციის შედეგებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნტის შემთხვევაში, გამგებლის წინადადებას თან ერთვის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-6- მე-8 პუნქტების შესაბამისად, დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტაცია ან/და შესაბამისი დასახლების/დასახლებების საერთო კრების ოქმი. 6. მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, იხილავს ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ წინადადებას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) წინადადების მოწონების შესახებ; ბ) წინადადების მოწონებაზე უარის თქმის შესახებ. 7. მუნიციპალიტეტის საკრებულო ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შექმნილი დასახლებ(ებ)ის სახელდების თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასკვნის მიღების მიზნით, მიმართავს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას (შემდგომში – სამთავრობო კომისია). 8. მუნიციპალიტეტი, საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად, სამთავრობო კომისიისგან მიღებულ ამ მუხლის მე-7 პუნქტში განსაზღვრულ დასკვნას და დასახლებ(ებ)ის შექმნის/გაუქმების თაობაზე შესაბამის შუამდგომლობას წარუდგენს სამინისტროს. 9. სამინისტროსთვის წარსადგენ შუამდგომლობას უნდა დაერთოს: ა) დასახლებ(ებ)ის შექმნის/გაუქმების საჭიროების მოტივაცია და დასაბუთება; ბ) არანაკლებ საქართველოს 5 მოქალაქის წერილობითი თანხმობა იმის შესახებ, რომ დასახლებ(ებ)ის შექმნის შემთხვევაში გამოხატავენ თანხმობას დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრაციის თაობაზე; გ) შესაქმნელი დასახლებ(ებ)ის სახელი, ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა. რუკაზე წერტილებითა და ე.წ. პოლიგონით უნდა იყოს აღწერილი დასახლებ(ებ)ის ფორმა და გავრცელების არეალი. საზღვრების გარდატეხის წერტილები, რომელთაც უნდა უნდა ახლდეს X, Y კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ოქმი; ე) დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 1363 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტების შესაბამისად მოქალაქეებთან კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტაცია. 10. სამინისტრო მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობასა და ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 11. სამინისტრო ამოწმებს მხოლოდ ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების სისრულეს. 12. ამ მუხლის მე-10 პუნქტში განსაზღვრული დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი. 13. დასახლებ(ებ)ის შექმნის/გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება, დასახლებ(ებ)ის სახელწოდებისა და კოორდინატების მითითებით, მიიღება საქართველოს მთავრობის მიერ, განკარგულების სახით. მუხლი 1365 . დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭება/შეცვლა 1. დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის წინადადების მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენის უფლება აქვთ: ა) დასახლებაში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა არანაკლებ 20 პროცენტს; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს; გ) დასახლების საერთო კრებას; დ) მუნიციპალიტეტის გამგებელს; ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილ სხვა სუბიექტს. 2. დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის თაობაზე წინადადებას უნდა დაერთოს: ა) დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის მოტივაცია და დასაბუთება, კატეგორიის საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისობის თაობაზე; ბ) დასახლების სახელწოდება; გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასახლების საერთო კრების ოქმი; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სხვა ინფორმაცია. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია წინადადების განხილვამდე, შესაბამის დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციის გამართვის მიზნით, საკითხი გადაუგზავნოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამის დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციების გამართვას უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-6-მე-8 პუნქტების შესაბამისად, ან/და იწვევს დასახლების/დასახლებების საერთო კრებას. თუ საკითხი ინიციირებულია დასახლების საერთო კრების მიერ, კონსულტაცია არ იმართება. მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსულტაციის შედეგებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უგზავნის თხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 45 დღისა. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, გამგებლის წინადადებას თან ერთვის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-6- მე-8 პუნქტების შესაბამისად დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტაცია ან/და შესაბამისი დასახლების/დასახლებების საერთო კრების ოქმი. 6. მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, იხილავს ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულ წინადადებას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) წინადადების მოწონების შესახებ; ბ) წინადადების მოწონებაზე უარის თქმის შესახებ. 7. მუნიციპალიტეტი, საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად, დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის შუამდგომლობას წარუდგენს სამინისტროს. 8. სამინისტროსთვის წარსადგენ შუამდგომლობას უნდა დაერთოს: ა) დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის საჭიროების მოტივაცია და დასაბუთება, კატეგორიის საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისობის თაობაზე; ბ) ინფორმაცია იმ დასახლებაში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობის შესახებ, რომლის კატეგორიის მინიჭებაც/შეცვლაც უნდა განხორციელდეს; გ) იმ დასახლების სახელი, რომლის კატეგორიის მინიჭებაც/შეცვლაც უნდა განხორციელდეს, ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა; რუკაზე წერტილებით და ე.წ. პოლიგონით უნდა იყოს აღწერილი დასახლების ფორმა და გავრცელების არეალი. საზღვრების გარდატეხის წერტილები, რომელთაც უნდა ახლდეს X, Y კოორდინატები, WGS-84 კოორდინატთა სისტემაში; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ოქმი; ე) ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტების შესაბამისად, იმ დასახლებაში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციების ამსახველი დოკუმენტაცია, რომლის კატეგორიის მინიჭებაც/შეცვლაც უნდა განხორციელდეს. 9. სამინისტრო მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობასა და ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 10. სამინისტრო ამოწმებს მხოლოდ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების სისრულეს. 11. ამ მუხლის მე-9 პუნქტში განსაზღვრული დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი. 12. დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს მთავრობის მიერ, განკარგულების სახით. მუხლი 1366 . დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლა 1. დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლა მოიცავს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასახლების დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილებას, ხოლო თუ ადმინისტრაციული საზღვარი დადგენილი არ არის, აგრეთვე, მის დადგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დასახლების ადმინისტრაციული საზღვარი იმავდროულად არის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვარი. 2. დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის თაობაზე წინადადების მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენის უფლება აქვთ: ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა არანაკლებ 50-კაციან საინიციატივო ჯგუფს; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს; გ) დასახლების საერთო კრებას; დ) მუნიციპალიტეტის გამგებელს; ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილ სხვა სუბიექტს. 3. დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის თაობაზე წინადადებას უნდა დაერთოს: ა) დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის მოტივაცია და დასაბუთება; ბ) დასახლების სახელწოდება; გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დასახლების საერთო კრების ოქმი; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი სხვა ინფორმაცია. 4. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია წინადადების განხილვამდე, შესაბამის დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციის გამართვის მიზნით, საკითხი გადაუგზავნოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამის დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციების გამართვას უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-6-მე-8 პუნქტების შესაბამისად ან/და იწვევს დასახლების/დასახლებების საერთო კრებას. თუ საკითხი ინიციირებულია დასახლების საერთო კრების მიერ, კონსულტაცია იმართება მხოლოდ იმ დასახლებაში/დასახლებებში, რომელსაც/რომელთაც საზღვრის ცვლილება ეხება. მუნიციპალიტეტის გამგებელი კონსულტაციის ამსახველ დოკუმენტაციას მუნიციპალიტეტის საკრებულოს უგზავნის თხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 45 დღისა. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნტის შემთხვევაში, გამგებლის წინადადებას თან ერთვის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-6 – მე-8 პუნქტების შესაბამისად, დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტაცია ან/და შესაბამისი დასახლების/დასახლებების საერთო კრების ოქმი. 7. მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, იხილავს ამ მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრულ წინადადებას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) წინადადების მოწონების შესახებ; ბ) წინადადების მოწონებაზე უარის თქმის შესახებ. 8. მუნიციპალიტეტი, საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენად, შესაბამის შუამდგომლობას წარუდგენს სამინისტროს. 9. სამინისტროსთვის წარსადგენ შუამდგომლობას უნდა დაერთოს: ა) დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის საჭიროების მოტივაცია და დასაბუთება; ბ) იმ დასახლებაში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა, რომლის ადმინისტრაციული საზღვრებიც უნდა შეიცვალოს; გ) დასახლების სახელი, ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა. რუკაზე წერტილებით და ე.წ. პოლიგონით უნდა იყოს აღწერილი დასახლების ფორმა და გავრცელების არეალი. საზღვრების გარდატეხის წერტილები, რომელთაც უნდა ახლდეს X, Y კოორდინატები, WGS-84 კოორდინატთა სისტემაში; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის ოქმი; ე) ამ მუხლის მე-4 – მე-6 პუნქტების შესაბამისად, იმ დასახლებაში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციების ამსახველი დოკუმენტაცია, რომლის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლაც უნდა განხორციელდეს. 10. სამინისტრო მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუამდგომლობასა და ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 11. სამინისტრო ამოწმებს მხოლოდ ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების სისრულეს. 12. ამ მუხლის მე-10 პუნქტში განსაზღვრული დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი. 13. დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს მთავრობის მიერ, განკარგულების სახით. 14. თუ დასახლების შესაცვლელი ადმინისტრაციული საზღვარი ამავე დროს არის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვარი, დასახლების ადმინისტრაციული საზღვარი დადგინდება/იცვლება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული წესით. მუხლი 1367. სამინისტროს ინიციატივა დასახლების შექმნის/გაუქმების, დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ და ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება 1. სამინისტრო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით მიმართოს საქართველოს მთავრობას დასახლების შექმნის/გაუქმების, დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ (შემდგომში – ინიციატივა). 2. სამინისტროს მიერ საქართველოს მთავრობისათვის წარდგენილ ინიციატივას თან უნდა დაერთოს: ა) დასახლებ(ებ)ის შექმნის/გაუქმების, დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭების/შეცვლის, დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის საჭიროების მოტივაცია და დასაბუთება; ბ) ინფორმაცია იმ დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობის შესახებ, რომლის გაუქმება, კატეგორიის მინიჭება/შეცვლა ან ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლა უნდა განხორციელდეს; გ) დასახლებ(ებ)ის შექმნის შემთხვევაში, არანაკლებ 5 საქართველოს მოქალაქის წერილობითი განცხადება, რომლითაც ისინი გამოხატავენ თანხმობას, დასახლებ(ებ)ის შექმნის შემთხვევაში მასში რეგისტრაციის თაობაზე; დ) იმ დასახლებ(ებ)ის სახელი, რომლის/რომელთა შექმნა/გაუქმება, კატეგორიის მინიჭება/შეცვლა, ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლაც უნდა განხორციელდეს, ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა; რუკაზე წერტილებით და ე.წ. პოლიგონით უნდა იყოს აღწერილი დასახლების ფორმა და გავრცელების არეალი; საზღვრების გარდატეხის წერტილები, რომელთაც უნდა ახლდეს X, Y კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში; ე) მუნიციპალიტეტთან კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტაცია. 3. მუნიციპალიტეტთან კონსულტაცია ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და იმ დასახლებაში/დასახლებებში რეგისტრირებულ მოქალაქეებთან კონსულტაციების ფორმით, რომლის/რომელთა შექმნა/გაუქმება, კატეგორიის მინიჭება/შეცვლა და ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლა უნდა განხორციელდეს. 4. სამინისტრო მოქალაქეებთან კონსულტაციის გამართვის მიზნით, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრულ დოკუმენტაციას უგზავნის შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია მოიწვიოს დასახლების საერთო კრება ან/და მოქალაქეებთან კონსულტაცია გამართოს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-6-მე-8 პუნქტების შესაბამისად. 6. მუნიციპალიტეტის გამგებელი, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მოქალაქეებთან კონსულტაციის ამსახველ დოკუმენტაციას სამინისტროს მიმართვიდან 45 დღის ვადაში უგზავნის სამინისტროს. აღნიშნულ ვადაში მუნიციპალიტეტის გამგებლის პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დასახლების/დასახლებების მოსახლეობასთან კონსულტაციას სამინისტრო მართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-6- მე-8 პუნქტების შესაბამისად. 7. სამინისტრო მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან კონსულტაციის გამართვის მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უგზავნის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრულ დოკუმენტაციას. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია საკრებულოს სხდომაზე განიხილოს აღნიშნული დოკუმენტაცია და სამინისტროს თავისი მოსაზრება წერილობით წარუდგინოს დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 45 დღისა. აღნიშნულ ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, კონსულტაცია გამართულად ითვლება. 8. დასახლებ(ებ)ის შექმნის შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სამთავრობო კომისიის დასკვნა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შექმნილი დასახლებ(ებ)ის სახელდების თაობაზე. 9. საქართველოს მთავრობის მიერ ინიციატივაზე გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 1364 მუხლის მე-5 მუხლის მე-13 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-12 პუნქტისა და მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად. 10. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 1364 მუხლის მე-13 პუნქტით, დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 1365 მუხლის მე-12 პუნქტით, დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 1366 მუხლის მე-13 პუნქტითა და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 1367 მუხლის მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილებები, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს – საქსტატს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“. |
| მუხლი 2 |
ეთხოვოს მუნიციპალიტეტის გამგებელს პეტიციის მხარდამჭერთა სიის ბლანკის ფორმის დამტკიცება.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|