„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.11.2023 ბოლო ცვლილება 29.12.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№43
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.105.016699
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/11/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43

2023 წლის 3 ნოემბერი 

ქ.ზუგდიდი

 

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილების დანართში (www.matsne.gov.ge, 20/11/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35105.016353) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს წევრი უფლებამოსილია შეუფერხებლად შეხვდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს. ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა თანამდებობის პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს საკრებულოს წევრი. ამ პუნქტის შესაბამისად გამართული შეხვედრების თაობაზე ინფორმაციას საკრებულოს წევრი ასახავს წლიურ ანგარიშში.“;

ბ) მე-5 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი V

საკრებულოს კომისიები“

გ) 25-მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ამ რეგლამენტის 331 მუხლის შესაბამისად აკონტროლებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;“;

დ) 25-მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) 26-მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ამ რეგლამენტის 33მუხლის შესაბამისად აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;“;

ვ) 28-მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე საკრებულოს მიერ კომისიის შემადგენლობის დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში.“;

ზ) 28-მუხლის მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

„10. საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების თარიღის, სხდომების განრიგის, დღის წესრიგის თაობაზე ინფორმაცია და განსახილველი მასალები, როგორც წესი, საკრებულოს წევრებს ეგზავნებათ სხდომამდე არაუგვიანეს 3 დღისა. საკრებულოში ამ ვადის დარღვევით შემოტანილი საკითხი გადაეცემა საკრებულოს მომდევნო სხდომას.“;

თ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 331 – 335 მუხლები:

მუხლი 331. კონტროლი მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე

1. კომისია აკონტროლებს მისი დარგობრივი სფეროსთვის მიკუთვნებული საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული და ინდივიდუალური აქტების, აგრეთვე კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების მდგომარეობას.

2. საკრებულოს და კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა კონტროლის მიზანია მერიის სამართლებრივი აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება, მათი შესრულების მდგომარეობის და ეფექტიანობის შესწავლა და გაანალიზება, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების, სამართლებრივი აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების იდენტიფიცირება, აგრეთვე მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებების განხილვა.

3. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების, აგრეთვე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლის მიზნით, კომისია უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია და დოკუმენტები, რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწვიოს თანამდებობის პირები კომისიის სხდომაზე.

4. კომისია საკუთარ სამუშაო გეგმაში მიუთითებს საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის თაობაზე, თუკი ამ აქტის მიღებიდან გასულია სულ მცირე 1 წელი მაინც.

5. კომისია საკრებულოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების, აგრეთვე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლს ახორციელებს მისი ძალაში შესვლის დღიდან.

6. კომისია მიღებული გადაწყვეტილებების (მათ შორის, სამართლებრივი აქტების) აღსრულების კონტროლის განხორციელების თაობაზე შეიმუშავებს ანგარიშს, რომელშიც მიეთითება შესაბამისი გადაწყვეტილების შინაარსი, აღმასრულებელი უწყების მოვალეობები, კონტროლის ფარგლებში განხორციელებული ქმედებები, გამოვლენილი ხარვეზები, შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები.

7. კომისიის წარდგინებით, საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტ(ებ)ის აღსრულების საკითხი.

8. საკრებულოს კომისიის მოხსენება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულების მდგომარეობის, ეფექტიანობის, მისი მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზებისა და მათ აღმოსაფხვრელად საჭირო შესწორებების შეტანის შესახებ.

9. ინფორმაციების მოსმენის შემდეგ საკრებულო აფასებს შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულების მდგომარეობას და უფლებამოსილია დააყენოს შესაბამისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი.

მუხლი 332. კონტროლი მერიის სტრუქტურული ერთეულების (სამსახურების) საქმიანობაზე

1. საკრებულოს კომისიები დარგების მიხედვით აკონტროლებენ მერიის შესაბამისი სამსახურების საქმიანობას, წელიწადში ერთხელ ისმენენ მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ, შეიმუშავებენ სათანადო რეკომენდაციებს და დასკვნებს და წარუდგენენ საკრებულოს სხდომას განსახილველად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონტროლის ფარგლებში, მერიის სამსახური ყოველი წლის 1 თებერვლამდე საკრებულოს შესაბამის კომისიას წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს.

3. ერთი სამსახურის საქმიანობის ანგარიში შესაძლოა რამოდენიმე კომისიამ გაერთიენებულ სხდომაზე განიხილოს.

4. კომისია/კომისიები მერიის შესაბამისი სამსახურის წლიურ ანგარიშს განიხილავს ანგარიშის წარდგენიდან 2 თვის ვადაში. კომისია განხილვის შედეგად სამსახურის საქმიანობას აფასებს დადებითად, დამაკმაყოფილებლად ან უარყოფითად, რის თაობაზეც იღებს დასკვნას. არსებობის შემთხვევაში, დასკვნაში აისახება კომისიის რეკომენდაციები შესაბამისი სამსახურის მიმართ.

5. კომისიის წარდგინებით, საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს მერიის შესაბამისი სამსახურის ანგარიშის მოსმენის საკითხი.

6. საკრებულო კომისიის დასკვნის წარდგენიდან უახლოეს სხდომაზე ისმენს მერიის შესაბამისი სამსახურის ანგარიშს. მოსმენის შემდეგ საკრებულო სამსახურის საქმიანობას აფასებს დადებითად, დამაკმაყოფილებლად ან უარყოფითად, რის თაობაზეც იღებს დასკვნას. არსებობის შემთხვევაში, დასკვნაში აისახება საკრებულოს რეკომენდაციები შესაბამისი სამსახურის მიმართ.

მუხლი 333. თემატური მომხსენებელი

1. საკრებულოს სამართალშემოქმედებითი, საზედამხედველო და სხვა საქმიანობის უკეთ წარმართვის, აგრეთვე საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის და საკრებულოს წევრთა შორის შრომის განაწილების მიზნით კომისიის წევრი კომისიის კომპეტენციის ფარგლებში, ამ მუხლით დადგენილი წესით არის თემატური მომხსენებელი.

2. თემატური მომხსენებლის სამუშაო სფერო/სფეროები ან მიმართულება/მიმართულებები განისაზღვრება კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად.

3. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებს, მათი ინიციატივის გათვალისწინებით, კომისიის სამუშაო გეგმის ვადით ნიშნავს თემატურ მომხსენებლებად. კომისიის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული ყოველი სამუშაო სფეროსთვის/მიმართულებისთვის პასუხისმგებელი უნდა იყოს ერთი თემატური მომხსენებელი საკრებულოს უმრავლესობაში შემავალ საკრებულოს წევრთაგან და, სურვილის შემთხვევაში, ერთი თემატური მომხსენებელი იმ ფრაქციების წევრთაგან და უფრაქციო საკრებულოს წევრთაგან, რომლებიც შედიან ოპოზიციაში. თუ საკრებულოში უმრავლესობა შექმნილი არაა, ამ პუნქტით დადგენილი წესი ვრცელდება ფრაქციებზე. ერთსა და იმავე სამუშაო სფეროში/მიმართულებაში მესამე და ყოველი მომდევნო თემატური მომხსენებლის დანიშვნა დასაშვებია კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.

4. თუ კომისიის სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ სამუშაო სფეროში/მიმართულებაში არავინ გამოთქვამს თემატურ მომხსენებლად ყოფნის სურვილს, კომისიის თავმჯდომარე თავად განსაზღვრავს თემატური მომხსენებლების ვინაობას.

5. თემატური მომხსენებლების ერთიანი სია, შესაბამისი სამუშაო სფეროს/მიმართულების მითითებით, კომისიების მიხედვით ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე.

6. თემატური მომხსენებელი ვალდებულია კომისიის კომპეტენციის ფარგლებში არსებული საკითხები (მათ შორის, სამართლებრივი აქტების პროექტები) მისთვის მიკუთვნებული სამუშაო სფეროს/მიმართულების მიხედვით გააანალიზოს და მოამზადოს მოხსენება, რომელსაც საკითხის განხილვისას წარუდგენს კომისიას.

მუხლი 334. თემატური მოკვლევა 

1. აქტუალური საკითხის შესწავლისა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადების მიზნით, საკრებულოს წევრთაგან, კომისიის ან გენდერული თანასწორობის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება დაინიშნოს თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელიც თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მთავარ მომხსენებელს.

2. კომისიის წევრი უფლებამოსილია კომისიას წარუდგინოს შემოსული განცხადებების/წერილების ანალიზის, მიმდინარე მოვლენების, საჯარო ინტერესისა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორების გათვალისწინებით მომზადებული თემატური მოკვლევის საკითხი/საკითხები. აღნიშნულ საკითხზე/საკითხებზე მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრის მიერ წარდგენილი აქტუალური საკითხიდან/საკითხებიდან გამომდინარე, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყების და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ.

4. თემატური მოკვლევის საკითხი და ინფორმაცია საკრებულოს იმ წევრთა შესახებ, რომლებმაც დაადასტურეს მოკვლევაში მათი მონაწილეობა, წარედგინება საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომას. თუ აღმოჩნდება, რომ ერთსა და იმავე საკითხზე მოკვლევის სურვილი გამოითქვა სხვადასხვა კომისიაში, საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, მოკვლევაში მონაწილე საკრებულოს წევრები შეიძლება გაერთიანდნენ.

5. მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანეს 5 დღისა თემატური მოკვლევის ჯგუფი ვალდებულია უზრუნველყოს მოკვლევის დაწყების შესახებ ინფორმაციის საკრებულოს ვებგვერდზე განთავსება. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საკითხის დასახელებასა და მოკლე აღწერას, ინფორმაციას საკითხზე მომუშავე საკრებულოს წევრის/წევრების შესახებ, აგრეთვე დაინტერესებული პირების მიერ საკუთარი მოსაზრებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის წესსა და ვადებს.

6. საკითხზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფი ადგენს საკითხის შესწავლის გეგმასა და გრაფიკს, განსაზღვრავს მის შესწავლაში მონაწილე სპეციალისტებს, ხელმძღვანელობს საკითხის შესწავლას, პასუხისმგებელია საკითხის დამუშავებისა და გადაწყვეტილების პროექტის მომზადებისთვის, სწავლობს დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, უფლება აქვს, ადმინისტრაციული ორგანოსაგან გამოითხოვოს და მიიღოს საკითხის შესასწავლად საჭირო ინფორმაცია და ახსნა-განმარტება. მოკვლევის ფარგლებში მიღებული დოკუმენტები ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე.

7. საკითხის მოკვლევის ფარგლებში სავალდებულოა გაიმართოს საკითხის მოსმენა, რომელზედაც მოწვეული იქნებიან დაინტერესებული პირები, შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და იმ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები, რომელსაც უშუალოდ ეხება საკითხი. საკითხის მოსმენის გამართვის შესახებ ინფორმაცია 1 კვირით ადრე ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე.

8. თემატური მოკვლევის ჯგუფი მოკვლევის დაწყებიდან 3 თვის ვადაში ამზადებს დასკვნას, რომელიც წარედგინება საკრებულოს ბიუროს ან შესაბამის კომისიას. ეს ვადა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული დასკვნა საკრებულოს ბიუროს წარედგინება, თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით თემატური მოკვლევის ჯგუფი სხვადასხვა კომისიის წევრებისგან შედგება ან საკითხზე მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება გენდერული თანასწორობის საბჭომ მიიღო.

10. თუ საკითხზე მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება კომისიამ მიიღო, თემატური მოკვლევის ჯგუფის დასკვნა წარედგინება კომისიას. კომისია უფლებამოსილია ეს დასკვნა წარუდგინოს საკრებულოს ბიუროს.

11. ბიურო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული საკითხი შეიტანოს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში. საკრებულოს სხდომაზე საკითხი განიხილება რეგლამენტის 59-ე მუხლით დადგენილი წესით.

12. დასკვნის საფუძველზე შესაბამისი კომისია ან საკრებულო შეიმუშავებს რეკომენდაციებს ან ახორციელებს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. კომისიის და საკრებულოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ეგზავნება შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს და ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე.

მუხლი 335. კომისიის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრება, კომისიის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენა

1. საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი (მერი, მერის მოადგილე, მერიის სამსახურის უფროსი, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი) უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს კომისიის სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომისიამ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია კომისიის სხდომას დაესწროს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე. ამასთანავე, ფრაქციას კომისიის სხდომაზე სავალდებულო წესით მოწვევის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ მას ჰყავს ამ კომისიაში წევრი. წერილობითი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს კომისიის სხდომაზე მოსაწვევ პირთან ერთად განსახილველი საკითხის/საკითხების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. კომისიის სხდომაზე მოწვეულ პირს უფლება აქვს, არ ისაუბროს იმ საკითხების გარშემო, რომლებიც ამ მუხლით დადგენილი წესით მისთვის წინასწარ არ ყოფილა ცნობილი.

3. კომისიის სხდომაზე მოწვევის შესახებ კომისიის მოთხოვნას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს ფრაქციის მიმართვიდან ან კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღისა უგზავნის კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომაზე მოწვევის შესახებ მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს კომისიის სხდომამდე არაუგვიანეს 3 დღისა. კომისია მოწვეულ პირს უსმენს ამ ვადის გასვლიდან პირველსავე სხდომაზე. ამ წესის შეცვლა შესაძლებელია მოწვევის ინიციატორსა და მოსაწვევ პირს შორის შეთანხმების შემთხვევაში.

4. კომისიის სხდომაზე სავალდებულო წესით მოწვეულ პირს სიტყვით გამოსვლისთვის ეძლევა 20 წუთი, რომელიც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მოხსენების დასრულების შემდეგ საკრებულოს წევრებს უფლება აქვთ, მოხსენების თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში. თავდაპირველად შეკითხვას სვამს მოწვევის ინიციატორი. შეკითხვების დრო სამართლიანად უნდა განაწილდეს ფრაქციებს/უფრაქციო წევრებს შორის. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირი საკრებულოს წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს.

6. საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია პერიოდულად შეისწავლის კომისიის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომისიის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის საკითხს. ამ მიზნით საკრებულოს კომისიები კალენდარული წლის ყოველი 6 თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 დღისა იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიას უგზავნიან თანამდებობის პირის მიმართვას კომისიის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნის თაობაზე და კომისიის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ მოთხოვნებს, აგრეთვე ინფორმაციას კომისიის სხდომაზე თანამდებობის პირის დასწრების/მოსმენის გამართვის თაობაზე.

7. საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია ამ მუხლის მე-6 პუნქტით კომისიებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან 15 დღეში შეისწავლის მიღებულ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას, მათ შორის, შეიმუშავებს რეკომენდაციებს. საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგებს წარუდგენს საკრებულოს ბიუროს, აგრეთვე უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებას.

10. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიმართვა კომისია სხდომაზე მოსმენის მოთხოვნის თაობაზე და კომისიის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ მოთხოვნები ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე.“;

ი) 34-მუხლი ამოღებულ იქნეს;

კ) დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:

თავი V1

საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი

მუხლი 351. დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა

1. საკრებულო დროებით სამუშაო ჯგუფს ქმნის მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლის მიზნით.

2. დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიცირების უფლება აქვს კომისიას, ფრაქციას, საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/5-ს.

3. დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ ინიციატივაში მითითებული უნდა იყოს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე, სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა და წევრთა რაოდენობა.

4. დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ, არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, საკრებულოს გადაწყვეტილებაში მიეთითება ჯგუფის შექმნის მიზანი, გამოსაკვლევ საკითხთა წრე, სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა და წევრთა რაოდენობა. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საკრებულო აცხადებს შესვენებას.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების დღესვე, საკრებულოს ბიურო სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტების მიზნით ამტკიცებს კვოტებს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დამტკიცებული კვოტების შესაბამისად ფრაქციები და უფრაქციო წევრები დროებით სამუშაო ჯგუფში წარადგენენ კანდიდატურებს. დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას, მათ შორის, თავმჯდომარეს, იმავე ან მომდევნო დღეს ამტკიცებს საკრებულო განკარგულებით.

7. დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს. სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა შეიძლება გაგრძელდეს თითო თვით. დროებით სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

8. თუ შესაბამისი მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები, დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა დაუშვებელია. საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვით ადრე ყველა დროებით სამუშაო ჯგუფს უწყდება უფლებამოსილება. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია აღნიშნულ დრომდე წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.

9. დროებითი სამუშაო ჯგუფი იქმნება მხოლოდ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და უქმდება ამ მუხლით დადგენილი წესით და შემთხვევებში.

10. საკრებულოს შეუძლია დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ, არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, მიიღოს გადაწყვეტილება დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილებისა და საკითხის შესწავლის შეწყვეტის ან დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის შეცვლის შესახებ.

11. უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დროებითი სამუშაო ჯგუფი ვალდებულია წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი ან დასკვნა განსახილველ საკითხზე. საკრებულო, უახლოეს სხდომაზე ისმენს დროებითი სამუშაო ჯგუფის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. ანგარიშის მოსმენის შემდეგ საკრებულო უწყვეტს უფლებამოსილებას დროებით სამუშაო ჯგუფს, ამასთან, საკითხის დამატებითი შესწავლის მიზნით საკრებულო უფლებამოსილია ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იმავე საკითხზე შექმნას ახალი დროებითი სამუშაო ჯგუფი.

12. დროებითი სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის გადარჩევა, დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის წარმართვის, სხდომაზე გადაწყვეტილების მიღების, დროებითი სამუშაო ჯგუფის მუშაობის, მისი საქმიანობის უზრუნველყოფისა და ოქმის შედგენის წესი განისაზღვრება საკრებულოს კომისიისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესების შესაბამისად.

13. დროებითი სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებით, ჯგუფის წევრად სათათბირო ხმით შეიძლება მოწვეულ იქნან სხვა პირები, დროებითი სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადით.“;

ლ) მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

მ) 85-მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს მერი ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი. თუ ეს პირი წარადგენს პროექტს, მერი უნდა ესწრებოდეს სხდომას. საკითხზე თანამოხსენებით გამოდის საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ან ამ კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დასკვნას.“;

ნ) 88-მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია გასცეს რეკომენდაციები, ან დააყენოს შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი.“;

ო) 109-ე – 113-მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 109. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმები

1. საკრებულო, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებაზე, მერის, მერიის სტრუქტურული ერთეულების და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობაზე, თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვასა და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. საკრებულოს და კომისიების მიერ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების ფორმებია:

ა) საკრებულოს წევრის წერილობითი და ზეპირი შეკითხვები; 

ბ) ინტერპელაცია;

გ) მერიის თანამდებობის პირებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების ანგარიშების მოსმენა;

დ) დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევა;

ე) კომისიის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრება;

ვ) თანამდებობის პირის საკრებულოს სხდომაზე გამოცხადება;

ზ) წინა წელს განხორციელებული შესყიდვების ანგარიშების მოსმენა;

თ) თემატური მომხსენებელი;

ი) თემატური მოკვლევა;

კ) ბიუჯეტის დამტკიცება, ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშების მოსმენა და ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის კონტროლი;

ლ) საკრებულოს მიღებული სამართლებრივი აქტების აღსრულებაზე კონტროლი;

მ) საკრებულოს წევრის მიერ აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირებთან შეხვედრები;

ნ) დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა;

ო) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრება;

პ) მერისთვის უნდობლობის გამოცხადება;

ჟ) მერიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების დამტკიცება.

მუხლი 110. საკრებულოს წევრის ზეპირი და წერილობითი შეკითხვები

1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს წერილობითი შეკითხვით მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერს, სხვა თანამდებობის პირს და მიიღოს პასუხი.

2. წერილობითი შეკითხვის წესით შესაბამისი თანამდებობის პირისგან მოითხოვება წერილობითი ინფორმაცია კონკრეტულად განსაზღვრული საკითხის შესახებ.

3. შესაბამისი ორგანო და თანამდებობის პირი ვალდებული არიან, 1 კვირის ვადაში უპასუხონ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის შეკითხვას.

4. კითხვის ავტორთან შეთანხმებით წერილობით შეკითხვაზე პასუხის გაცემის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 დღით.

5. წერილობითი შეკითხვის გაგზავნისას, საკრებულოს წევრი უფლებამოსილია შესაბამის წერილში დასვას როგორც კონკრეტული შეკითხვა, ისე გამოითხოვოს დოკუმენტები.

6. ზეპირი შეკითხვის დასმის უფლება საკრებულოს წევრს აქვს საკრებულოს, კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის ან გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომებზე.

7. საკრებულოს წევრის მოთხოვნის შემთხვევაში, თანამდებობის პირი ვალდებულია საკრებულოს წევრის მიერ დასმულ ზეპირ შეკითხვაზე გასცეს წერილობითი პასუხიც.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საკრებულოს წევრთან შეთანხმებით, პასუხის გაცემის ვადაა სხდომიდან არაუგვიანეს 3 დღისა.

9. ამ მუხლით გათვალისწინებული წერილობითი შეკითხვები და მიღებული პასუხები (აგრეთვე, ზეპირ შეკითხვაზე მოთხოვნილი წერილობით პასუხები) ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე, გარდა ისეთი პასუხებისა, რომლებიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. კითხვაზე პასუხის გაცემისთვის დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში გადაცილების თაობაზე აღინიშნება მისი გამოქვეყნებისას.

10. საკრებულოს წევრის ზეპირი შეკითხვები და მასზე პასუხები აისახება შესაბამისად, საკრებულოს, კომისიის, დროებითი სამუშაო ჯგუფის ან გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომის ოქმში.

11. საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია კალენდარული წლის 6 თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შეისწავლის ამ მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების (გარდა სრული წერილობითი პასუხის წარდგენის მოთხოვნისა) შესაბამისად საკრებულოს წევრის წერილობით შეკითხვაზე რეაგირების საკითხს. კომისია საკრებულოს წევრის წერილობით შეკითხვაზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საკრებულოს ბიუროს. ბიურო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი შეიტანოს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში. საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებას.

მუხლი 111. ინტერპელაცია

1. საკრებულოს ფრაქციას ან საკრებულოს წევრთა არანაკლებ 3-კაციან ჯგუფს უფლება აქვს ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს მუნიციპალიტეტის მერს, მის მოადგილეს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს.

2. ინტერპელაციის წესით დაყენებული საკითხი უნდა შეეხებოდეს მერის, მისი მოადგილის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაბამის დარგში გატარებული პოლიტიკის კონკრეტულ ან ზოგად საკითხებს.

3. ინტერპელაციის წესით დაყენებული საკითხი უნდა იყოს ზუსტად და ლაკონური ფორმით ჩამოყალიბებული. მას შეიძლება ახლდეს დასაბუთებაც.

4. ინტერპელაციის წესით დასმული წერილობითი შეკითხვა ჩაბარდება საკრებულოს აპარატს, რომელიც აღრიცხავს მას და არაუგვიანეს მე-2 დღისა უგზავნის შესაბამის ადრესატს.

5. მუნიციპალიტეტის მერი, მისი მოადგილე ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ინტერპელაციის წესით გაგზავნილ შეკითხვაზე წერილობით პასუხს საკრებულოს უგზავნის მისი მიღებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა.

6. ინტერპელაციის წესით საკითხი შეიტანება ადრესატის მიერ პასუხის წარმოდგენის შემდეგ ჩანიშნულ საკრებულოს მორიგი/რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში.

7. ინტერპელაციის წესით დაყენებულ საკითხზე ფრაქცია ან დეპუტატთა არანაკლებ 3-კაციანი ჯგუფი გამოყოფს მომხსენებელს, რომელიც წარადგენს შეკითხვას. თავდაპირველად შეკითხვის ავტორს ეძლევა 10 წუთი, ხოლო შემდეგ ადრესატს – 20 წუთი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით.

8. შეკითხვის ავტორს შესაძლებელია მიეცეს დამატებით 3 წუთი კითხვის დასაზუსტებლად, ხოლო დამაზუსტებელი კითხვის დასმის შემთხვევაში ადრესატს პასუხის გასაცემად მიეცემა არაუმეტეს 10 წუთისა.

9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურის შემდეგ იმართება დებატები. თავდაპირველად სიტყვით გამოდიან საკრებულოს უფრაქციო წევრები, შემდეგ − ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები, ხოლო ბოლოს − უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები. თითოეულ ფრაქციას გამოსვლისთვის მიეცემა არაუმეტეს 15 წუთისა, ხოლო უფრაქციო წევრებს – თითოეულს არაუმეტეს 3 წუთისა. ფრაქცია მისთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში თავად განსაზღვრავს გამომსვლელთა რაოდენობას და მათზე დროის გადანაწილების სქემას. დებატების შემდეგ ადრესატს ეძლევა 10 წუთი დასკვნითი გამოსვლისათვის.

10. ინტერპელაციის დასრულების შემდეგ, ინტერპელაციის ავტორის ინიციატივით, საკრებულო კენჭს უყრის საკითხს, გაიცეს თუ არა შესაბამისი თანამდებობის პირის მიმართ რეკომენდაციები. ამავე გადაწყვეტილებაში მიეთითება რეკომენდაციების წარდგენის ვადა.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი განკარგულების პროექტის ინიცირების უფლება აქვს რეგლამენტით განსაზღვრულ, სამართლებრივი აქტის ინიცირების უფლების მქონე სუბიექტებს. განკარგულების პროექტი განიხილება და მიიღება რეგლამენტით დადგენილი წესით.

მუხლი 112. საკრებულოს ბიუროს მიერ ანგარიშების მოსმენა

საკრებულოს ბიურო, თავისი გადაწყვეტილებით, ისმენს თვითმმართველობის თანამდებობის პირების ანგარიშებს, აძლევს მათ შეფასებებს და საჭიროების შემთხვევაში აყენებს მათი პასუხისმგებლობის საკითხს.

მუხლი 113. საკრებულოს მიერ მერის საქმიანობის ანგარიშის განხილვა

1. მერი საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.

2. მერი წლიურ ანგარიშს საკრებულოში წარადგენს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე, ხოლო საკრებულოს მორიგი არჩევნების წელს – შესაბამისი წლის 1 ოქტომბრამდე.

3. მერის ანგარიში ეგზავნება ფრაქციებსა და საკრებულოს უფრაქციო წევრებს.

4. მერის მიერ ანგარიშის წარდგენიდან არაუადრეს 7 დღისა საკრებულოს ბიუროს ანგარიში შეაქვს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში.

5. მერის ანგარიში განიხილება რეგლამენტის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

6. განხილვის შემდეგ საკრებულო იღებს განკარგულებას, რომელშიც მიუთითებს ანგარიშის დადებითად, დამაკმაყოფილებლად ან უარყოფითად შეფასების თაობაზე.

7. მერი საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს. რიგგარეშე ანგარიშის განხილვაზე ვრცელდება ამ მუხლის მე-3-მე-6 პუნქტები.“;

პ) 1131 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას ყოველკვარტალურად წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში (წერილობით). კომისია ანგარიშის წარდგენიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოფს კვარტალური ანგარიშის დამუშავებას და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს რეკომენდაციას.“;

 ჟ) 1131 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საკრებულოს კომისიის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ანგარიში განიხილება საკრებულოს სხდომაზე. საკრებულო წელიწადში ერთხელ აფასებს (დადებითი, დამაკმაყოფილებელი, უარყოფითი) კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას და საჭიროების შემთხვევაში გასცემს რეკომენდაციას. ამ ანგარიშს საკრებულო განიხილავს წარდგენიდან 3 თვის ვადაში.“;

რ) 1131 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1132 – 1135 მუხლები:

მუხლი 1132. საკრებულოს მიერ წინა წელს განხორციელებული შესყიდვების ანგარიშის განხილვა

1. მუნიციპალიტეტის მერი არაუგვიანეს თებერვლისა მუნიციპალიტეტის საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს.

2. ანგარიშს განიხილავს შესაბამისი დარგობრივი კომისია/კომისიები. კომისია განხილვის შედეგად შეიმუშავებს დასკვნას, რომელსაც წარუდგენს ბიუროს.

3. წინა წელს განხორციელებული შესყიდვების ანგარიში ბიუროს განსახილველად შეაქვს საკრებულოს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში.

4. საკრებულო ამ მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშს განიხილავს არაუგვიანეს 1 მაისისა.

5. წინა წელს განხორციელებული შესყიდვების ანგარიშის განხილვის შემდეგ საკრებულო აფასებს ანგარიშს (დადებითი, დამაკმაყოფილებელი, უარყოფითი) და უფლებამოსილია შესაბამისი ორგანოების მიმართ გასცეს რეკომენდაციები.

მუხლი 1133. თანამდებობის პირის საკრებულოს სხდომაზე გამოცხადება

1. საკრებულო კომისიის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე, სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საკრებულოს სხდომაზე იწვევს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირს. თითოეული მათგანი ვალდებულია გამოცხადდეს საკრებულოს სხდომაზე, ამ მუხლით დადგენილი წესით პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.

2. საკრებულოს სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის თაობაზე კომისიის ან ფრაქციის გადაწყვეტილება წარედგინება საკრებულოს ბიუროს, რომელსაც საკითხი შეაქვს საკრებულოს უახლოესი სხდომის დღის წესრიგში. საკრებულოს სხდომაზე შესაბამისი კომისიის ან ფრაქციის წარმომადგენელს თანამდებობის პირის მოწვევის მოთხოვნის დასაბუთებისთვის ეძლევა დრო არაუმეტეს 10 წუთისა, რის შემდეგაც საკითხს კენჭი ეყრება. საკრებულოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეგზავნება ადრესატს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი საკრებულოს წინაშე წარდგება და ისაუბრებს იმ საკითხებზე, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით განსაზღვრულ საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისთვის თანამდებობის პირს ეძლევა 30 წუთი.

5. თანამდებობის პირის მოხსენების დასრულების შემდეგ, 30 წუთის განმავლობაში საკრებულოს წევრებს უფლება აქვთ, მოხსენების თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას და მოისმინონ პასუხები. თითოეული შეკითხვის ავტორისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 30 წამით, დაზუსტების უფლების გარეშე. საკრებულოს წევრს უფლება აქვს, შეკითხვით გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირი საკრებულოს წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს.

6. თანამდებობის პირის სიტყვით გამოსვლისა და კითხვა-პასუხის შემდეგ დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით შესაძლოა გაიმართოს დებატები რეგლამენტის 59-ე მუხლის შესაბამისად. დებატების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირს ეძლევა 15 წუთი დასკვნითი გამოსვლისთვის.

7. თანამდებობის პირის მოსმენის შემდეგ საკრებულო კენჭს უყრის საკითხს, გაიცეს თუ არა შესაბამისი თანამდებობის პირის მიმართ რეკომენდაციები. ამავე გადაწყვეტილებაში მიეთითება რეკომენდაციების წარდგენის ვადა.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი განკარგულების პროექტის ინიცირების უფლება აქვს რეგლამენტის მიხედვით სამართლებრივი აქტის ინიცირების უფლების მქონე სუბიექტებს. განკარგულების პროექტი განიხილება და მიიღება რეგლამენტით დადგენილი წესით.

მუხლი 1134. დამოუკიდებელი აუდიტი

1. საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის უფლება აქვს მოითხოვოს დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევა.

2. დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევის მოთხოვნაში უნდა მიეთითოს საკითხთა ის წრე, რომელიც უნდა იქნეს შესწავლილი დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ.

3. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ მოთხოვნა წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც ვალდებულია საკრებულოს უახლოეს სხდომაზე განსახილველად შეიტანოს ეს საკითხი.

4. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ისა.

5. დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საკრებულოს ამ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს სახელმწიფო აუდიტზე გასაცემი დავალების (გასაწევი აუდიტორული მომსახურების) ზუსტი შინაარსი.

6. დამოუკიდებელ აუდიტორის შერჩევა ხდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

7. დამოუკიდებელი აუდიტორის ანგარიში და დასკვნა წარედგინება საკრებულოს, ეგზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და ქვეყნდება საჯაროდ.

8. საკრებულოს მიერ დამოუკიდებელი აუდიტორი შეიძლება მოწვეულ იქნეს არაუმეტეს წელიწადში ერთხელ.

მუხლი 1135. საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და თანამდებობის პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრება

1. თუ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, მერიის თანამდებობის პირის ან სხვა მოხელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან/და საქართველოს კანონმდებლობას, საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას მისი სასამართლოში გასაჩივრების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხის ინიციატორი შეიძლება იყოს კომისია ან ფრაქცია. ბიუროს მიერ საკითხი დასკვნისთვის გადაეცემა საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიას, თუ ეს კომისია არაა საკითხის ინიციატორი.

3. საკრებულო გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.“;

ს) 127-მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1პუნქტი:

„11. ამ მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშში საკრებულოს წევრი მიუთითებს აგრეთვე რეგლამენტით მისთვის მინიჭებული კონტროლის მექანიზმების გამოყენების თაობაზე ინფორმაციას.“;

ტ) 136-მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. გენდერული თანასწორობის საბჭო გენდერული თანასწორობის საკითხებზე მერიის საქმიანობის კონტროლის მიზნით იყენებს ამ რეგლამენტითა და საბჭოს დებულებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.“;

უ) 138-მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 138. კონტროლი საკრებულოს რეგლამენტის დაცვაზე

1. საკრებულოს რეგლამენტის დაცვაზე კონტროლს ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო საკრებულოს სხდომის დროს საკრებულოს რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვაზე – საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე.

2. რეგლამენტის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა კანონით და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ეკისრება მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებს, აგრეთვე სხვა თანამდებობის პირებს, რომლებსაც ევალებათ საკრებულოს საქმიანობაში მონაწილეობა.

3. თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი დგება შემდეგი დარღვევებისათვის:

ა) მოწვეულია საკითხის განხილვაზე და არ ცხადდება;

ბ) არღვევს საკრებულოს წევრის შეკითხვაზე პასუხის გაცემისათვის დაწესებულ პროცედურას;

გ) არ ცხადდება საკრებულოს სხდომის მიერ დანიშნულ მოსმენაზე;

დ) საკრებულოს აწვდის დამახინჯებულ ან არასწორ ინფორმაციას;

ე) არ ასრულებს საკრებულოს დადგენილებებს, განკარგულებებს და რეკომენდაციებს;

ვ) დაბრკოლებებს უქმნის საკრებულოს წევრს ამ რეგლამენტითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებათა განხორციელებაში.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ყოველ ასეთ შემთხვევაში იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია განიხილავს რეგლამენტის დარღვევის ფაქტს და საკითხს სათანადო რეაგირებისათვის გადასცემს საკრებულოს ბიუროს.“;

ფ) 138-მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1381 მუხლი:

მუხლი 1381. სხვა თანამდებობის პირებზე გამოყენებული რეაგირების ზომები

1. რეგლამენტის დარღვევისათვის საკრებულო მიმართავს რეაგირების შემდეგ ფორმებს:

ა) იღებს განკარგულებას დარღვევის გამო კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სათანადო რეაგირების ზომების მისაღებად;

ბ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს მიმართავს წარდგინებით მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის შესახებ.

2. საკრებულოს სხდომაზე მოწვეული პირი ვალდებულია სხდომის დროს წესრიგი დაიცვას. მას ეკრძალება მოქმედება, რომელიც ხელს უშლის საკრებულოს ან საკრებულოს წევრს ფუნქციების შესრულებაში. კენჭისყრისას მან თავი უნდა შეიკავოს შედეგისადმი პირადი დამოკიდებულების გამოხატვისაგან. წესრიგის დამრღვევ სტუმრებს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარემ შეიძლება დაატოვებინოს სხდომათა დარბაზი.“;

ქ) 139-მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. საკრებულოს რეგლამენტის პროექტის ინიცირების უფლება აქვთ:

ა) საკრებულოს თავმჯდომარეს;

ბ) საკრებულოს ფრაქციას;

გ) საკრებულოს კომისიას;

დ) საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მესამედს;

ე) მოქალაქეებს პეტიციის წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.

 


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიგა ფარულავა