„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 3 ნოემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№54
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.105.016710
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №54

2023 წლის 29 დეკემბერი

ქ. ზუგდიდი

 

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 3 ნოემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 3 ნოემბრის №43 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  06/11/2023 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016699) პირველი მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული:

ბ.ა.ა) 331 მუხლის პირველი, მე-2, და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია აკონტროლებს მისი დარგობრივი სფეროსთვის მიკუთვნებული საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული და ინდივიდუალური აქტების აღსრულების მდგომარეობას.

2. საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული და ინდივიდუალური აქტების  კონტროლის მიზანია მათი შესრულების მდგომარეობისა და ეფექტიანობის შესწავლა და გაანალიზება, მათი მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების, სამართლებრივი აქტების სრულფასოვნად ამოქმედების ხელშემშლელი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების იდენტიფიცირება, აგრეთვე მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებების განხილვა.

3. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების აღსრულების კონტროლის მიზნით, კომისია უფლებამოსილია ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია და დოკუმენტები, რეგლამენტით დადგენილი წესით მოიწვიოს თანამდებობის პირები კომისიის სხდომაზე.“;

ბ.ა.ბ) 331 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომისია საკრებულოს მიღებული ნორმატიული და ინდივიდუალური აქტების  კონტროლს ახორციელებს მისი ძალაში შესვლის დღიდან.

6. კომისია საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების აღსრულების კონტროლის განხორციელების თაობაზე შეიმუშავებს ანგარიშს, რომელშიც მიეთითება შესაბამისი გადაწყვეტილების შინაარსი, აღმასრულებელი უწყების მოვალეობები, კონტროლის ფარგლებში განხორციელებული ქმედებები, გამოვლენილი ხარვეზები, შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები.“;

ბ.ა.გ) 331 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ინფორმაციების მოსმენის შემდეგ საკრებულო აფასებს შესაბამისი სამართლებრივი აქტის აღსრულების მდგომარეობას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს.“;

ბ.ბ) 333 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.საკრებულოს სამართალშემოქმედებითი და  საზედამხედველო  საქმიანობის უკეთ წარმართვის, აგრეთვე საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის და საკრებულოს წევრთა შორის შრომის განაწილების მიზნით კომისიის წევრი კომისიის კომპეტენციის ფარგლებში, ამ მუხლით დადგენილი წესით არის თემატური მომხსენებელი.“;

ბ.გ) 335 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი (მერი, მერის პირველი მოადგილე, მოადგილე (მოადგილეები), მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი) უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – ვალდებულია რეგლამენტით დადგენილი წესით დაესწროს კომისიის სხდომას, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომისიამ.“;

გ) „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული:

გ.ა) 109-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, მერიის თანამდებობის პირის ან სხვა მოხელის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრება;“;

გ.ბ) 110-ე მუხლის:

გ.ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.საკრებულოს წევრს უფლება აქვს წერილობითი შეკითხვით მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერს, მერის პირველ მოადგილეს, მოადგილეს (მოადგილეებს), მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს და მიიღოს პასუხი.“;

გ.ბ.ბ) ამოღებულ იქნეს მე-7 და მე-8 პუნქტები;

დ) „უ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) „ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) „ქ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 139-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 0.5%-ს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.

 


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიგა ფარულავა