„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
280010000.35.137.016629
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/02/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2023 წლის 7 თებერვალი

დაბა ადიგენი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/05/2019, 280010000.35.137.016451), კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლიდან ამოღებულ იქნეს „ვ“ ქვეპუნქტი:

ბ)დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 0-65000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ, შშმ პირებს და 18 წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგულ ბენეფიციარებს 100%-ით დაფინანსდება 200 ლარის ჩათვლით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება. ის ბენეფიციარი, რომელიც ვერ წარმოადგენს სარეიტინგო ქულის დამადასტურებელ დოკუმენტს, 200 ლარამდე სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდება 50%-ით“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ბენეფიციარი, რომელიც ვერ წარმოადგენს სარეიტინგო ქულის დამადასტურებელ დოკუმენტს, მისი სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების მიხედვით:

ა) 2000 ლარის ჩათვლით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 50%-ით;

ბ) 2000 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 40%-ით;

გ) 5000 ლარიდან ზევით სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე, ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 35%-ით;“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. 18 წლამდე ასაკის მოზარდებს ფიზიოთერაპია და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია დაუფინანსდეთ 50%-ით 5000 ლარამდე.“

ე) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი.

„8. ომის მონაწილე ვეტერანებს ფიზიოთერაპია დაუფინანსდებათ ბენეფიციარის ასანაზღაურებელი მომსახურების ღირებულების 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა.“;

ვ)დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9) სააფთიაქო და სამედიცინო დაწესებულების სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი მოქმედებს მისი გაცემის დღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში.

ზ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სარეიტინგო ქულის დამადასტურებელი დოკუმენტი.“;

თ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) ომის მონაწილის დამადასტურებელი (ვეტერანის) მოწმობა.“;

ი) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოუდგენლობა წარმოადგენს სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურებაზე თანადაფინანსებაზე უარის თქმის საფუძველს.“;

კ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.02.2023.
როდის იქნა მიღებული „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.02.2023. მიმღები ორგანო — ადიგენის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 280010000.35.137.016629.
რამდენი მუხლისგან შედგება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.02.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №7, 07.02.2023, სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016629 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.02.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5715505/