„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) და ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№44-65
სარეგისტრაციო კოდი
040110000.35.101.016633
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/07/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №44-65

2019 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

 

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების  ქონების  (ბალანსზე  რიცხული  ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების  ან/და  სარგებლობის  უფლებით  გადაცემის)  და  ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-100 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების  ქონების (ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების) განკარგვის (გასხვისების ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემის) და ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-100 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 05/01/2015, 040110000.35.101.016095) და:

1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 50%-ზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით არსებულ სამეწარმეო იურიდიულ პირებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ პარტნიორის უფლებამოსილება ხორციელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო მოქმედებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ძირითადი საშუალებების რეალიზება ხდება საწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, სააგენტოსთან შეთანხმებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს აუქციონის პირობები და საწყისი ფასი,  სააგენტოს მიერ დადგენილ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად.“;

გ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უძრავი ძირითადი საშუალებების დროებით სარგებლობაში (იჯარით, ქირავნობით ან სასყიდლიანი უზუფრუქტით და სხვ.) გაცემა ხორციელდება საწარმოს ხელმძღვანელის მიმართვით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის/სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“;

დ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საწარმოს ხელმძღვანელობა ვალდებულია სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს აუქციონის პირობები და საწყისი ფასი, სააგენტოს მიერ დადგენილ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად.“;

) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.აუქციონის ორგანიზებას, ჩატარებას და შედეგების გაფორმებას უზრუნველყოფს სააგენტო საწარმოს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მიმართვის საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე