„დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №125 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№131
სარეგისტრაციო კოდი
040110050.10.003.023341
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/03/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №131

2022 წლის 15 მარტი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №125 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/05/2013, 040110050.10.003.017291) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-12 მუხლის 24 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის მიზანია, სარგებლობის უფლება მიენიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სააგენტოს შესთავაზებს „დაცული ტერიტორიების სისტემის  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12  მუხლის  24  პუნქტით  განსაზღვრული ქონების სარგებლობით განხორციელებული ყოველწლიური ბრუნვიდან (ბრუნვა − სარგებლობაში გადაცემული ქონებიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი (დღგ-ის გარეშე), ხარჯების გამოკლების გარეშე) ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – სარგებლობის უფლება მიენიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში სააგენტოს შესთავაზებს ყოველწლიური ბრუნვიდან ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 24 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, ქონების  სარგებლობაში გადაცემის საწყისი სააუქციონო ფასი შეადგენს ყოველწლიური ბრუნვის 10%-ს, ამასთან, ქონების სარგებლობაში მიმღების ყოველწლიური სარგებლობის საზღაური არ უნდა იყოს გადაცემის მომენტისათვის დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული ქონების ღირებულების (დღგ-ის გარეშე) 1.5%-ზე ნაკლები.

2. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 21 და 23 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემის საწყისი საფასური (დღგ-ის გარეშე), ხოლო 22 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, სარგებლობის საფასური (დღგ-ის გარეშე) განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ან/და სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეცვალოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი სარგებლობის საფასური ან დაინტერესებული პირი გაათავისუფლოს მისი გადახდის ვალდებულებისგან.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ დებულების პირველი მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურს (დღგ-ის გარეშე), დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“.

მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №125 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №125 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.03.2022.
როდის იქნა მიღებული „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №125 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №125 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 15.03.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №131. სარეგისტრაციო კოდი — 040110050.10.003.023341.
რამდენი მუხლისგან შედგება „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №125 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №125 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №125 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.03.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №125 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №131, 15.03.2022, სარეგისტრაციო კოდი 040110050.10.003.023341 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5409137/