„აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №142 |
|
2017 წლის 23 მარტი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს:
ა) ფიზიკური პირების „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ აბონენტებად განსაზღვრა შესაბამისი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტ(ებ)ის მიერ მიწოდებული, საკუთარი აბონენტების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლების) პირადი ნომრების, გვარებისა და აბონენტის ნომრების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში ყოველი თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით არსებულ მონაცემებთან − პირად ნომრებსა და გვარებთან შედარების საფუძველზე;
ბ) 2017 წლის 1 იანვრიდან ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრული ყველა აბონენტის (მიუხედავად ერთი ფიზიკური პირის აბონენტად რეგისტრაციის რაოდენობისა) მიერ ყოველთვიურად (30 კალენდარული დღე) მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების 50%-ის ოდენობით ანაზღაურება, შესაბამისი პერიოდის ფაქტობრივი მოხმარების ოდენობიდან გამომდინარე, ნორმატიული აქტით მისადაგებული სამომხმარებლო ტარიფით გაანგარიშებული ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ერთ აბონენტზე თვეში 100 კვტ. სთ ელექტროენერგიის საფასურისა. ანაზღაურება განხორციელდეს შესაბამისი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტის მიერ წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე.“.
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ეთხოვოს/ეთხოვოთ შესაბამისი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტ(ებ)ს „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებებში არსებული აბონენტების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლების) შესახებ ინფორმაციის (პირადი ნომრები, გვარები და აბონენტის ნომრები) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის წარდგენა.“.
3. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„მუხლი 41. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ანგარიშის (ასანაზღაურებელი თანხა) და მე-4 მუხლით წარდგენილი მონაცემების სისწორის შემოწმება და/ან რაიმე სახის კორექტირება.“.
|