„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
- სოციალური დახმარების შესახებ 28.07.2006
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №407 |
|
2016 წლის 18 აგვისტო ქ. თბილისი |
1. 91 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 92 მუხლი:
„მუხლი 92. საარსებო შემწეობის მიუღებელი თანხის ანაზღაურება პირის გარდაცვალების შემთხვევაში
1. საარსებო შემწეობის თანხა, რომელიც პირს ეკუთვნოდა და მისი გარდაცვალების დროისათვის არ იქნა მიღებული, მიეცემა მის მემკვიდრეებს, თუ მათ მიუღებელი თანხისთვის მიმართეს სააგენტოს პირის გარდაცვალების დღიდან არაუგვიანეს ერთი წლისა.
2. საარსებო შემწეობის გამცემი საბანკო დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას ექვემდებარება გარდაცვლილი პირის პირად ანგარიშზე არსებული თანხები, რომელიც არ იქნა გატანილი მემკვიდრის მიერ პირის გარდაცვალების დღიდან არა უგვიანეს ერთი წლის ვადაში.“.
2. მე-10 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია:
ა) აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი დემოგრაფიული ცვლილებები (წევრ(ებ)ის გარდაცვალება, გამოკლება, დამატება, საზღვარგარეთ 3 თვეზე მეტი ვადით წასვლა), ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;
ბ) აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;
გ) შეასრულოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობანი.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. ამ მუხლის მიზნებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, უძრავი ქონების ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტოს უფლება აქვს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს საარსებო შემწეობის გაცემა და/ან გადაამოწმოს ოჯახი, შეუწყვიტოს ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და/ან აუკრძალოს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მონაცემთა ბაზაში განმეორებითი რეგისტრაცია.“.
3. 106 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 106. ანაზღაურების დანიშვნის პრინციპები
1. ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირის, დედობილის და მამობილის რეგისტრაციის მომენტისათვის ამ პირის/პირების ოჯახი, დადგენილი წესით, რეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა უნდა აღემატებოდეს 100 000-ს (ასი ათასი). აღნიშნული პირობა არ ვრცელდება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნათესაურ მიმღებ ოჯახებზე.
2. შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების მიღება გამორიცხავს ამ წესით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის მიღებას. საარსებო შემწეობის დანიშვნის შემთხვევაში, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების გაცემა, ასევე მინდობით აღზრდის შესახებ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.“.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2016 წლის 1 აგვისტოდან.
|