„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
- სოციალური დახმარების შესახებ 28.07.2006
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №618 |
|
2025 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. 93 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე (ქალი – 60 წელი, მამაკაცი – 65 წელი) დაუსაქმებელი წევრი (შემდგომში − მოსარგებლე) 2026 წლის 1 იანვრამდე დასაქმდა „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ (შემდგომში − ქვეპროგრამა) ფარგლებში და გაუფორმდა სოციალური ხელშეკრულება ან სსიპ − შემოსავლების სამსახურის მონაცემებით ქვეპროგრამის ამოქმედებიდან (2022 წელი), მაგრამ არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, დასაქმდა ღია შრომის ბაზარზე არსებულ ვაკანსიაზე ან 2026 წლის 1 იანვრამდე დარეგისტრირდა თვითდასაქმებულად სსიპ − შემოსავლების სამსახურში, ოჯახს 4 წლის განმავლობაში უწყვეტად შეუნარჩუნდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია და საარსებო შემწეობა, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობით.“.
2. 104 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მინდობით აღზრდის ანაზღაურება განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის – თვეში 230 ლარით;
ბ) რეგულარულ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის – ერთი კალენდარული დღისათვის 31 ლარით;
გ) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – თვეში 400 ლარით;
დ) სპეციალიზებულ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – ერთი კალენდარული დღისათვის 41 ლარით;
ე) გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისთვის – ერთი კალენდარული დღისათვის 41 ლარით;
ვ) ჩამნაცვლებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის – ერთი კალენდარული დღისათვის 41 ლარით;
ზ) 2 წლამდე ასაკის ბავშვისთვის (2 წლის შესრულების თვის ჩათვლით) − ერთი კალენდარული დღისათვის 41 ლარით.
2. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მინდობით აღზრდაში განთავსებული პირისათვის მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა შეადგენს ერთი კალენდარული დღისთვის 25 ლარს, ხოლო განსხვავებული საჭიროების მქონე პირისთვის ერთ კალენდარულ დღეზე – 41 ლარს.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.12.2025.
- როდის იქნა მიღებული „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.12.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №618. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.10.003.025512.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №618, 30.12.2025, სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.025512 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6740944/