„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№100
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.016261
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 280211, 28/02/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოსმთავრობის

დადგენილება№100

2011წლის 23თებერვალი

ქ.თბილისი

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის2006წლის28ივლისის№145დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  მუხლი1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20მუხლის მე-4პუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“საქართველოს მთავრობის2006წლის28ივლისის№145დადგენილებაში (სსმ III, 2006წ., №101, მუხ. 1375) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილები თ დამტკიცებული ,,სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები ს, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობ ის, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობ ის, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა– დევნილთა და ლტოლვილთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“:

1. მე-4მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. ტერმინთა განმარტებები

1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობ ა, რაც„ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის2010წლის24აპრილის№126დადგენილებით დამტკიცებულ„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესსა“ და„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის2010წლის20მაისის141/ნ ბრძანებით დამტკიცებულ„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესში“, თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. მინდობით აღზრდის მიზნებისათვის ნათესავად ითვლება პირი ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის

2. მინდობით აღზრდის მიზნებისათვის ნათესავად ითვლება პირი ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრიდან.“.

2. 104მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 104. შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა

შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურება განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ჯანმრთელი ბავშვისათვის– თვეში200ლარით;

ბ) არანათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ჯანმრთელი ბავშვისათვის– ერთი კალენდარული დღისათვის15ლარით;

გ) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის– თვეში300ლარით;

დ) არანათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის– ერთი კალენდარული დღისათვის20ლარით;

ე) გადაუდებელი მინდობით აღზრდა (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის) – ერთი კალენდარული დღისათვის20ლარით.“.

 მუხლი2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულ მა პირმა– სოციალური მომსახურების სააგენტომ2011წლის1აპრილამდე უზრუნველყოს მინდობით აღზრდის შესახებ მიმდინარე ხელშეკრულებებ ის ანაზღაურების ნაწილში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

 მუხლი3. დადგენილება, გარდა მე-2მუხლისა, ამოქმედდეს2011წლის1აპრილიდან, ხოლო მე-2მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი        ნ. გილაური