„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
- სოციალური დახმარების შესახებ 28.07.2006
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №25 |
|
2022 წლის 20 იანვარი ქ. თბილისი |
1. მე-6 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არის 120 001 (ას ოცი ათას ერთი).“.
3. მე-8 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. 104 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 104. მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა
1. მინდობით აღზრდის ანაზღაურება განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის – თვეში 230 ლარით;
ბ) რეგულარულ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისათვის – ერთი კალენდარული დღისათვის 20 ლარით;
გ) ნათესაურ მინდობით აღზრდაში განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – თვეში 400 ლარით;
დ) სპეციალიზებულ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის – ერთი კალენდარული დღისათვის 35 ლარით;
ე) გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისთვის – ერთი კალენდარული დღისათვის 35 ლარით;
ვ) ჩამნაცვლებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის – ერთი კალენდარული დღისათვის 35 ლარით;
ზ) 2 წლამდე ასაკის ბავშვისთვის (2 წლის შესრულების თვის ჩათვლით) − ერთი კალენდარული დღისათვის 35 ლარით.
2. „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მინდობით აღზრდაში განთავსებული პირისათვის მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა შეადგენს ერთი კალენდარული დღისთვის 20 ლარს, ხოლო განსხვავებული საჭიროების მქონე პირისთვის ერთ კალენდარულ დღეზე – 35 ლარს.
3. 18 წელს ზემოთ შშმ პირისთვის, რომელიც მინიმუმ ორი წელია, იმყოფება მინდობით აღზრდაში, ვერ ბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახში, საჭიროებს სახელმწიფო მზრუნველობაში დარჩენას და არ იღებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ანაზღაურებას, სახელმწიფო მზრუნველობაში ყოფნის ანაზღაურება, რომელიც მიეცემა ფაქტობრივ მზრუნველს, სპეციალიზებული მინდობით აღზრდიდან განთავსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, შეადგენს სრულ თვეზე 600 ლარს, ნათესაური მინდობით აღზრდიდან განთავსებული ბენეფიციარის შემთხვევაში – 200 ლარს. სპეციალიზებული მინდობით აღზრდიდან განთავსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება ფორმდება თვის ნებისმიერი რიცხვიდან ან/და წყდება თვის დასრულებამდე, ასანაზღაურებელი თანხა ერთი კალენდარული დღისთვის შეადგენს – 20 ლარს, ხოლო ნათესაური მინდობით აღზრდიდან განთავსებული ბენეფიციარის შემთხვევაში, თვის ანაზღაურება გაიცემა სრულად.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.01.2022.
- როდის იქნა მიღებული „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.01.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №25. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.10.003.023232.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.01.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №25, 20.01.2022, სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.023232 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.01.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5358687/