„სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№333
სარეგისტრაციო კოდი
300230000.10.003.025225
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/08/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №333

2025 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/08/2015, 300230000.10.003.018812) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხისა და კლასიფიკაციის“:

1. მე-7 მუხლის მე-2 − მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წარადგინოს ნარჩენების პირველადი ინვენტარიზაციის დოკუმენტი, ამ წესის III დანართის შესაბამისად.

3. თუ სააგენტო აღმოაჩენს შეუსაბამობას ნარჩენების ინვენტარიზაციის დოკუმენტში, იგი დაუბრუნდება ნარჩენების წარმომქმნელს  30 კალენდარულ დღეში, რომელიც ვალდებულია, წარადგინოს ნარჩენების განახლებული პირველადი ინვენტარიზაციის დოკუმენტი, მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, სააგენტოს მოსაზრების მიღებიდან 30 კალენდარულ დღეში.

4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეამოწმოს ნარჩენების წარმომქმნელის მიერ წარდგენილი ნარჩენების პირველადი ინვენტარიზაციის დოკუმენტაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტე.

5. პირველადი ინვენტარიზაციის დოკუმენტი სააგენტოში ასევე წარდგენილი უნდა იქნეს ისეთი ახალი საქმიანობის დაწყების ან საქმიანობის ცვლილების შემთხვევაში, რომლის შედეგად იცვლება ნარჩენების შემადგენლობა და მახასიათებლები – საქმიანობის დაწყების ან ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, სააგენტოს თანხმობით, ნარჩენებს შესაძლებელია, მიენიჭოს არასახიფათო ნარჩენების კლასიფიკაცია, იმ შემთხვევაში, თუ ნარჩენების წარმომქმნელი მიმართავს ასეთი მოთხოვნით სააგენტოს და წარადგენს  წარმოქმნილი ნარჩენების არასახიფათოობის შესახებ მტკიცებულებას.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს ნარჩენების წარმომქმნელის მოთხოვნა ნარჩენების არასახიფათოდ კლასიფიცირების შესახებ და დასაბუთებული გადაწყვეტილება აცნობოს მოთხოვნის მიღებიდან  30 კალენდარული დღის ვადაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე