„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 აპრილის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№97
სარეგისტრაციო კოდი
080080040.10.003.021806
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/02/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №97

2020 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 აპრილის №284 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/04/2014,  080080040.10.003.017904) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტებისა და წესის“:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სავარაუდო მსხვერპლის მიერ მისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების სურვილის გამოხატვისას, იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი სამუშაოს შესასრულებლად გამოძახებულ უნდა იქნეს სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან (შემდგომში − სააგენტო) არსებული სპეციალური მობილური ჯგუფი. თუ სავარაუდო მსხვერპლს გარკვეული პერიოდის შემდეგ სურს სააგენტოსთან დაკავშირება, მას გადაეცემა შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია.“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მუდმივმოქმედი ჯგუფი პირისათვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოსთან არსებული სპეციალური მობილური ჯგუფის მიერ  მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.“.

3. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  სავარაუდო მსხვერპლის გამოვლენის ან თვითიდენტიფიცირების შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სპეციალური მობილური ჯგუფის გაგზავნა. სპეციალური მობილური ჯგუფის მიერ სავარაუდო მსხვერპლთან გასაუბრებისას ივსება კონფიდენციალური საიდენტიფიკაციო კითხვარი, რომელიც დაუყოვნებლივ წარედგინება მუდმივმოქმედ ჯგუფს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სავარაუდო მსხვერპლისათვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, მუდმივმოქმედი ჯგუფი თითოეულ შემთხვევაზე გასცემს შესაბამის დოკუმენტს, რომლის ერთი პირი გადაეცემა მსხვერპლს, ერთი პირი რჩება მუდმივმოქმედ ჯგუფს და ერთი პირი ეგზავნება სააგენტოს. მსხვერპლის სტატუსის მინიჭებისას მუდმივმოქმედი ჯგუფი მსხვერპლს აწვდის წერილობით ინფორმაციას თავშესაფრით, კომპენსაციით, სამედიცინო დახმარებისა და სხვა პროგრამებით სარგებლობის შესახებ.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ სავარაუდო მსხვერპლისათვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მუდმივმოქმედი ჯგუფი ინფორმაციას აწვდის სააგენტოს.“;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. უცხო სახელმწიფოს, საერთაშორისო ან უცხოეთის არასამთავრობო  ორგანიზაციების მიერ მინიჭებული მსხვერპლის სტატუსის მქონე პირს საქართველოში მსხვერპლის სტატუსის მისაღებად შეუძლია, მიმართოს სააგენტოს.  მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ უცხო სახელმწიფოს, საერთაშორისო ან უცხოეთის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მინიჭებული მსხვერპლის სტატუსის მქონე პირისათვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭება ავტომატურად არ ხდება. უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში მსხვერპლის სტატუსი მიენიჭება, თუ მის მიმართ განხორციელებული  დანაშაულებრივი ქმედება დაიწყო, გაგრძელდა ან დამთავრდა საქართველოში. მუდმივმოქმედი ჯგუფი ასეთ შემთხვევას განიხილავს სხვა შემთხვევების თანაბრად, დადგენილი წესის მიხედვით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 1 თებერვლიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 აპრილის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 აპრილის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.02.2020.
როდის იქნა მიღებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 აპრილის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 აპრილის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.02.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №97. სარეგისტრაციო კოდი — 080080040.10.003.021806.
რამდენი მუხლისგან შედგება „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 აპრილის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 აპრილის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 აპრილის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.02.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 აპრილის №284 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №97, 10.02.2020, სარეგისტრაციო კოდი 080080040.10.003.021806 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.02.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4796337/