„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №85 |
|
2025 წლის 21 მარტი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71. მინისტრის მიერ განსაზღვრული სუბიექტის/სუბიექტების მიერ საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საავიაციო საქმიანობის წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შემუშავება და დამტკიცება.“.
2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საფინანსო დეპარტამენტი;“;
ბ) „პ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ1) ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი;“.
3. მე-6 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის კონცეპტუალურ და ორგანიზაციულ დოკუმენტებს, კოორდინაციას უწევს მათი შემუშავების/გადასინჯვის პროცესს;“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საფინანსო დეპარტამენტი:
ა) შეიმუშავებს სამინისტროს სისტემის ბიუჯეტის პროექტს;
ბ) ახორციელებს საერთაშორისო პროგრამების ფინანსური დაგეგმვისა და შესრულების ხელშეწყობას;
გ) ახორციელებს სამინისტროს სახაზინო და საბანკო ოპერაციებს;
დ) ახორციელებს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების ანალიზს;
ე) აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას;
ვ) შეისწავლის სამინისტროს სისტემის მიერ გასატარებელი სააღრიცხვო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და შეიმუშავებს სააღრიცხვო პოლიტიკას;
ზ) პასუხისმგებელია სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგებასა და ფინანსური დისციპლინის განმტკიცებაზე.“;
დ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. რეფორმების კოორდინაციისა და მდგრადობის უზრუნველყოფის დეპარტამენტი:
ა) ხელს უწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესს;
ბ) ახდენს თავდაცვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სამოქმედო გეგმების მონიტორინგს, შეფასებასა და ანგარიშგებას;
გ) ხელს უწყობს სამინისტროს რისკების მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, განვითარებასა და დანერგვას;
დ) სამინისტროში, გადაწყვეტილების მიღების პროცესების ხელშეწყობის მიზნით, კოორდინაციას უწევს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფების, მართვის ჯგუფისა და გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს ეფექტიან მუშაობას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს, სამთავრობო დონეზე და უწყებათაშორის ფორმატში სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების ანგარიშგების პროცესს;
ვ) სამინისტროს სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების შესახებ ამზადებს შესაბამის ანგარიშებს;
ზ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში პროექტის მართვის ერთიანი სტანდარტის დანერგვას;
თ) უზრუნველყოფს სამინისტროს ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის სისტემის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრას;
ი) უზრუნველყოფს სამინისტროს სტანდარტიზაციის მართვის სისტემის შექმნას და ხელს უწყობს მის გამართულ ფუნქციონირებას;
კ) ხელს უწყობს სამინისტროში კოდიფიკაციის სისტემის შექმნასა და განვითარებას;
ლ) ხელს უწყობს თავდაცვის ძალების მდგრადობას და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ნატოსთან) თავსებადობის მხარდაჭერას.“;
ე) 151 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„151. ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი:
ა) ახორციელებს სამინისტროს მიერ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების კონტროლსა და მონიტორინგს საქონლის ან/და მომსახურების ტექნიკურ მახასიათებლებთან მიწოდებული საქონლის ან/და მომსახურების შესაბამისობისა და ხარისხის დადგენის მიზნით;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სამინისტროს ბალანსზე, ხოლო მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში – ასევე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირების მომსახურების კონტროლს და მათ ბალანსზე რიცხული/სარგებლობაში გადაცემული ქონების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობას დამტკიცებული პროექტის ან დეფექტური აქტის შესაბამისად.“.
ა) საფინანსო დეპარტამენტი ჩაითვალოს ფინანსების მართვის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ;
ბ) ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი ჩაითვალოს ხარისხის კონტროლისა და სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას უფლებამოსილი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. ამასთანავე, აღნიშნულ სამართლებრივ აქტებში ცვლილებების შეტანის ან/და მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს/ თანამდებობის პირს.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-3 პუნქტის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტები, ასევე მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 12 აპრილიდან.
|