„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №631 |
|
2019 წლის 20 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები ერთიანდებიან სამოქალაქო ოფისში.“.
2. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტი;“;
ა.ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი;“;
ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი:
„პ1) სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი;“.
3. მე-6 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტის „ვ“ – „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლების დეპარტამენტი:
ა) კოორდინაციას უწევს საქართველოს თავდაცვის ატაშეების, სამინისტროს სამოქალაქო და სამხედრო წარმომადგენლებისა და მათი აპარატების საქმიანობას;
ბ) ხელს უწყობს საზღვარგარეთის ქვეყნების თავდაცვის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.“;
გ) მე-11 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) უზრუნველყოფს სამინისტროს პროფესიულ საჯარო მოხელეთა, აგრეთვე თავდაცვის ძალების (გარდა სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოსი) სამოქალაქო (გარდა თავდაცვის ძალების შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა დროულ და ხარისხობრივ დაკომპლექტებას.“;
დ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი:
ა) ახორციელებს თავდაცვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტების იმპლემენტაციის მხარდაჭერას, შესაბამისი რეფორმების კოორდინაციას, მონიტორინგსა და ანგარიშგებას;
ბ) ხელს უწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციას და მხარს უჭერს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ტრანსფორმაციის ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას;
გ) სამინისტროში გადაწყვეტილების მიღების პროცესების ხელშეწყობის მიზნით, კოორდინაციას უწევს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფების, მართვის ჯგუფისა და გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს ეფექტიან მუშაობას;
დ) უზრუნველყოფს შიდა აუდიტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მხარდაჭერას, მიმდინარე მონიტორინგსა და ანგარიშგებას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამთავრობო დონეზე და უწყებათაშორის ფორმატში სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების შემუშავების კოორდინაციას, აღსრულების მონიტორინგსა და ანგარიშგებას;
ვ) სამინისტროს სისტემაში უზრუნველყოფს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) უსაფრთხოების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის ფორმატით გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგსა და კონტროლს.“.
4. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი:
„151. სტანდარტიზაციისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი:
ა) ახორციელებს სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სისტემების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობაში მოყვანისათვის აუცილებელ პროცედურებს, სამინისტროს სისტემაში სტანდარტიზაციისა და კოდიფიკაციის სისტემების დანერგვასა და შემდგომ მონიტორინგს;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს სამინისტროსათვის ბალანსზე რიცხული/სარგებლობაში გადაცემული ქონების სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზედამხედველობას;
გ) სამინისტროს მოთხოვნით/ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს მიწოდებული საქონლის შემოწმებას;
დ) ახორციელებს კვებითი მომსახურების ხარისხის შემოწმებას/კონტროლს.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.12.2019.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.12.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №631. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.021655.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.12.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №631, 20.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.021655 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4743566/