„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №815 |
|
2014 წლის 21 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და „ფ.ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 6 აგვისტოს №588 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 06.08.2014 წ. 010340000.22.034.016341) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი: „მუხლი 41. დეპარტამენტის ბეჭედი და ბლანკი დეპარტამენტს აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, საკუთარი სახელწოდებისა და მისამართის აღნიშვნით. 2. მე-9 მუხლის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უცხოელისათვის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის, გაგრძელებისა და გაუქმების თაობაზე;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) მონაწილეობას იღებს სახელმწიფო უწყებებთან ერთად სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში;“; დ) „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) „ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი: „შ) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ორდინალური საიმიგრაციო და ტრანზიტული ვიზების მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე.“. 3. მე-10 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) საჭიროების შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უწევს სამართლებრივ კონსულტაციას და ახორციელებს მათ ინფორმირებას ქვეყანაში საიმიგრაციო წესების შესახებ; უზრუნველყოფს ცხელი ხაზით მომსახურებას;“. 4. მე-11 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) ახორციელებს დროებითი განთავსების ცენტრში შემოსულ უცხოელთა რეგისტრაციას, მათი პირადი ნივთების აღრიცხვასა და შენახვას;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) უზრუნველყოფს ცენტრის ვიზიტორების აღრიცხვასა და მათ უსაფრთხოებას;“; გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ახორციელებს უცხოელის მიღებასთან, გადაცემასთან, გადაყვანასთან, გათავისუფლებასა და გამგზავრებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;“; დ) „ლ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ ქვეპუნქტი „ჟ1) დროებითი განთავსების ცენტრიდან კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხოელის სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას, უზრუნველყოფს ადგილზე მის ზედამხედველობას;“. 5. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. საორგანიზაციო განყოფილება საორგანიზაციო განყოფილება: ა) იღებს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებულ უცხოელთა საჩივრებს, თხოვნებს, განცხადებებს და შემდგომი რეაგირებისათვის გადასცემს შესაბამის დანაყოფს; ბ) ცენტრში განთავსებული უცხოელებისათვის უზრუნველყოფს პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასა და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი დაწესებულებისათვის შეტყობინებას; გ) ცენტრში განთავსებული უცხოელებისათვის უზრუნველყოფს ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევას; დ) უზრუნველყოფს შემოსული არასაიდუმლო დოკუმენტების მიღებას და მათ ასახვა-განაწილებას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით; ე) უზრუნველყოფს საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების (საიდუმლო დოკუმენტები) მიღებასა და აღრიცხვას შესაბამის ჟურნალში; ვ) ახორციელებს თანამშრომლებისათვის კორესპონდენციის დროულად მიწოდებას, ასევე იმ კორესპონდენციის დაუყოვნებლივ გაგზავნას, რომელზეც მოხდა რეაგირება; ზ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული საქმის მასალების საარქივო შენახვას და საარქივო დოკუმენტებზე მუშაობას; თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს დეპარტამენტში შემოსული ან გასული საიდუმლო და არასაიდუმლო დოკუმენტების წარმოებასთან დაკავშირებით; ი) ახორციელებს შემოსულ კორესპონდენციაზე კანონით დადგენილი წესით/ვადით პასუხის გაცემის ზედამხედველობას.“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|