„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №115 |
|
2017 წლის 6 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით (სსმ, №84, 23/06/2006 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010.240.070.22.034.008.796) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასაზღვრო პოლიცია არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სპეციალური სამსახური და სამართალდამცავი ორგანო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.“. 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასაზღვრო პოლიცია თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ და „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამ დებულებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული და სამართლებრივი აქტებით.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სასაზღვრო პოლიციის ფუნქციებია: ა) დაიცვას საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმი და განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე პირთა ინსპექტირება; ბ) განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო, სადაზვერვო, კონტრდაზვერვითი და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები; გ) სამართალდარღვევათა გამოვლენისა და მასზე რეაგირების მიზნით განახორციელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები; დ) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ღონისძიებები.“. 3. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასაზღვრო პოლიცია წარმოადგენს ერთიან სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებას ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებია: ა) სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი; ბ) სანაპირო დაცვის დეპარტამენტი; გ) სამართლებრივი და ორგანიზაციული მხარდაჭერის სამსახური; დ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო; ე) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო; ვ) სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური; ზ) სამედიცინო-სადაზღვევო სამსახური; თ) სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამმართველო; ი) კინოლოგიის სამმართველო; კ) ოპერატიულ-საგამოძიებო ბიურო (მთავარი სამმართველო); ლ) საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის სამმართველო; მ) სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო; ნ) სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველო; ო) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო; პ) საინფორმაციო-ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიურო (მთავარი სამმართველო); ჟ) მონიტორინგისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველო.“. 4. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ1) სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციითა და ურთიერთქმედებით ახორციელებს სასაზღვრო-პოლიციურ, ადმინისტრაციულ, მიგრაციულ და იძულების სხვა ღონისძიებებს;“; ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) აკონტროლებს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვის საკითხებზე გამოცემული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას, ასევე კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამართლებრივ უზრუნველყოფას;“; ა.გ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით ახორციელებს სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში მისაღებ კანდიდატთა მომზადებას;“; ბ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ხელმძღვანელობს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და მის განხორციელებას, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა და მისაღებ კანდიდატთა სპეციალურ მომზადებას სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული თანამშრომლობის საფუძველზე.“; გ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სასაზღვრო საქმიანობის დაგეგმარების, კოორდინაციისა და კონტროლის სამმართველო;“. 5. მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციითა და ურთიერთქმედებით ახორციელებს სასაზღვრო-პოლიციურ, ადმინისტრაციულ, მიგრაციულ და იძულების სხვა ღონისძიებებს;“; ა.ბ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“–„ფ“ ქვეპუნქტები: „ს) უზრუნველყოფს ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციულ და ტექნიკურ მხარდაჭერას ოპერაციულ დონეზე; ტ) უზრუნველყოფს ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის ორგანიზებას, ინფორმაციულ-ანალიტიკურ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ და სამართლებრივ მხარდაჭერას, ხელს უწყობს ერთობლივი მართვის ცენტრისთვის დაკისრებული ამოცანების ეფექტიან და ჯეროვან განხორციელებას, მონაწილე უწყებათა კომუნიკაციას; უ) უზრუნველყოფს ერთობლივი მართვის ცენტრში მონაწილე უწყებებისაგან ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, მათთვის გადაცემასა და ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვას; ფ) ასრულებს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.“; ბ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) შეიმუშავებს საქართველოს სანაპირო დაცვის განვითარების სტრატეგიას და უზრუნველყოფს მის განხორციელებას, ხელმძღვანელობს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა მომზადება-გადამზადებას სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული თანამშრომლობის საფუძველზე.“; გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველო.“; დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები: „4. ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც იმავდროულად არის ერთობლივი მართვის ცენტრის უფროსი. სამმართველოს უფროსი ინიშნება სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 4 წლის ვადით. 5. ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც იმავდროულად არის ერთობლივი მართვის ცენტრის უფროსის მოადგილე. სამმართველოს უფროსის მოადგილე ინიშნება სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, 2 წლის ვადით.“. 6. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. სამართლებრივი და ორგანიზაციული მხარდაჭერის სამსახური სამართლებრივი და ორგანიზაციული მხარდაჭერის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას და სასაზღვრო პოლიციის სამართლებრივი ბაზის შექმნას, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმებას; ბ) სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციის საფუძველზე უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის გამგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტების შედგენას, ექსპერტიზას, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; გ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის საერთო კოორდინაციას, შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით; დ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლს, ამასთანავე, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებს უწევს სამართლებრივ კონსულტაციას; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს საჯარო ინფორმაციას, განიხილავს სასაზღვრო პოლიციაში შესულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას; ვ) წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციას საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა სახელმწიფო ორგანოებში, აგრეთვე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან სამართლებრივი ურთიერთობისას; ზ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის, კონცეპტუალური დოკუმენტებისა და სახელმძღვანელოების შემუშავებას და პროფესიული განვითარების სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრას; თ) იღებს მონაწილეობას პროფესიული განვითარების პროგრამებისთვის კანდიდატთა შერჩევის პროცესში; ი) უზრუნველყოფს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ პირადი შემადგენლობის მომზადება-გადამზადების კურსებისა და პროგრამების დაგეგმვას და ორგანიზებას, ახორციელებს პროფესიული განვითარების პროგრამების შეფასებას, ორგანიზებას უწევს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სხვა უწყებებთან ერთობლივი სწავლების ჩატარებას და ამზადებს ანგარიშებს სასწავლო პროგრამების პრიორიტეტულობასთან დაკავშირებით; კ) უზრუნველყოფს საქმისწარმოების ორგანიზებასა და საერთო კოორდინაციას, საქმისწარმოების გეგმურ და არაგეგმურ ინსპექტირებასა და კონტროლს, ამასთანავე, სასაზღვრო პოლიციის საფელდეგერო მომსახურებას, საიდუმლო დოკუმენტაციაზე დაშვების პროცედურების ორგანიზებას; ლ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ-საპროტოკოლო ღონისძიებების, უცხო ქვეყნების წარმომადგენელთა ვიზიტებისა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების დაგეგმვასა და განხორციელებას, ამასთან, ახორციელებს ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფას; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“. 7. 103 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობის საფუძველზე პირადი შემადგენლობის პროფესიული დონის ზრდის, მათ შორის ატესტაციის გზით, ორგანიზება და კონტროლი;“. 8. დაემატოს შემდეგი შინაარსის 104–108 მუხლები: „მუხლი 104 . საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარებას და შემდგომ კოორდინაციას; ბ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო საქმიანობის ორგანიზებას, სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებთან კოორდინაციის საფუძველზე კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და ამზადებს საერთაშორისო სამართლებრივი აქტების პროექტებს და ხელს უწყობს მათი განხორციელების პროცესში სასაზღვრო პოლიციის სრულფასოვან მონაწილეობას; გ) კოორდინაციას უწევს სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო საქმიანობას არალეგალური მიგრაციისა და სხვა ტრანსსასაზღვრო დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლაში; დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 105. სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი აზრის შესწავლას, კვლევასა და თემატური მასალების დამუშავებას, შეიმუშავებს სასაზღვრო პოლიციის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის გეგმებს; ბ) უზრუნველყოფს სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტებისა და სტრატეგიის შექმნას და სათანადო ღონისძიებების დაგეგმვას/განხორციელებას; გ) ახორციელებს სახელმწიფო, არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლას; დ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე პროცესების (ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადებასა და გავრცელებას; ე) უზრუნველყოფს საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისა და პრესკონფერენციის გამართვას; ვ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებით ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, ასევე ორგანიზაციებიდან შემოსული განცხადებებისა და წინადადებების განხილვას და ანალიზის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას, ამასთან, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულების ინფორმირებას და შიდა კომუნიკაციის განვითარებას; ზ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვასა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას; თ) კოორდინაციას უწევს სასაზღვრო ზოლში, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულების ტერიტორიაზე მასმედიის წარმომადგენელთა გადაადგილებასა და საქმიანობას; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 106. სამედიცინო-სადაზღვევო სამსახური სამედიცინო-სადაზღვევო სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს დაზღვეული მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულებასა და სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობას; ბ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებში სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული, ასევე ფარმაცევტული პროდუქტების აღრიცხვის დოკუმენტაციის კონტროლს; გ) უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე და სასაზღვრო ზონაში საგანგებო სიტუაციების დროს მობილური სამედიცინო ჯგუფის შექმნასა და სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობას; დ) სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციით უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის სწავლების ორგანიზებას; ე) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებში სამედიცინო საქმიანობის განხორციელებისათვის ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბებას და მონიტორინგს; ვ) შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობის გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებას და საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებას უწევს შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 107. სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამმართველო სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიის მუშაობაში და ორგანიზებას უწევს მის საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს სასაზღვრო გეოინფორმაციული მონაცემთა ბაზების შევსებას/განახლებას, სასაზღვრო პოლიციის კარტოგრაფიულ საქმიანობას, სპეციალური ტოპოგრაფიული რუკების შედგენასა და სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებისათვის მიწოდებას; გ) უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო ნიშნების განლაგებასა და მათი მდგომარეობის სისწორის განსაზღვრას, ამასთანავე, სასაზღვრო ნიშნების განლაგების დარღვევისა და დაზიანების შემთხვევაში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის ინფორმაციის მიწოდებას შემდგომი რეაგირების მიზნით; დ) უზრუნველყოფს სასაზღვრო წარმომადგენლის (სასაზღვრო კომისარი) საქმიანობის მხარდაჭერას; ე) უზრუნველყოფს სასაზღვრო წარმომადგენლის (სასაზღვრო კომისარი) მიერ უფლებამოსილების განხორციელებისას გამოვლენილ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდებას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მოსაზღვრე სახელმწიფოს შესაბამის უწყებებთან ან მათ წარმომადგენლებთან თანამშრომლობას; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. მუხლი 108. კინოლოგიის სამმართველო კინოლოგიის სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლების წვრთნას და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებებისთვის გამოყენებას, აგრეთვე ნარკოტიკული, ფეთქებადი ნივთიერებებისა და სხვა საგნების აღმოჩენის და კვალის აღების შესახებ სწავლების ორგანიზებას; ბ) უზრუნველყოფს სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლებით მომსახურე სასაზღვრო პოლიციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეების, გამყოლი კინოლოგებისა და კინოლოგ-სპეციალისტების სათანადო მომზადებას, ასევე მათი მომზადება-გადამზადების კონტროლს; გ) სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციით უზრუნველყოფს კინოლოგ-სპეციალისტთა სასწავლო შეხვედრებში, სხვადასხვა დონის შეჯიბრებებსა და პროფესიული დონის ასამაღლებელ კურსებში მონაწილეობის დაგეგმვასა და ორგანიზებას; დ) სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციით უზრუნველყოფს საერთაშორისო პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობას; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“. 9. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. ოპერატიულ-საგამოძიებო ბიურო (მთავარი სამმართველო) ოპერატიულ-საგამოძიებო ბიურო (მთავარი სამმართველო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახორციელებს სასაზღვრო-პოლიციურ და პრევენციულ ღონისძიებებს, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო, სადაზვერვო და კონტრდაზვერვით საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს სამართალდარღვევათა გამოვლენას, მათზე რეაგირებასა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებულ საქმისწარმოებას; გ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული საქმეების გამოძიებას; დ) აწარმოებს ოპერატიულ-სამძებრო და კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი სხვა საქმიანობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას; ე) უზრუნველყოფს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას, უკანონო მიგრაციის ფაქტების გამოვლენას, აღკვეთასა და პრევენციას, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა მონაცემების მოპოვებას, დადგენას, ძებნას, დაკავებას და დროებითი განთავსების ცენტრში/დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანას; ვ) უზრუნველყოფს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის, ასევე ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებას, არსებული მდგომარეობის განვითარების შესაძლო ტენდენციების შესწავლასა და პრევენციას; ზ) უზრუნველყოფს საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლას და ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დაგეგმვას; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“. 10. ამოღებულ იქნეს 111 მუხლი. 11. 112 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 112. საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის სამმართველო საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფს ღია და ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოპოვებას, მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, განზოგადებასა და ანალიზს; ბ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების შესწავლას, რისკების ანალიზს, შეფასებას და შეფასების შედეგად შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას; გ) უზრუნველყოფს საინფორმაციო-ანალიტიკური ბარათებისა და ცნობების რეგულარულ მომზადებას და ანალიზს, ორგანიზებას უწევს საინფორმაციო-ანალიტიკური ბაზის წარმოებას; დ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციულ უზრუნველყოფას; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“. 12. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. საინფორმაციო-ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიურო (მთავარი სამმართველო) საინფორმაციო-ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიურო (მთავარი სამმართველო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) შეიმუშავებს საინფორმაციო-ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგიას, ერთიან პოლიტიკასა და სამოქმედო გეგმას; ბ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებისა და მათდამი დაქვემდებარებული დანაყოფების რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით აღჭურვას, არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით დაკომპლექტებისა და შესაძლებლობის ანალიზს; გ) რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების განვითარებისა და სასაზღვრო მონიტორინგის ერთიან სისტემაში ინტეგრაციის მიზნით ახორციელებს ახალი ტექნოლოგიების შესწავლას, ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრასა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავებას; დ) აკონტროლებს რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ექსპლუატაციის სისწორეს, ტექნიკურ მომსახურებასა და ინფორმაციული უსაფრთხოების ღონისძიებათა შემუშავებას; ე) უზრუნველყოფს საინფორმაციო-ტექნოლოგიური პროგრამების დანერგვას; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“. 13. ამოღებულ იქნეს 151 მუხლი. 14. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 მუხლი: „მუხლი 19. მონიტორინგისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველო მონიტორინგისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით ახორციელებს მათი საქმიანობის პერიოდულ (გეგმური და არაგეგმური) სამსახურებრივ შემოწმებას; ბ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული, ასევე სასაზღვრო პოლიციის უფროსის და სხვა უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლს; გ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინური ნორმების დარღვევის ფაქტების შემოწმებასა და განხილვას, ამასთან, თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე სასაზღვრო პოლიციის უფროსისათვის წინადადებების წარდგენას; დ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობიდან გამომდინარე შიდა სისტემის უსაფრთხოების კონცეფციის და საფრთხეების შეფასების დოკუმენტის შემუშავებასა და შესრულებას; ე) უზრუნველყოფს შიდა საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენას, იდენტიფიცირებას, შეფასებასა და პროგნოზირებას, ამასთან, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებისთვის უსაფრთხოების წესების დანერგვას და კონტროლს, შესაბამისი დასკვნების მომზადებას და სასაზღვრო პოლიციის უფროსისთვის წარდგენას; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|