„საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№36
სარეგისტრაციო კოდი
010240070.22.034.016728
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №36

2018 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით (სსმ III, №84, 23.06.2006წ., მუხ.1128) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი;

ბ) სანაპირო დაცვის დეპარტამენტი;

გ) ადმინისტრაცია (მთავარი სამმართველო);

დ) იურიდიული სამმართველო;

ე) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

ვ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო;

ზ) სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამმართველო;

თ) კინოლოგიის სამმართველო;

ი) ოპერატიულ-საგამოძიებო ბიურო (მთავარი სამმართველო);

კ) საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის სამმართველო;

ლ) სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო;

მ) სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველო;

ნ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო;

ო) საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიურო (მთავარი სამმართველო);

პ) მონიტორინგისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველო.“.

2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. ადმინისტრაცია (მთავარი სამმართველო)

ადმინისტრაცია (მთავარი სამმართველო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;

ბ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის უფროსისა და მოადგილეების დავალებათა შესრულების კონტროლს;

გ)  ახორციელებს არასაიდუმლო და საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზებას და საერთო კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვასა და ინსპექტირებას;

დ) შეიმუშავებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების პოლიტიკას, განსაზღვრავს მომზადება/გადამზადების პრიორიტეტულ მიმართულებებს;

ე) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვასა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას;

ვ) სამოქალაქო სექტორთან ეფექტიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის, უზრუნველყოფს კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტების და სტრატეგიის შექმნას და სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებას, საზოგადოებასთან სტრატეგიულ კომუნიკაციასა და მედიასთან თანამშრომლობას;

ზ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამედიცინო მომსახურების მიღების ხელშეწყობას, სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრებისათვის სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლსა და სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობას;

თ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციაში საპროტოკოლო ღონისძიებების ორგანიზებასა და წარმართვას;

ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე სასაზღვრო პოლიციის უფროსის/უფროსის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.“.

3. 101 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 101. იურიდიული სამმართველო

იურიდიული სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას, შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას და სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმებას;

ბ) სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან კოორდინაციის საფუძველზე უზრუნველყოფს საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტების შედგენას, ექსპერტიზას, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

გ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის საერთო კოორდინაციას, შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით;

დ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლს, ამასთანავე,  სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებს უწევს სამართლებრივ კონსულტაციას;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს საჯარო ინფორმაციას, განიხილავს სასაზღვრო პოლიციაში შემოსულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას;

ვ) წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციას საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოში, ადგილობრივ თვითმმართველობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, აგრეთვე ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან სამართლებრივი ურთიერთობისას.“.

4. 103 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სააღრიცხვო-საშტატო მუშაობას, პერსონალის რიცხობრივ და ხარისხობრივ ანალიზს, საიდუმლო დოკუმენტაციაზე დაშვების პროცედურების ორგანიზებას.“.

5. 105  მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. 106  მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია