„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№270
სარეგისტრაციო კოდი
010240070.22.034.016183
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №270

2013 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე–11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით (სსმ, №84, 23/06/2006 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010.240.070.22.034.008.796) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ  იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი;

ბ) სანაპირო დაცვის დეპარტამენტი;

გ) საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო;

დ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო;

ე) სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველო;

ვ) სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო;

ზ) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველო;

თ) ინსპექციის სამმართველო;

ი) საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო;

კ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ლ) ადმინისტრაციული ობიექტების დაცვის სამმართველო;

მ) სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველო;

ნ) მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.“.

2. დაემატოს 101 და 102 მუხლები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 101. სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველო

სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველო არის სასაზღვრო პოლიციის უფროსის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებით სახელმწიფო საზღვარზე ატარებს  სპეციალურ ღონისძიებებს სახელმწიფო საზღვრისა და სასაზღვრო რეჟიმის დაცვის უზრუნველსაყოფად.

მუხლი 102. სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო

სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო უშუალოდ ექვემდებარება სასაზღვრო პოლიციის უფროსს და მისი ბრძანებით ახორციელებს:

ა) სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო ზოლის, სასაზღვრო ზონისა და საზღვაო სივრცის კონტროლს;

ბ) უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის, სურსათისა და სხვა ტვირთის ტრანსპორტირებას;

გ)  სახელმწიფო საზღვარზე შექმნილი განსაკუთრებული სიტუაციების დროს  შესაბამის ღონისძიებებს;

დ) საგანგებო სიტუაციის დროს (მათ შორის, სტიქიური უბედურების, ხანძრის) სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების ჩატარებას სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.“.

3. მე-14 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო

საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო სტრუქტურული დანაყოფების მეშვეობით ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ არეალში უზრუნველყოფს:

ა) საგამოძიებო, ოპერატიულ-სამძებრო, სასაზღვრო-პოლიციურ, ადმინისტრაციულ და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო ხასიათის, ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი და წინმსწრები ოპერატიული ინფორმაციების მოპოვებას, რისკების ანალიზსა და საფრთხეების შეფასებას;

გ) არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ერთობლივ ოპერატიულ ღონისძიებებს, საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლას;

დ) სწავლობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებულ ოპერატიულ ვითარებას და მისი განვითარების შესაძლო ტენდენციებს.“.

4. მე-17 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველო  

სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველო:

ა) სასაზღვრო პოლიციის დანაყოფების ოპერატიული მართვისა და სასაზღვრო მონიტორინგის განხორციელების მიზნით უზრუნველყოფს სამსახურებრივი ინფორმაციის მართვას, შემოსული ინფორმაციის სტატისტიკურ დამუშავებასა და კრებსითი ინფორმაციის მომზადებას;

ბ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფების რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების აღჭურვის დაგეგმვას, არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით დაკომპლექტებისა და შესაძლებლობის ანალიზს;

გ) რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების განვითარებისა და სასაზღვრო მონიტორინგის ერთიან სისტემაში ინტეგრაციის მიზნით ახორციელებს ახალი ტექნოლოგიების შესწავლას, კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას, ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრასა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავებას;

დ) აკონტროლებს რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ექსპლუატაციის სისწორეს, ინფორმაციული უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებას, ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი