„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ 2006 წლის 21 ივნისის N786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №186 |
|
2014 წლის 8 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში (სსკ 010.240.070.22.034.008.796) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ.ა“,ქვეპუნქტის საფუძველზე“. 2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასაზღვრო პოლიცია არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სპეციალური სამსახური და სამართალდამცავი ორგანო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე. 2. სასაზღვრო პოლიციას აქვს გერბი და დროშა, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. სასაზღვრო პოლიციას აგრეთვე აქვს ნამდვილი და პირობითი სახელწოდება, ემბლემა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების გამოსახულებით, უნიფორმა, ბლანკები, შტამპები და ოფიციალური ვებგვერდი.“; ბ) ბრძანებით დამტკიცებული მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სოციალური დაცვა და მატერიალური უზრუნველყოფა განსაზღვრულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. 6. სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განსაზღვრულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.“. 3. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“ და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით. სასაზღვრო პოლიციას მინიჭებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური, განსაკუთრებული უფლებები, საგამოძიებო ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებანი. ამასთანავე, აქვს ძალის გამოყენების უფლება, აგრეთვე უფლებამოსილება, დაიცვას საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება, ასევე ადმინისტრაციული საქმისწარმოება.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სასაზღვრო პოლიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით: ა) ამყარებს ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს სხვა ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და მემორანდუმებს.". 4. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში, ზონასა და საზღვაო სივრცეში არსებული რისკებისა და საფრთხეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მისი შესწავლა, ანალიზი და სათანადო რეაგირების მექანიზმების შემუშავება, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ინფორმირება;“. 5. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებია: ა) სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი; ბ) სანაპირო დაცვის დეპარტამენტი; გ) ადმინისტრაცია (მთავარი სამმართველო); დ) საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო; ე) სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო; ვ) სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველო; ზ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო; თ) სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველო.“. 6. ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანებები და დირექტივები, რომლებიც აუცილებელია სასაზღვრო პოლიციისათვის კანონით დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად დამოუკიდებლად ან/და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სხვა სუბიექტებთან ერთად; დ) განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობებს, საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და უფლებამოსილებას;“; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) წარმოადგენს სასაზღვრო პოლიციას მოსაზღვრე და სხვა სახელმწიფოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებში, სასაზღვრო, სამართალდამცავ და სამხედრო ორგანოებში; კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელს აწერს უწყებათშორის საერთაშორისო ხელშეკრულებებს;“; გ) „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) სასაზღვრო პოლიციის სამსახურში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს, გადააადგილებს და ათავისუფლებს, შვებულებაში უშვებს და შვებულებიდან იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს; მ) სამსახურებრივ მივლინებაში გზავნის სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეებსა და სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს;“; დ) „ღ–ჩ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ღ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის საკითხებს; ყ) ცეცხლსასროლი იარაღით, ფულადი ჯილდოთი, მადლობის სიგელითა და ფასიანი საჩუქრებით აჯილდოებს და საპატიო წოდებებს ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს, უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლებს, აგრეთვე სხვა პირებს სასაზღვრო პოლიციის წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრაში აქტიური დახმარებისათვის; შ) სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთებზე (გარდა სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა) წარმომადგენლობითი საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დასანიშნად წარუდგენს წარმომადგენელთა კანდიდატებს; ჩ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სასაზღვრო პოლიციის ფორმის ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების ესკიზებს;“. 7. დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სასაზღვრო პოლიციის უფროსს უფლება აქვს კომპეტენტურ პირებზე განახორციელოს ამ ბრძანებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა დელეგირება საკადრო, საფინანსო და სახელმწიფო საზღვრის დაცვის საკითხებზე. საჭიროების შემთხვევაში უფროსის უფლებამოსილებათა დელეგირებას ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“. 8. დებულების მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთების დაცვას და უზრუნველყოფს ქვედანაყოფების მუდმივ მზადყოფნას;“; ბ) პირველი პუნქტის „ე-თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) აკონტროლებს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვის საკითხებზე გამოცემული ნორმატიული აქტების შესრულებას; ვ) საერთაშორისო სამართლის ნორმების, პრინციპებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი რეჟიმის დაცვისა და სამიგრაციო კონტროლის სრულყოფის მიზნით შეიმუშავებს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვის განვითარების გრძელვადიან და მოკლევადიან პროგრამებს, დირექტივებსა და ინსტრუქციებს; ზ) სასაზღვრო პოლიციის სამმართველოებთან ერთად კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარების წინადადებების შემუშავებაში და მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების განსაზღვრაში; „თ) ახორციელებს: საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვას; სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დაცვას; უზრუნველყოფს სასაზღვრო რეჟიმით დადგენილი წესების დაცვასა და კონტროლს“; გ) პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტოლის მეთოდების შემუშავებას, ოპერაციების დაგეგმვას და უზრუნველყოფს მათ ჩატარებას;“; დ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებებისა და განკარგულებების საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს ადმინისტრაციულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს სამსახურებრივ საკითხებზე, ამოწმებს მათ შესრულებას;“; ე) მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფების სამსახურებრივი საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებული ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებასა და მათ პრაქტიკაში გამოყენებას; ე) ხელმძღვანელობს სახელმწიფო სახმელეთო საზღვრის დაცვის განვითარების პროგრამის შემუშავებასა და მის შესრულებას, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა და მისაღებ კანდიდატთა სპეციალურ მომზადებას.“. 9. დებულების მე-9 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის გამოცემული ნორმატიული აქტების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებებისა და განკარგულებების საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს ადმინისტრაციულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს სამსახურებრივ საკითხებზე, ამოწმებს მათ შესრულებას;“; ბ) მე-3 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) შეიმუშავებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფების სამსახურებრივი საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სახელმძღვანელო დოკუმენტებს და უზრუნველყოფს მათ პრაქტიკაში გამოყენებას; ე) შეიმუშავებს საქართველოს სანაპირო დაცვის განვითარების პროგრამას და უზრუნველყოფს მის შესრულებას, ხელმძღვანელობს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეთა მომზადება-გადამზადებას.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სანაპირო დაცვის დეპარტამენტი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან: ა) ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველო; ბ) სანაპირო დაცვის პოლიტიკის უზრუნველყოფის სამმართველო; გ) საინჟინრო-სარემონტო სამმართველო; დ)საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო; ე) საკადრო უზრუნველყოფის განყოფილება; ვ) საქმისწარმოების განყოფილება; ზ) სამართლებრივი და საპროტოკოლო უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება.“. 10. დებულების მე-10–მე-15 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ადმინისტრაცია (მთავარი სამმართველო) ა) ორგანიზებას უწევს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და გაღრმავებას საზღვარგარეთის შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ბ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო საქმიანობის ორგანიზებას; გ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და ამზადებს საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების პროექტებს და უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის სრულფასოვან მონაწილეობას მათ განხორციელებაში; დ) სახელმწიფოს მიერ აღებული ევროინტეგრაციული კურსის შესაბამისადб ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სრულფასოვან მონაწილეობას ამ პროცესში; ე) კოორდინაციას უწევს სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო საქმიანობას არალეგალური მიგრაციისა და სხვა ტრანსსასაზღვრო დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლაში; ვ) უზრუნველყოფს სადელიმიტაციო-სადემარკაციო და სასაზღვრო წარმომადგენლობით საქმიანობას; ზ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციაში კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებას; თ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით კოორდინაციას უწევს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან სასაზღვრო პოლიციის ურთიერთობას; ი) დასკვნას აკეთებს და ვიზირებას აძლევს სამართლებრივ დოკუმენტებს, ახდენს დოკუმენტების რედაქტირებას; კ) წარმოადგენს და იცავს სასაზღვრო პოლიციის ინტერესებს სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებში სამართლებრივი საკითხების განხილვისას; ლ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის მიერ ოფიციალური ვიზიტების, საერთაშორისო, მაღალი რანგის დელეგაციების მიღებასთან დაკავშირებული საპროტოკოლო და ტექნიკური მომსახურების ღონისძიებების ჩატარებას; მ) ახორციელებს რისკების ანალიზსა და საფრთხეების შეფასებას; ნ) კოორდინაციას უწევს სასაზღვრო პოლიციის ერთიან საკადრო უზრუნველყოფას; ო) შეიმუშავებს კადრების შერჩევის, განაწილებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემას; პ) ახორციელებს სააღრიცხვო-საშტატო მუშაობას, პერსონალის რიცხობრივ და ხარისხობრივ ანალიზსა და თვისებრივ გაუმჯობესებას, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებში სახელმწიფო საიდუმლოობის რეჟიმის დაცვის ორგანიზაციულ-მეთოდურ ხელმძღვანელობასა და კონტროლს; ჟ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს პირადი შემადგენლობის პროფესიული დონის ზრდას, მათ შორის, ატესტაციის გზით; რ) ახორციელებს განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას, დადგენილი წესისა და განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით დოკუმენტებისა და სხვადასხვა საქმეების არქივში ჩაბარებასა და მათ დაცვას; შესაბამისი ბრძანების საფუძველზე სრულიად საიდუმლო, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების გეგმურ და არაგეგმურ ინსპექტირებას; სასაზღვრო პოლიციაში სახელმწიფო საიდუმლოობასთან დაშვების თანამდებობრივი ნომენკლატურის შედგენასა და განსაზღვრული წესის შესაბამისად კონკრეტულ თანამშრომელთა სახელმწიფო საიდუმლოობასთან დაშვების ორგანიზებას, შემოსული უცხოენოვანი კორესპონდენციების არაოფიციალურ თარგმანს, სასაზღვრო პოლიციის საფელდეგერო მომსახურებას; ს) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით მოიპოვებს ინფორმაციას, აანალიზებს მას და წარუდგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსს; ტ) ინფორმაციას აწვდის საზოგადოებასა და მასმედიას სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე პროცესების თაობაზე; უ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებას; ფ) ხელს უწყობს საზოგადოებაში სასაზღვრო პოლიციის შესახებ ობიექტური აზრის ჩამოყალიბებას; ქ) სასაზღვრო პოლიციის სახელით კომპეტენციის ფარგლებში გასცემს საჯარო ინფორმაციას; ღ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულებისა და დანაყოფების მოსამსახურეთა სამედიცინო-პროფილაქტიკურ შემოწმებას, სანიტარიულ-ჰიგიენურ, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა ჩატარებას, არეგულირებს მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო დაზღვევის საკითხებს სადაზღვევო კომპანიასთან. მუხლი 11. საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოб სტრუქტურული დანაყოფების მეშვეობითб ამ დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ არეალში ახორციელებს: ა) პრევენციულ და სამართალდარღვევებზე რეაგირების ღონისძიებებს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას დანაშაულის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით; ბ) კომპეტენციის ფარგლებში პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო ხასიათის, ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი და წინმსწრები ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებას; გ) არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ერთობლივ ოპერატიულ ღონისძიებებს, საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე სხვა ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლას; დ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული ოპერატიული ვითარების, მისი განვითარების შესაძლო ტენდენციების შესწავლასა და პრევენციას. მუხლი 12. სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველო უშუალოდ ექვემდებარება სასაზღვრო პოლიციის უფროსს და მისი ბრძანებით ახორციელებს: ა) სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო ზოლის, სასაზღვრო ზონისა და საზღვაო სივრცის კონტროლს; ბ) პირადი შემადგენლობის, სურსათისა და სხვა ტვირთის ტრანსპორტირებას; გ) სახელმწიფო საზღვარზე შექმნილი განსაკუთრებული ვითარების დროს შესაბამის ღონისძიებებს; დ) საგანგებო სიტუაციით (მათ შორის, სტიქიური უბედურება, ხანძარი) გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, განსაკუთრებულ შემთხვევებში – საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მუხლი 13. სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველო სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველო არის სასაზღვრო პოლიციის უფროსის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეული, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებით სახელმწიფო საზღვარზე ატარებს სპეციალურ ღონისძიებებს სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის უზრუნველსაყოფად. მუხლი 14. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო: ა) ორგანიზებას უწევს სასაზღვრო პოლიციის ფინანსური პოლიტიკის შემუშავებას, მის განხორციელებას, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვას; ბ) შეიმუშავებს სასაზღვრო პოლიციის ბიუჯეტს; გ) ანაწილებს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტს შესაბამის ქვედანაყოფებზე; დ) მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე აკონტროლებს დაგეგმვის, დაფინანსებისა და აღრიცხვა-ანგარიშსწორების ღონისძიებებს; ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისადб ფინანსურად უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის ღონისძიებებს; ვ) აკეთებს ბიუჯეტის შესრულების ანალიზს, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს, აფორმებს ხელშეკრულებებს მიმწოდებელთან და აკონტროლებს მიწოდებული საქონლის ხარისხს; ზ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულების სამეურნეო და მომარაგების უზრუნველყოფას; თ) აკონტროლებს სასაზღვრო პოლიციის საყაზარმო და საბინაო ფონდის ექსპლუატაციას, დადგენილი წესის მიხედვით საცხოვრებელი ფართობის აღრიცხვა-განაწილებას; ი) უზრუნველყოფს სასაზღვრო ინფრასტრუქტურის დაპროექტებას, მშენებლობას და მის სწორ ექსპლუატაციას. მუხლი 15. სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველო სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველო: ა) სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებისა და მათდამი დაქვემდებარებული დანაყოფების ოპერატიული მართვისა და სასაზღვრო მონიტორინგის განხორციელების მიზნით უზრუნველყოფს სამსახურებრივი ინფორმაციის მართვას, შემოსული ინფორმაციის სტატისტიკურ დამუშავებასა და კრებსითი ინფორმაციის მომზადებას; ბ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებისა და მათდამი დაქვემდებარებული დანაყოფების რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით აღჭურვის დაგეგმვას, არსებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით დაკომპლექტებისა და შესაძლებლობის ანალიზს; გ) რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების განვითარებისა და სასაზღვრო მონიტორინგის ერთიან სისტემაში ინტეგრაციის მიზნით ახორციელებს ახალი ტექნოლოგიების შესწავლას, კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას, ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრასა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავებას; დ) აკონტროლებს რადიოლოკაციური, სენსორული, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ექსპლუატაციის სისწორეს, ინფორმაციული უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებას, ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტს.“. 11. ბრძანებით დამტკიცებული დებულებიდან ამოღებულ იქნეს 101, 102, მე-17 და მე-18 მუხლები. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|