„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №38 |
|
2021 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში (სსმ, 84, 23.06.2006, 010.240.070.22.034.008.796) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-6 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სასაზღვრო პოლიციის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“; ბ) მე-6 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო;“. 2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების მიზნით;“. 3. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო: ა) ორგანიზებას უწევს სასაზღვრო პოლიციის ფინანსური პოლიტიკის შემუშავებას, მის განხორციელებას, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვას; ბ) შეიმუშავებს სასაზღვრო პოლიციის ბიუჯეტს; გ) ანაწილებს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტს შესაბამის ქვედანაყოფებზე; დ) მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე აკონტროლებს დაგეგმვის, დაფინანსებისა და აღრიცხვა-ანგარიშსწორების ღონისძიებებს; ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ფინანსურად უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის ღონისძიებებს; ვ) აკეთებს ბიუჯეტის შესრულების ანალიზს, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს, აფორმებს ხელშეკრულებებს მიმწოდებელთან და აკონტროლებს მიწოდებული საქონლის ხარისხს; ზ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულების სატრანსპორტო, სამეურნეო და მომარაგების უზრუნველყოფას; თ) ახორციელებს მატერიალური ფასეულობების მიღებას, გაცემა-განაწილებასა და აღრიცხვას; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და საინჟინრო საშუალებების სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებზე გაცემა-განაწილებასა და აღრიცხვას; კ) აკონტროლებს სასაზღვრო პოლიციის საყაზარმო და საბინაო ფონდის ექსპლუატაციას, დადგენილი წესის მიხედვით საცხოვრებელი ფართობის აღრიცხვა-განაწილებას; ლ) უზრუნველყოფს სასაზღვრო ინფრასტრუქტურის დაპროექტებას, მშენებლობას და მის სწორ ექსპლუატაციას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივლისიდან.
|
|