„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№50
სარეგისტრაციო კოდი
010240070.22.034.017478
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/07/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №50

2024 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში (სსმ, №84, 23.06.2006, 010.240.070.22.034.008.796) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასაზღვრო პოლიცია თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ და „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამ დებულებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული და სამართლებრივი აქტებით.“.

 2. მე-4 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი:

„რ1) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ დაწესებულებასთან კოორდინაციით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სპეციალური პროფესიული გადამზადება ან/და კვალიფიკაციის ამაღლება;“.

3. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

„ჟ) სასწავლო ცენტრი (სამმართველო).“.

4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“–„ი5“ ქვეპუნქტები:

„ი1) კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო ცენტრის (სამმართველო) წარდგინებით ამტკიცებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შემუშავებულ კურსებს/პროგრამებს, შესაბამის სახელმძღვანელოებსა და ინსტრუქციებს;

ი2) სასწავლო ცენტრის (სამმართველო) წარდგინებით ამტკიცებს მსმენელის შეფასების წესსა და კრიტერიუმებს;

ი3) გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების კურსის/პროგრამის გავლასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების მიზნით;

ი4) ამტკიცებს სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრში (სამმართველო) ჩარიცხულ მსმენელთა ქცევის წესს;

ი​5) გასცემს სპეციალური პროფესიული გადამზადების ან/და კვალიფიკაციის ამაღლების შესაბამისი კურსის/პროგრამის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს, ამტკიცებს მის ფორმას;“.

5. მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 მუხლი:

„მუხლი 20. სასწავლო ცენტრი (სამმართველო)

სასწავლო ცენტრი (სამმართველო) კომპეტენციის ფარგლებში:

ა) სასაზღვრო პოლიციის მიზნებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების საჭიროებებსა და სწავლების ძირითად მიმართულებებს;

ბ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სპეციალურ პროფესიულ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, მათ შორის, თეორიული და პრაქტიკული საველე მეცადინეობების ორგანიზებასა და ჩატარებას დღის და ღამის პირობებში, სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში;

გ) შეიმუშავებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთათვის შესაბამის პროგრამებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსს;

დ) შეიმუშავებს სწავლებისა და სწავლების საჭიროებების ანალიზის მეთოდოლოგიას, ნერგავს სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებს, უზრუნველყოფს მათ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას;

ე) უზრუნველყოფს შესაბამისი კურსის/პროგრამის დაგეგმვას სასაზღვრო პოლიციის ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულთან და სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით;

ვ) უზრუნველყოფს კურსის/პროგრამის მსმენელთა შეფასებას გამოცდის/ტესტირების ჩატარებით ან სხვა სახის შეფასების სისტემის საშუალებით;

თ) კურსის/პროგრამის დასრულების შემდეგ გასცემს შესაბამის სერტიფიკატს;

ზ) სასწავლო და შეფასების პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 15 ივლისიდან.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ უზრუნველყოს სასწავლო ცენტრის (სამმართველო) ფუნქციონირებისათვის შესაბამისი ორგანიზაციული ღონისძიებების დასრულება არაუგვიანეს 2024 წლის პირველი ნოემბრისა.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.07.2024.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.07.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №50. სარეგისტრაციო კოდი — 010240070.22.034.017478.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.07.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №50, 08.07.2024, სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.034.017478 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.07.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6219706/