„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №31 |
|
2021 წლის 14 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში (სსმ, №84, 23/06/2006, 010.240.070.22.034.008.796) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საომარი მდგომარეობის დროს სასაზღვრო პოლიცია გადადის საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში.“. 2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) კომპეტენციის ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციაში საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ნიშნავს, გადააადგილებს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აფორმებს, აგრძელებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს;“; ბ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი: „ლ1) შვებულებაში უშვებს, აგრეთვე, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შვებულებას უწყვეტს და სამსახურის გასაგრძელებლად იძახებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს;“; გ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების შესაბამისად, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს.“. 3. მე-10 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. 103 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 103. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო: ა) წარმართავს სასაზღვრო პოლიციის ადამიანური რესურსების მართვის ერთიან პოლიტიკას; ბ) უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსების შერჩევას, მოზიდვას, განაწილებას და შენარჩუნებას, აგრეთვე აორგანიზებს მოსამსახურეთა სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებს; გ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მიზნით შესაბამისი მასალების მომზადებას; დ) ახორციელებს სააღრიცხვო-საშტატო მუშაობას, პერსონალის რიცხობრივ და ხარისხობრივ ანალიზს; ე) შეიმუშავებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და ამზადებს სამუშაოს აღწერილობებს საშტატო ნუსხით დადგენილი თანამდებობებისთვის; ვ) შეიმუშავებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამუშაოს შეფასების სისტემას და უზრუნველყოფს აღნიშნული სისტემის მართვას; ზ) შეიმუშავებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა პროფესიული და კარიერული განვითარების პოლიტიკას, განსაზღვრავს მომზადებისა და გადამზადების პრიორიტეტულ მიმართულებებს; შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, აორგანიზებს მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების ღონისძიებებს; თ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი მასალების ან/და ბრძანების პროექტის მომზადებას; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 7 მაისს.
|
|