„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №34 |
|
2024 წლის 29 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15/12/2017, 010240030.22.034.016687) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო და პერსონალურ მონაცემთა შემცველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-6 მუხლის „დ“- ზ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის შესაბამისი დანაყოფებიდან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვასა და დამუშავებას; ე) საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სამინისტროს სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველსაყოფად, შეიმუშავებს სტანდარტებს, ნერგავს ერთიან პრაქტიკას და აღნიშნულ საკითხებზე საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემის დანაყოფებს; ვ) სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის მიზნით, კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით, ახორციელებს ეფექტიანი ინსტრუმენტების შექმნას; ზ) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული განცხადებებისა და წინადადებების ანალიზს, რეკომენდაციის მომზადების მიზნით; ზ1) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების კოორდინაციასა და ანგარიშის მომზადებას, ამ მიზნით სამინისტროს სისტემის დანაყოფებიდან ინფორმაციის გამოთხოვასა და დამუშავებას;“. 3. მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ინფორმაციის ანალიზისა და კოორდინაციის განყოფილება.“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჯარო ინფორმაციის სამმართველო: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს საჯარო და პერსონალურ მონაცემთა შემცველი ინფორმაციის გაცემას, ამ მიზნით, სამინისტროს სისტემის შესაბამისი დანაყოფიდან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვასა და დამუშავებას; ბ) საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის დანაყოფებიდან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვასა და დამუშავებას; გ) საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სამინისტროს სისტემის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველსაყოფად, შეიმუშავებს სტანდარტებს, ნერგავს ერთიან პრაქტიკას და აღნიშნულ საკითხებზე საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემის დანაყოფებს; დ) სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის მიზნით, კომუნიკაციის შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით, ახორციელებს ეფექტიანი ინსტრუმენტების შექმნას; ე) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული განცხადებებისა და წინადადებების ანალიზს, რეკომენდაციის მომზადების მიზნით; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების კოორდინაციასა და ანგარიშის მომზადებას, ამ მიზნით სამინისტროს სისტემის შესაბამისი დანაყოფიდან ინფორმაციის გამოთხოვასა და დამუშავებას; ზ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, ასევე, ადმინისტრაციის უფროსის ან/და უფროსის მოადგილის სხვა დავალებებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 მაისიდან.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.04.2024.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.04.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №34. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.034.017462.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.04.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №34, 29.04.2024, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.034.017462 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6164725/