„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№58
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.034.016749
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №58

2018 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის,  „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 15/12/2017,  სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.034.016687) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი:

1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:

„ზ1) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების, სამთავრობო და უწყებათაშორისი სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგს, კოორდინაციას და შესრულების ანგარიშის მომზადებას, ამ მიზნით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ტერიტორიული ორგანოებიდან, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან ინფორმაციის გამოთხოვას და დამუშავება/გაცემას.“.

2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ინფორმაციის ანალიზის და მართვის განყოფილება.“.

3. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის განყოფილება.“.

4. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი:

„მუხლი 121

ინფორმაციის ანალიზის და მართვის განყოფილება:

ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების, სამთავრობო და უწყებათაშორისი სამოქმედო გეგმებით განსაზღვრული დავალებების/აქტივობების შესრულებაზე მონიტორინგს, კოორდინაციასა და შესრულების ანგარიშის მომზადებას;

ბ) სამთავრობო და უწყებათაშორისო სამოქმედო გეგმების შესრულების მიზნით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ტერიტორიული ორგანოებიდან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან ინფორმაციის გამოთხოვას და დამუშავება/გაცემას;

გ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე ადმინისტრაციის უფროსის/უფროსის მოადგილის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ დავალებებს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია