„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №324 |
|
2015 წლის 2 მაისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31,12.2013, სარეგისტრაციო კოდი - 140030000.22.034.016264) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) გაიაროს გრძელვადიანი სასწავლო კურსი საზღვარგარეთ და საკვალიფიკაციო სწავლება, რათა განიმტკიცოს ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;“. 2. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საზღვარგარეთ გრძელვადიან სასწავლო კურსზე მივლინებული სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები აფორმებენ წერილობით ხელშეკრულებას (კონტრაქტი) განსაზღვრული ვადით სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის შესახებ.“. 3. 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცვლის სხვა მოსამსახურეს, სასაზღვრო პოლიციის უფროსის თანხმობით, ხელფასის გარდა ეძლევა დანამატი არმყოფი მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.“. 4. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი: „რ1) ხელშეკრულებით (კონტრაქტი) გათვალისწინებული პირობის დარღვევის გამო;“. 5. დაემატოს შემდეგი შინაარსის 501 მუხლი: „მუხლი 501. დათხოვნა ხელშეკრულებით (კონტრაქტი) გათვალისწინებული პირობის ან კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის გამო 1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე დათხოვნილ იქნება სამსახურიდან ხელშეკრულებით (კონტრაქტი) გათვალისწინებული პირობის ან კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის გამო და დაეკისრება გრძელვადიანი სწავლის პერიოდში სასაზღვრო პოლიციის მიერ მასზე დახარჯული თანხის ანაზღაურება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევად ჩაითვლება კონტრაქტის მოქმედების პერიოდში სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მიერ: ა) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დასკვნის არსებობა; ბ) განზრახი დანაშაულის გამო სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 25 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.05.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.05.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №324. სარეგისტრაციო კოდი — 140030000.22.034.016433.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.05.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №324, 02.05.2015, სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.016433 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.05.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2786036/