„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №46 |
|
2023 წლის 20 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140030000.22.034.016264) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 35. დათხოვნა პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე 1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის პირადი განცხადება (პატაკი) გათავისუფლების შესახებ უნდა შეთანხმდეს როგორც უშუალო, ასევე ზემდგომ უფროსთან/უფროსებთან. 2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის უშუალო ან/და ზემდგომი უფროსი/უფროსები უფლებამოსილია/უფლებამოსილნი არიან განცხადების (პატაკის) ვიზირება შეაჩეროს/შეაჩერონ არაუმეტეს 14 სამუშაო დღის ვადით, თუ განცხადების (პატაკის) დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სახელმწიფო ინტერესებს ან/და სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულის ნორმალურ ფუნქციონირებას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, განცხადება (პატაკი) უნდა დაკმაყოფილდეს 14 სამუშაო დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნულ პერიოდში წარმოიშვა სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების სხვა სამართლებრივი საფუძველი. 4. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ვალდებულია მისი განცხადების (პატაკის) ვიზირების დასრულებამდე გამოცხადდეს სამსახურში და შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები. ამ პერიოდში, სამსახურში გამოუცხადებლობის ან/და მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მიმართ გატარდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინური ღონისძიებები. 5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული წესის დაუცველად მომზადებულ განცხადებას (პატაკს) არ მიეცემა მსვლელობა. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული წესი ვრცელდება როგორც ელექტრონული დოკუმენტბრუნვის საშუალებით მომზადებულ, ასევე მატერიალური ფორმით წარდგენილ განცხადებაზე (პატაკზე). 7. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება კადრების განკარგულებაში მყოფი პირის მიერ პირადი განცხადებით (პატაკით) გათავისუფლების მოთხოვნაზე (გარდა იმ მოსამსახურისა, რომელსაც ამ წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დაკისრებული აქვს მოვალეობის დროებით შესრულება). აღნიშნული პირი განცხადებით (პატაკით) მიმართავს მის გათავისუფლებაზე უფლებამოსილ პირს უშუალო ან/და ზემდგომი უფროსის ვიზირების გარეშე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.07.2023.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.07.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №46. სარეგისტრაციო კოდი — 140030000.22.034.017374.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.07.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №46, 20.07.2023, სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.034.017374 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.07.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5873140/