„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №331 |
|
2017 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1014 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140030000.22.034.016264) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები: „11. ეს წესი შემუშავებულია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ძირითადი პრინციპების შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციის, როგორც სამართალდამცავი ორგანოს, საქმიანობისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თავისებურებების გათვალისწინებით. 12. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის მოქმედება სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეზე, როგორც სპეციალური ნორმებით მოწესრიგებული ურთიერთობის სუბიექტზე, ვრცელდება მხოლოდ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 51-ე, 64-ე, 66-ე და 103-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის სხვა საკითხები წესრიგდება ამ წესით დადგენილი სპეციალური ნორმებით, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად.“. 2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი: „მუხლი 91. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის შრომის ანაზღაურება 1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სისტემა ემყარება გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს, რომლებიც გულისხმობს თანაბარი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღებას. 2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს ხელფასი. 3. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოს ან/და წოდებისთვის დადგენილი სარგოსაგან. 4. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს ხელფასის გარდა შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი ან/და კომპენსაცია. 5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ხელფასის ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ხელფასის შემცირების საფუძველი. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელფასი, დანამატი და კომპენსაცია სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს ეძლევა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. 7. სასაზღვრო პოლიციის სისტემაში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) და დანამატის ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“. 3. 40-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე დაითხოვება სამსახურიდან 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნით სამსახურის თვითნებურად მიტოვების შემთხვევაში, მინისტრის მიერ დამტკიცებული სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან. |
|