„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება №70 |
|
2015 წლის 8 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ადმინისტრაციაში დასანიშნი კანდიდატების განხილვას და შერჩევას, სამსახურის უფროსს წარუდგენს ადმინისტრაციაში შესაბამის თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატებს/მოსამსახურეებს, მოსამსახურეთა მივლინების საკითხებს და წახალისების შესახებ წინადადებებს; უზრუნველყოფს სასწავლო კურსებზე გასაგზავნ მოსამსახურეთა შერჩევას; სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს ადმინისტრაციის ან/და მასში შემავალი დანაყოფის (დანაყოფების) სამსახურებრივ ინსტრუქციას/რეგლამენტს მოსამსახურეთა ძირითადი ფუნქციამოვალეობების განსაზღვრის შესახებ; ადმინისტრაციის პირად შემადგენლობას განუსაზღვრავს კონკრეტულ/პერსონალურ ფუნქცია-მოვალეობებს; ადმინისტრაციაში პირის შტატგარეშე მოსამსახურედ მიღებისას ადგენს შრომითი ხელშეკრულების პირობებს;“.
„გ) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველო (ცენტრალური კანცელარია);“.
„მუხლი 9. საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოს (ცენტრალური კანცელარია) კომპეტენცია:
საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველო (ცენტრალური კანცელარია):
ა) ახორციელებს საქმისწარმოების ორგანიზებასა და საერთო კოორდინაციას;
ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საერთო კოორდინაციას და მეთოდურ ხელმძღვანელობას უწევს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას;
გ) უზრუნველყოფს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო საქმისწარმოება) ორგანიზებას, კანონმდებლობით განსაზღვრული საქმისწარმოების ერთიანი წესების შესრულების კონტროლს, ამ მიზნით ადმინისტრაციის უფროსის თანხმობით, სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების გეგმურ და არაგეგმურ შემოწმებას;
დ) აღრიცხავს კონტროლზე აყვანილ დოკუმენტებს და უზრუნველყოფს მათი შესრულების კონტროლსა და ანალიზს (ვადების მიხედვით);
ე) უზრუნველყოფს სამსახურის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნას, ასევე ადმინისტრაციის დანაყოფების მიერ მომზადებული დოკუმენტების დარეგისტრირებასა და ადრესატამდე დაგზავნას;
ვ) დადგენილი წესით ახორციელებს მოქალაქეთა წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების მიღებას, აღრიცხვას, მათი სამსახურის ხელმძღვანელობისა და შესაბამისი დანაყოფებისათვის დაგზავნას, აღნიშნული დოკუმენტების შესრულების კონტროლსა და ანალიზს (ვადების შესაბამისად);
ზ) უზრუნველყოფს სამსახურში გერბიანი ბლანკებისა და ბეჭდების დამზადებას, გამოყენებასა და შენახვის კონტროლს;
თ) უზრუნველყოფს სამსახურში ბეჭდების, შტამპების და ინდივიდუალური სარგებლობის ლუქების დამზადების ორგანიზებას და ცენტრალიზებულ აღრიცხვას;
ი) უზრუნველყოფს სამსახურის ადმინისტრაციის თანამშრომელთა სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების მისაღებად შესაბამისი პროცედურების განხორციელებას.“.
|