„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება №8 |
|
2018 წლის 27 იანვარი ქ. თბილისი |
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №4 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 03.08.2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016004) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
„ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;“.
„1. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
2. ადმინისტრაციის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას სამსახურის უფროსის ან ადმინისტრაციის უფროსის დავალებით ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო ასევე მისი არყოფნისას – ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.
3. ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე ან მოადგილე (შემდგომში – ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე) სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით იმავდროულად შეიძლება იყოს ერთ-ერთი სტრუქტურული დანაყოფის უფროსი.“.
„მუხლი 13. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენცია
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) საზოგადოებრივი აზრის შესწავლისა და ჩამოყალიბების მიზნით, კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების ჩატარება და თემატური მასალების დამუშავება;
ბ) სამოქალაქო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
გ) სამსახურის ხელმძღვანელობის ოპერატიული ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ;
დ) სპეციალური ინსტრუქციების შემუშავება და გამოცემა;
ე) ლექცია-სემინარების ორგანიზება, რომლებიც დაეხმარება სამსახურის მოსამსახურეებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობაში;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება;
ზ) სამსახურში მიმდინარე პროცესების (რეფორმები, სწავლებები, ოფიციალური შეხვედრები, ვიზიტები და ა.შ.) ამსახველი ინფორმაციის მომზადება და გავრცელება;
თ) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა;
ი) ინფორმაციის გავრცელება საინფორმაციო არხების მეშვეობით;
კ) მასმედიის წარმომადგენელთა დაშვების ორგანიზება სამსახურის ობიექტებზე;
ლ) საომარი და/ან საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციების, საბრძოლო მოქმედებების დროს მასმედიის წარმომადგენლებთან მუშაობის დაგეგმვა და კოორდინირება;
მ) საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ერთობლივი სატელევიზიო პროექტების შემუშავება;
ნ) სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის, ფოტო და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება;
ო) სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება;
პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, სამსახურის უფროსის დავალების შესაბამისად სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
|