„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-928 |
|
2024 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, ს/კ 360160000.22.023.016151) შეტანილ იქნეს ცვლილება და დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს 5 მოადგილე, მათ შორის, ერთი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი (შემდგომში – მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი), რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი და რომელთა უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებითა და დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
2. 71 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სამართალდარღვევების თავიდან აცილების მიზნით წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა;“.
3. 75 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 75. დეპარტამენტის იურიდიული სამსახური
დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის ამოცანებია:
ა) სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ბ) სამსახურში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნის მომზადება;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შეთანხმება და ვიზირება;
დ) დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ე) დეპარტამენტის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა ყველა ინსტანციის სასამართლოში და სხვა ორგანოებში;
ვ) ყველა ინსტანციის სასამართლოში სარჩელების, საჩივრების, განცხადებების, შუამდგომლობების ან/და სხვა სახის დოკუმენტების წარსადგენად მომზადების უზრუნველყოფა;
ზ) სასამართლო დავებზე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან სასამართლო პროცესთან დაკავშირებული, მათ ხელთ არსებული საქმის მასალებისა ან/და შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა;
თ) საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დეპარტამენტის ან/და სამინისტროს იმ სტრუქტურულ ერთეულთან, რომელსაც ეხება სასამართლო საქმისწარმოება, სასამართლო პროცესში დეპარტამენტის ან/და სამინისტროს წარმომადგენლობის თაობაზე მოწმის ან/და წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად საკითხის დასმა;
ი) წარმომადგენლობა საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, განცხადებების, საჩივრების, წერილების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება (გარდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა);
მ) კომპეტენციის ფარგლებში, დაინტერესებულ პირთათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით სამსახურში შემოსულ განცხადებებთან/საჩივრებთან დაკავშირებული ინფორმაციის/გადაწყვეტილებების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის შესაბამის ელექტრონულ სისტემებში ასახვა;
ო) ყოველი კალენდარული წლის ბოლოს დეპარტამენტის უფროსისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2024.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.12.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-928. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.22.023.016883.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2-928, 26.12.2024, სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016883 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6348241/