„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№68
სარეგისტრაციო კოდი
130000000.63.075.016020
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №68

2015 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №9 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 03/08/2015 წ., სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016009)  დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სააგენტოში დასანიშნი კანდიდატების განხილვას და შერჩევას, სამსახურის უფროსს, კურატორ სამსახურის უფროსის  მოადგილესთან შეთანხმებით, წარუდგენს სააგენტოში შესაბამის თანამდებობებზე დასანიშნ კანდიდატებს/მოსამსახურეებს, მოსამსახურეთა მივლინების საკითხებს და წახალისების შესახებ წინადადებებს; უზრუნველყოფს სასწავლო კურსებზე გასაგზავნ მოსამსახურეთა შერჩევას;  კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს ან/და მასში შემავალი დანაყოფის (დანაყოფების) სამსახურებრივ ინსტრუქციას/რეგლამენტს მოსამსახურეთა ძირითადი ფუნქცია­ მოვალეობების განსაზღვრის შესახებ; სააგენტოს პირად შემადგენლობას განუსაზღვრავს კონკრეტულ/პერსონალურ ფუნქცია-­მოვალეობებს; სააგენტოში პირის შტატგარეშე მოსამსახურედ მიღებისას ადგენს შრომითი ხელშეკრულების პირობებს;“.

2. მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახური;“.

3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის კომპეტენცია

ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახური:

ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სააგენტოს საორგანიზაციო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხორციელებას;

ბ) სამსახურის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით უზრუნველყოფს სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვას, დამუშავებას და დანიშნულებისამებრ გადაგზავნას, საიდუმლო საქმისწარმოებას;

გ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური