„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2020 წლის 6 მაისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება №01 |
|
2021 წლის 4 იანვარი ქ. თბილისი |
1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ1“ ქვეპუნქტი:
„რ1) სამსახურის ფუნქციების შესრულების პროცესის სრულყოფის, თანამედროვე სტანდარტების დანერგვისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით, უფლებამოსილია გამოსცეს სამსახურის თანამშრომლებისათვის შესასრულებლად სავალდებულო ხასიათის ინსტრუქციები.“.
2. მე-13 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო;“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საგამოძიებო დეპარტამენტში შემავალი აღმოსავლეთის სამმართველოს, დასავლეთის სამმართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება სახელმწიფო ინსპექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.“.
3. მე-14 მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
4. მე-17 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სამსახურის ბალანსზე რიცხული და სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების მართვა, ასევე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამსახურის ბალანსზე რიცხული და სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების მართვისა და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და სათანადო მომსახურებებით უზრუნველყოფის ორგანიზება;
ბ) ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივებისა და მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ინვენტარიზაციის დადგენილ ვადებში ჩატარება;
გ) სამსახურის იურიდიულ მისამართზე მდებარე ადმინისტრაციული შენობის საკუთრების დაცვა და სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უწყვეტი სადღეღამისო საქმიანობის ხელშეწყობა, მონიტორინგი ვიდეოთვალთვალის სისტემის მეშვეობით;
დ) სამსახურის სარგებლობაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების გამართულ საექსპლუატაციო მდგომარეობაში ყოფნისათვის სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;
ე) კაპიტალური მშენებლობებისა და სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება და კონტროლი;
ვ) სამსახურის სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის საჭირო ინვენტარის ნუსხის შედგენა და პერიოდული განახლება;
ზ) სამსახურის სასაწყობო მეურნეობის დაგეგმვა და მართვა;
თ) შრომის უსაფრთხოების ორგანიზება და მართვა;
ი) სახელმწიფო ორგანოებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მატერიალურ-ტექნიკური დახმარების მიღების მიზნით წინადადებების შემუშავება და შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წარდგენა;
კ) სამსახურის ავტოპარკის მართვა და განაწილება;
ლ) სამსახურის იარაღით, საბრძოლო მასალით, აღჭურვილობით უზრუნველყოფა და მათ ბრუნვაზე კონტროლის განხორციელება;
მ) იარაღის ტექნიკური მდგომარეობის, მისი შემდგომი გამოყენებისათვის ვარგისიანობის დადგენის ან/და გაუმართავი შეიარაღების აღდგენა-შეკეთების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის პირველი აპრილიდან.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2020 წლის 6 მაისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2020 წლის 6 მაისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.03.2021.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2020 წლის 6 მაისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2020 წლის 6 მაისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 04.01.2021. მიმღები ორგანო — სახელმწიფო ინსპექტორი. დოკუმენტის ნომერი — №01. სარეგისტრაციო კოდი — 010100000.72.084.016027.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2020 წლის 6 მაისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 29.03.2021-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2020 წლის 6 მაისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2020 წლის 6 მაისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2020 წლის 6 მაისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.03.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2020 წლის 6 მაისის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №01, 04.01.2021, სარეგისტრაციო კოდი 010100000.72.084.016027 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5078738/