„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.034.016845
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/02/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №16

2019 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

 

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 28 თებერვლის №24 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28.02.2018; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.034.016716) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა)  „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აღმოსავლეთის რეგიონალური დეპარტამენტი:

ბ.ა) თბილისის ფილიალი (სამმართველო):

ბ.ა.ა) სარეგისტრაციო უზრუნველყოფის სამსახური:

ბ.ა.ა.ა) სარეგისტრაციო განყოფილება;

ბ.ა.ა.ბ) საცნობარო განყოფილება;

ბ.ა.ბ) მართვის მოწმობების განყოფილება;

ბ.ა.გ) საექსპერტო შემოწმების და დათვალიერების განყოფილება;

ბ.ა.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალების ნებართვების განყოფილება;

ბ.ბ) გორის მომსახურების ცენტრი (სამსახური):

ბ.ბ.ა) ხეითის ჯგუფი;

ბ.გ) თელავის მომსახურების ცენტრი (სამსახური);

ბ.დ) ახალციხე-ახალქალაქის მომსახურების ცენტრი (სამსახური).

გ) დასავლეთის რეგიონალური დეპარტამენტი:

გ.ა) ქუთაისის მომსახურების ცენტრი (სამსახური);

გ.ბ) საჩხერე-ამბროლაურის მომსახურების ცენტრი (სამსახური);

გ.გ) ფოთის მომსახურების ცენტრი (სამსახური);

გ.დ) ზუგდიდის მომსახურების ცენტრი (სამსახური);

გ.ე) ბათუმის მომსახურების ცენტრი (სამსახური);

გ.ვ) ოზურგეთის მომსახურების ცენტრი (სამსახური);“.

ბ) „ზ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ.ე“ ქვეპუნქტი:

„ზ.ე) საგამოცდო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მხარდაჭერის სამსახური;“.

2. მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. აღმოსავლეთის რეგიონალური დეპარტამენტის ფუნქციები

აღმოსავლეთის რეგიონალური  დეპარტამენტის  ფუნქციებია:

ა) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია (სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა) და სარეგისტრაციო ნიშნების გაცემა;

ბ) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემა;

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნა;

დ) უფლების გადაცემის ბარათის გაცემა;

ე) შიდა ტრანზიტის, გრძელვადიანი შიდა ტრანზიტის, ტრანზიტული (მხოლოდ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ახორციელებენ ტრანზიტს) სანომრე ნიშნის გაცემა და მიღება;

ვ)  მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის ნომრიან აგრეგატზე საკუთრების უფლების გადაცემის გარიგებაზე მხარეების ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურება;

ზ) დეკლარანტის თხოვნით, საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის განკუთვნილ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსება ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტები) საბაჟო ორგანოსათვის მიწოდება;

თ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების რეგისტრაცია, მოგირავნისთვის დაგირავებულ ნივთზე ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი რეაგირება;

ი) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება;

კ) სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაცია;

ლ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვიდან მოხსნა ჩამოწერის საფუძველზე;

მ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა;

ნ) ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა;

ო) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ცნობის გაცემა;

პ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა;

ჟ) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის გაცემა;

რ) ლიზინგის მოწმობის გაცემა;

ს) მართვის მოწმობის გაცემა; დადგენილი წესით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა, დაკარგული მართვის მოწმობების გაცემა, მართვის მოწმობის შეცვლა, აღდგენა, საერთაშორისო მართვის მოწმობების გაცემა;

ტ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეგისტრაციისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტების ვიზუალურად შედარება წარმოდგენილ დოკუმენტებთან და შესაბამისი დათვალიერების აქტის შედგენა;

უ) საიდენტიფიკაციო ნომრის ამსახველი ფირნიშის დამზადება-გაცემა;

ფ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმება;

ქ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა;

ღ) სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის დადამღვა;

ყ) სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და მის აგრეგატზე სააგენტოს მიერ მინიჭებული სააღრიცხვო ნომრის დადამღვა;

შ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იარაღის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემა;

ჩ) იარაღის რეგისტრაცია;

ც) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემა;

ძ) იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემა;

წ) ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვების გაცემა;

ჭ) იარაღის საკომისიო წესით ჩაბარების ცნობის გაცემა;

ხ) იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა, შესაბამისი სანებართვო და სარეგისტრაციო მოწმობების გაცემა, შეცვლა და დაკარგულის აღდგენა;

ჯ) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება, აღრიცხვა და რეგისტრაცია;

ჰ) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარება, აღნიშნული გამოცდის ჩაბარების შესახებ ცნობის გაცემა და მისი ჩაბარების თაობაზე რეესტრის წარმოება;

ჰ​1) იარაღის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;

ჰ​2) იარაღის ბალისტიკური შემოწმება;

ჰ​3)  იარაღის საიდენტიფიკაციო ნომრის დაზიანების ან მისი არარსებობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით იარაღისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება;

ჰ​4)  სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვების და მოწმობების გაცემა;

ჰ​5)  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება.

ჰ​6) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მინიჭება „A“, „B“, „BE“, „C“, „CE“, „D“, „DE“, „T“, „S“, „ტრამვაი“ კატეგორიებით და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიებით;

ჰ​7) მართვის უფლების მისანიჭებელი თეორიული გამოცდის მიღება; მართვის უფლების მისანიჭებელი თეორიული გამოცდისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება, აღრიცხვა და რეგისტრაცია; გაცემული მართვის მოწმობების ნამდვილობის შემოწმება შესაბამის სარეესტრო ჩანაწერებში და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;

ჰ​8) „A“, „B“, „BE“, „C“, „CE“, „D“, „DE“, „T“, „S“, „ტრამვაი“ კატეგორიებისა და „A1“, „B1“, „C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიების მართვის უფლების მისანიჭებლად საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკვალიფიკაციო პრაქტიკული გამოცდის ორგანიზება და მიღება;

ჰ​9) საქმისწარმოების ორგანიზება;

ჰ​10) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 8. დასავლეთის რეგიონალური დეპარტამენტის ფუნქციები

დასავლეთის რეგიონალური დეპარტამენტი, რეგიონალური პრინციპის მიხედვით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მე-7 მუხლით განსაზღვრულ ფუნქციებს.“.

3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ფუნქციები

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის  ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის შესაბამისად, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, შესაბამისი პოლიტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრა;

ბ) სააგენტოს სარგებლობაში არსებული კომპიუტერული სისტემების პროგრამული უზრუნველყოფა, შესაბამისი პროგრამების შექმნა, განვითარება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

გ) სააგენტოს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და იმპლემენტაცია;

დ) სააგენტოს არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ადმინისტრირება, მუდმივი მონიტორინგი და სტრატეგიული განვითარება;

ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის, სერვისის უწყვეტობისა და დაცულობის უზრუნველყოფა;

ვ) სააგენტოს კომპიუტერული ტექნიკის, კომპიუტერული სისტემების და ქსელის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მათთან დაკავშირებული ინციდენტების იდენტიფიცირება, დამუშავება და გადაწყვეტა, მუდმივი მონიტორინგი, ხარვეზების გამოვლენა და მათზე ანგარიშგება;

ზ) სააგენტოს არსებულ სისტემებში მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრა და მუდმივი მონიტორინგი;

თ) სააგენტოს საგამოცდო სისტემების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა, ასევე ხარვეზების იდენტიფიცირება და მათზე შესაბამისი რეაგირება;

ი) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის, მანქანის რეგისტრაციის მოწმობის და იარაღის რეგისტრაციის მოწმობის საბეჭდი მოწყობილობის ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა;

კ) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) საბეჭდი მოწყობილობის პროგრამული მხარდაჭერა;

ლ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის, სტანდარტებისა და პროცედურების განსაზღვრა, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი და ანგარიშგება;

მ) ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და რისკზე შესაბამისი რეაგირების მექანიზმების შემუშავება;

ნ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია