ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მერის 2009 წლის 26 თებერვლის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქ. თბილისის მერის ბრძანება №3 |
|
2013 წლის 27 თებერვალი ქ. თბილისი |
„მუხლი 1.
1. ეს დებულება განსაზღვრავს ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სამსახური არის ქ. თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შექმნილია საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას დედაქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობის, ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზების და სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზების მართვის საკითხებში სამართლებრივი აქტებით მისთვის მიკუთვნებულ უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით.
3.სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით, „ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს ქ. თბილისის მერიას.
5. სამსახური ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია ქ. თბილისის მერის წინაშე.
6. სამსახურს აქვს შტამპი, ბლანკი, ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით, საბიუჯეტო ასიგნებები, აგრეთვე ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებისათვის ნებადართული სხვა ოფიციალური რეკვიზიტები.
7. სამსახურის დაფინანსების წყაროა ქ. თბილისის ბიუჯეტი.
8. სამსახურის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7.“.
„თავი II
სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში:
ა) ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ტრანსპორტის სფეროს მიკუთვნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში;
ბ) სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის ორგანიზების გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების შემუშავება და განხორციელება;
გ)ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით, ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მარშრუტების შემუშავება და ქ. თბილისის მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა, დამტკიცებული მარშრუტების დაცვაზე ზედამხედველობა;
დ)საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას დედაქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსებისათვის (M2 და M3 კატეგორიები) მარშრუტების შემუშავება და ქ. თბილისის მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა, დამტკიცებული მარშრუტების დაცვაზე ზედამხედველობა;
ე) ქ. თბილისის მთავრობის მიერ დამტკიცებული მარშრუტების პერიოდულად შესწავლა და მათი ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ვ) სამსახურის კომპეტენციას განკუთვნილ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ზ)ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მიზნით, გაცემულ ნებართვებზე მოქმედი სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელება;
თ) M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებისათვის გაჩერებების განსაზღვრა და გაჩერებებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში მონაწილეობის მიღება შესაბამის ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად;
ი) სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების ერთიან სამარშრუტო ქსელში (M2 და M3 კატეგორიის) არსებული მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა;
კ) სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზება;
ლ)ქ.თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული პარკირების წესების შესაბამისად ავტოსადგომების და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ წინადადებების მომზადებასა და მათი სქემების შეთანხმებაში მონაწილეობის მიღება შესაბამის ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად;
მ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებული M2 ან/და M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისთვის საცნობი ნიშნის გაცემა;
ნ) საშიში, მძიმეწონიანი და მსხვილგაბარიტიანი ტვირთის გადამტანი სატრანსპორტო საშუალებების მარშრუტების სქემების შეთანხმებაში მონაწილეობის მიღება შესაბამის ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად;
ო) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით და 1351 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, ნორმატიული აქტების შესაბამისად, საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;
პ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 135-ე მუხლითა და 1351 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება;
ჟ) სამსახურში არსებულ საბინაო წიგნებში სარეგისტრაციო ჩანაწერების საფუძველზე, საერთო საცხოვრებლებში დროებით მცხოვრები პირებისათვის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში რეგისტრაციის გასატარებლად საჭირო ცნობების გაცემა;
რ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების შესრულება.
სამსახურის უფლება-მოვალეობანი
სამსახურს უფლება აქვს:
ა) ფუნქციებს მიკუთვნებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტისათვის, დადგენილი წესით, მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს საჭირო ინფორმაცია სახელმწიფო დაწესებულებებისგან, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებისგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან;
ბ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებანი სახელმწიფო დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებების, ფიზიკური და იურიდიული პირების წარმომადგენელთა მონაწილეობით და საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად, განახორციელოს საოქმო ჩანაწერები;
გ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე დაამყაროს ურთიერთობები და ითანამშრომლოს სხვადასხვა ქვეყნის ქალაქების ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
დ) მიიღოს მონაწილეობა ქ. თბილისის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში;
ე) ხელი შეუწყოს საქალაქო ტრანსპორტის განვითარებისათვის ბიუჯეტგარეშე კაპიტალის (ინვესტიციები, გრანტები და სხვა სახსრები) მოზიდვას;
ვ) განახორციელოს კონტროლი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულებაზე და ამ მიზნით გამოყოს კოორდინატორი ან თანამშრომელთა შემადგენლობით შექმნას სპეციალური ჯგუფი;
ზ) მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ კოორდინატორის ან სპეციალური ჯგუფის დასკვნის საფუძველზე გააფორმოს მიღება-ჩაბარების აქტები.
სამსახური ვალდებულია:
ა) გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის;
ბ) განიხილოს სახელმწიფო დაწესებულებებისგან, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებისგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან მიღებული წერილები, ინფორმაციები, მოთხოვნები, განცხადებები, საჩივრები და კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს შესაბამისი მასალები, წინადადებები, დასკვნები და პასუხები მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად;
გ) უფლებამოსილების განხორციელებისას დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში საქმის მასალები, მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით, შემდგომი რეაგირებისათვის გადასცეს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.“.
„3. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) მოქმედებს სამსახურის სახელით, წარმოადგენს სამსახურს (ან ანიჭებს სამსახურის წარმომადგენლობას) სახელმწიფო დაწესებულებებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას;
გ) სამსახურის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს სამსახურის მოხელეთა მატერიალური სტიმულირება და სოციალური დაცვა დადგენილი წესით;
დ) სამსახურის საქმიანობის მიმართულებათა მართვის მიზნით განსაზღვრავს სამსახურის მოხელეთა ფუნქციებს, კომპეტენციებს და პასუხისმგებლობას, დასამტკიცებლად წარადგენს შტატგარეშე მოსამსახურეს დავალების შესრულების ვადით;
ე) თვალყურს ადევნებს სამსახურის მოხელეთა მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ვ) ხელს უწყობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებას, კონფერენციებსა და სხვა შეკრებებში მათი მონაწილეობის მიღებას;
ზ) ქ. თბილისის მერთან ან ქ. თბილისის მთავრობის სხდომაზე, დადგენილი წესით, სამსახურის კომპეტენციის სფეროს განკუთვნილ საკითხებზე, შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილების მისაღებად;
თ) დადგენილი წესით ადგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ი) სამსახურის მმართველობითი სფეროსათვის მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხზე უფლებამოსილია შექმნას ჯგუფები;
კ) უფლებამოსილია დაამტკიცოს სამსახურის მოხელეების სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის საშვის ფორმა;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
მ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 135-ე მუხლითა და 1351 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - დადგენილებით;
ნ) პასუხისმგებელია მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;
ო) პასუხისმგებელია სამსახურისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;
პ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მოქმედი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
„2. სამსახურის უფროსის მოადგილეები, საკურატორო სფეროში/სფეროებში მუშაობის სწორი ორგანიზაციისათვის, პასუხს აგებენ სამსახურის უფროსის წინაშე.
3. სამსახურის უფროსის მოადგილეთა შორის ფუნქციებსა და კომპეტენციებს ანაწილებს სამსახურის უფროსი.
4. სამსახურის უფროსის მოადგილეები, მათ წინაშე მდგარი ამოცანების შესრულების მიზნით, ხელმძღვანელობენ და ორგანიზაციას უწევენ მათ დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას.
5. სამსახურის უფროსის მოადგილეები, საკურატორო სფეროს/სფეროების მიხედვით, სამსახურის უფროსის მოთხოვნისამებრ, წარუდგენენ მას სტრუქტურული ქვედანაყოფის/ქვედანაყოფების მუშაობის ანგარიშს.
6. სამსახურის უფროსის არყოფნისას, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე, მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.“.
„2. საგზაო მოძრაობის ორგანიზების განყოფილების ფუნქციებია:
ა) საგზაო მოძრაობის პირობების გამოკვლევა;
ბ) სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შემუშავება;
გ) საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების დასანერგად წინადადებებისა და დავალებების მომზადება, კონტროლი გაცემული დავალების შესრულებაზე და შესრულებული სამუშაოების მიღება;
დ) საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების მუშაობაზე კონტროლის დაწესება, დედაქალაქში საჭირო საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკურ საშუალებათა განსაზღვრა;
ე) საშიში, მძიმეწონიანი და მსხვილგაბარიტიანი ტვირთის გადამტანი სატრანსპორტო საშუალებების მარშრუტების სქემების შეთანხმებაში მონაწილეობის მიღება შესაბამის ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად;
ვ) დედაქალაქის ქუჩებსა და მაგისტრალებზე, საგზაო ნაგებობებზე, მიწისქვეშა კომუნიკაციებზე და რკინიგზის გადასასვლელებზე ჩასატარებელი სამშენებლო–სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში საგზაო მოძრაობის ორგანიზების დროებითი სქემების განხილვა და მისი სამსახურის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა შესათანხმებლად;
ზ) ქ. თბილისის ბიუჯეტით დამტკიცებული სამსახურის პროგრამებით/ქვეპროგრამებით საგზაო მოძრაობის ორგანიზების კუთხით განსახორციელებელ ღონისძიებებზე ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (ტექნიკური დავალება, ფასების ცხრილი) მომზადება;
თ) საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკურ საშუალებათა დანერგვის წლიური და პერსპექტიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.
3. სანებართვო-ანალიტიკური განყოფილების ფუნქციებია:
ა) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გასაცემად სათანადო დოკუმენტების მომზადება და შესაბამისი სანებართვო რეესტრის წარმოება;
ბ) ნებართვის ფასის გადახდის მდგომარეობის აღრიცხვა და მისი გადახდის უზრუნველსაყოფად კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
გ) სანებართვო საქმიანობასთან და სანებართვო პირობებთან დაკავშირებულ საკითხებზე ნებართვის მფლობელ პირებთან ურთიერთობის წარმოება, საკითხების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
დ) საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სფეროში არსებული მდგომარეობის პერიოდული ანალიზის საფუძველზე, ერთიანი საქალაქო პოლიტიკის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ე) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საექსპლუატაციო და საფინანსო-ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მიღება, დამუშავება და დასაბუთებული გაანგარიშებების მომზადება;
ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი პროგრამების/ქვეპროგრამების პროექტების შემუშავება;
ზ) ქ. თბილისის ბიუჯეტის ფორმირების ან/და დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის მიმდინარეობისას შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
თ) ქ. თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებული სამსახურის ბიუჯეტის შესრულების ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზება, შესაბამისი ინფორმაციების დამუშავება;
ი) სამსახურში არსებულ საბინაო წიგნებში სარეგისტრაციო ჩანაწერების საფუძველზე, საერთო საცხოვრებლებში დროებით მცხოვრები პირებისთვის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში რეგისტრაციის გასატარებლად საჭირო ცნობების მომზადება;
კ) ქ. თბილისის ბიუჯეტით დამტკიცებული სამსახურის პროგრამებით/ქვეპროგრამებით განსახორციელებელ ღონისძიებებზე ტენდერის გამოცხადებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (შესყიდვების გეგმა, ტექნიკური დავალება, ფასების ცხრილი) მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ლ) სამსახურის პროგრამებით/ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების მიხედვით შესრულებული სამუშაოს, გაწეული მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად გაფორმებული დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების აქტები) მიღება და საბიუჯეტო ვალდებულებების მოთხოვნის პროექტის მომზადება;
მ) სამსახურის მოხელეთა ხელფასებზე, წამახალისებელ (პრემია) და სხვა გასაცემ თანხებზე სათანადო დოკუმენტების მომზადება;
ნ) სამსახურის პროგრამებით/ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების მიხედვით შემსრულებელ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ფინანსური უზრუნველყოფის სისტემატური ანალიზი;
ო) სამსახურის სარგებლობაში არსებულ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების პროცესში მონაწილეობის მიღება.
4. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციებია:
ა) საზოგადოებრივ ტრანსპორტზე საერთო ზედამხედველობის განხორციელება;
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით და 1351 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, ნორმატიული აქტების შესაბამისად, საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;
გ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მარშრუტების შემუშავება, დამტკიცებული მარშრუტების დაცვაზე ზედამხედველობა;
დ) საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას დედაქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსებისათვის (M2 და M3 კატეგორიები) მარშრუტების შემუშავება, დამტკიცებული მარშრუტების დაცვაზე ზედამხედველობა;
ე) ქ. თბილისის მთავრობის მიერ დამტკიცებული მარშრუტების პერიოდულად შესწავლა და მათი ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ვ) M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებისათვის გაჩერებების განსაზღვრა და გაჩერებებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში მონაწილეობის მიღება შესაბამის ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად;
ზ) სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების ერთიან სამარშრუტო ქსელში (M2 და M3 კატეგორიის) არსებული მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა.
5. პარკირების ორგანიზების განყოფილების ფუნქციებია:
ა) პარკირების ორგანიზებისა და პარკირების წესების დაცვაზე კონტროლი;
ბ) პარკირების ადგილებისა და პირობების განსაზღვრასთან დაკავშირებული საქმიანობა;
გ) ოპერატორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების (გარდა ფინანსური ვალდებულებებისა) შესრულებაზე კონტროლი;
დ) პარკირებასთან დაკავშირებით მიღებული სამართლებრივი აქტების ოპერატორისთვის ინფორმირების უზრუნველყოფა;
ე) პარკირების სფეროს მართვასთან დაკავშირებული წინადადებების მომზადება და საქმიანობის კოორდინაცია;
ვ) ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებული პარკირების წესების შესაბამისად ავტოსადგომების და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ წინადადებების მომზადებასა და მათი სქემების შეთანხმებაში მონაწილეობის მიღება შესაბამის ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად;
6.ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების და სამართლებრივი აქტების ექსპერტიზის განყოფილების ფუნქციებია:
ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 135-ე მუხლითა და 1351 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, საქმეზე დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების მოსმენა, არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების, წარმოდგენილი საქმის მასალების მოქმედი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად შეგროვება, გამოკვლევა შეფასება და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით და 1351 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, ნორმატიული აქტების შესაბამისად, საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეებზე მათი გაცემა და საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება;
გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით და 1351 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებების პროექტების მომზადება და სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
დ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით და 1351 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის ინფორმაციის გაგზავნა;
ე) სამსახურის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფის განხორციელება, სამსახურში შემოსული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, აგრეთვე სხვა დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ვ) დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამსახურის კომპეტენციას განკუთვნილ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში სამსახურის ინტერესების დაცვა;
თ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში.“.
„2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის (განყოფილების) უფროსი:
ა) ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის და აცნობს კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს სამსახურის უფროსთან დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით;
ბ) სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს აძლევს სათანადო მითითებებსა და განკარგულებებს;
გ) ზედამხედველობას უწევს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ხელს აწერს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტაციას;
ე) სამსახურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) თუ სტრუქტურულ ქვედანაყოფს არ ჰყავს განსაზღვრული კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილე, ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებს შორის და დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის უფროსს; სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; სამსახურის უფროსის მოთხოვნისამებრ წარუდგენს მას სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ანგარიშს;
ზ) ასრულებს წინამდებარე დებულებით და სამსახურის უფროსის მიერ მასზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.“.
„მუხლი 9.
სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას.“.
„მუხლი 10.
1. სამსახურის დებულებას, სამსახურის უფროსის წარდგინებით, ამტკიცებს ქ. თბილისის მერი.
2. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ყველა ის საკითხი, რომელსაც არ ითვალისწინებს ეს დებულება, რეგულირდება საქართველოს მოქმედი სამართლებრივი აქტებით.“.
|